აღიარა თუ არა ბილ გეიტსმა, რომ კლიმატის ცვლილება თაღლითობაა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

601
VIEWS

2022 წლის 2 ოქტომბერს Facebook-ის მომხმარებელმა “ჯორდანო ბრუნო” ბილ გეიტსის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბიზნესმენი ენერგიის აკუმულირებასა და ელექტროენერგიაზე საუბრობს. პოსტის ავტორის მტკიცებით, გეიტსმა 2018 წელს აღიარა, რომ კლიმატის ცვლილება “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მიერ შექმნილი თაღლითობაა, რაც ახალი მსოფლიო წესრიგის ნაწილია და მიზნად პირუტყვის მასობრივ განადგურებასა და ფერმების დახურვას ისახავს. ავტორის მტკიცებით, განახლებადი ენერგიის ისეთ წყაროებს, როგორებიცაა ქარი, მზე და ენერგიის აკუმულირება, კლიმატის ცვლილების შეჩერება არ შეუძლიათ.

bili1 აღიარა თუ არა ბილ გეიტსმა, რომ კლიმატის ცვლილება თაღლითობაა?

გავრცელებული პოსტი ყალბ მტკიცებასა და რამდენიმე კონსპირაციას შეიცავს. ბილ გეიტსს არც კლიმატის ცვლილების უკან არსებული თაღლითური სქემის არსებობა უღიარებია და არც ახალ მსოფლიო წესრიგზე უსაუბრია. რეალურად, პოსტისთვის დართული ვიდეო 2018 წელს გეიტსის სტენფორდის უნივერსიტეტის გლობალური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ენერგოინვესტიციების დიალოგში (Energy Investments Dialogue) სტუმრობას ასახავს, სადაც გეიტსმა აღნიშნა, რომ განახლებადი ენერგია კლიმატის ცვლილებას ვერ შეაჩერებს.

bili აღიარა თუ არა ბილ გეიტსმა, რომ კლიმატის ცვლილება თაღლითობაა?

ვიდეოს სრულ ვერსიაში გეიტსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ სარგებლისა, რაც განახლებადი ენერგიის დაბალ ფასებს მოაქვს, მას მსოფლიოს კლიმატის ცვლილებისგან დახსნა არ შეუძლია, ვინაიდან ელექტროენერგიის წილი სათბურის ეფექტის მიერ შექმნილ გამონაბოლქვში მხოლოდ 25%-ია, ხოლო ინდუსტრიულ ეკონომიკას არსებულ პირობებში ალტერნატივა კვლავ არ აქვს. “ელექტროენერგია პრობლემის მხოლოდ 25%-ს წარმოადგენს, და საჭიროა სანდო ელექტროენერგია. იდეა, რომ ჩვენ გვაქვს ახალი ხელსაწყოები და ეს [კლიმატის ცვლილება] მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ადამიანები ბოროტები არიან და შეგვიძლია დავამარცხოთ ისინი და [მზის პანელები] დავაყენოთ ჩვენს სახურავზე, კლიმატის უარყოფაზე მეტად აფერხებს პრობლემას,“- თქვა გეიტსმა. მისი აზრით, ის ჯგუფი, რომელიც ამტკიცებს, რომ კლიმატის ცვლილება ადვილი მოსაგვარებელია ყველაზე დიდი პრობლემაა. გეიტსის არგუმენტების სრული ვერსია სტენფორდის ენერგეტიკის ინსტიტუტის მიერ გამოაქვეყნებულ სტატიაშია ხელმისაწვდომი. 

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კონსპირაციები ქართულ სოციალურ სივრცეში დროდადრო ახლდება. მათი უმეტესობა ამტკიცებს, რომ გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება მსოფლიო ელიტებმა გამოიგონეს, რათა მსოფლიო მოსახლეობა გააკონტროლონ. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ტემპერატურის მერყეობას ადრეც ჰქონდა ადგილი, 1880-იანი წლების შემდეგ მიმდინარე ტემპერატურის ზრდის 2/3  1975 წლიდან შემდეგ შეინიშნება, ხოლო ათი ყველაზე ცხელი წლიდან ცხრა ბოლო ათწლეულში დაფიქსირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტემპერატურის მკვეთრი ზრდა სწორედ ადამიანის საქმიანობას, განსაკუთრებით კი საწვავის გამოყენებასა და ბუნებრივი რესურსების ათვისებას მიეწერება. ამჟამად, ისეთ წიაღისეულ საწვავს, როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი და გაზი, ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილებაში, რაც გლობალური სათბურის ეფექტის 75 პროცენტს შეადგენს და ნახშირორჟანგის ემისიების თითქმის 90 პროცენტს უდრის. განახლებადი ენერგიის წყაროებსა და ტექნოლოგიებს, როგორიცაა ქარი, მზე და ენერგიის აკუმულირება, 2050 წლისთვის ენერგეტიკული სექტორის 90 პროცენტის დეკარბონიზაციის შესაძლებლობა აქვთ, რაც მასიურად შეამცირებს ნახშირბადის გამოყოფას და ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შეჩერებას.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია:

კონსპირაციები ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ ბოლო წლებში ქართულ სოციალურ ქსელშიც გააქტიურდა, თუმცა თავად ტერმინი უკვე ათწლეულებია არსებობს. კონპირაციის ამოსავალი დაშვებაა, რომ ადამიანების ელიტური ჯგუფი მსოფლიო ბატონობის მოპოვებას ცდილობს. მოცემულ კონტექსტში, კლიმატის ცვლილება მსოფლიო ელიტების მიერ მსოფლიო ეონომიკური ფორუმის ფარგლებში შექმნილ თაღლითობადაა წარმოჩენილი. 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია:

პირუტყვის განადგურებასთან დაკავშირებული კონსპირაციები ქართული სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის არახალია. კერძოდ, 2022 წლის ივნისში სოციალური ქსელის მომხამრებლები ამტკიცებდნენ, რომ პირუტყვის განადგურება მსოფლიო კრიზისისა და შიმშილის ხელოვნურად შექმნის მიზნით ხდებოდა. რეალურად, პირუტყვის დახოცვის მიზეზი მაღალი ტემპერატურა იყო, რაც პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან. 

ბილ გეიტსის ვიდეო ამ თვეში აშშ-შიც ფართოდ გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ გეიტსი კლიმატის ცვლილებასთან და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი კონსპირაციისა და ყალბი ამბის სამიზნეა.

bili2 აღიარა თუ არა ბილ გეიტსმა, რომ კლიმატის ცვლილება თაღლითობაა?

Reuters-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ქართველი სოციალური ქსელის მომხმარებლების მსგავსად, ამერიკელი მომხმარებლები მოცემულ კლიპს აზიარებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ გეიტსი წარსულში კლიმატის ცვლილების შესაკავებელ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, ხოლო “სუფთა ენერგიისა” და “აღდგენადი ენერგიის” ცნებები კი სიგიჟე იყო.


ალექსანდრა კუენინგი

ერასმუსის CEERES პროგრამის სტუდენტი, “მითების დეტექტორის” სტაჟიორი


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist