ადასტურებს თუ არა Хаски-ის 2020 წლის ვიდეოკლიპი, რომ უკრაინა 2022 წლის ომში “გვამებს აყალბებს”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

8.7k
VIEWS

12 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Оля Рущенко-მ ჯგუფში Russian Canada-Русская Канада ვიდეო პოსტი შემდეგი აღწერით გააზიარა: “უკრანულ ფეიკებს ალჟირშიც კი აჩვენებენ”(Даже в Алжире показывают Украинские фейк). ტიკტოკის ვიდეო,  რომელზეც ჩანს, როგორ ეწევა შავი ცელოფანის პარკში გახვეული ერთ-ერთი გვამი სიგარეტს, თავდაპირველად ფეისბუქ გვერდმა موسوعة الأسلحة التكتيكية (ტაქტიკური იარაღის ენციკლოპედია) გააზიარა, რომელიც ლიბანიდან და ერაყიდან იმართება. აღნიშნული გვერდის მტკიცებით, ფაბრიკაცია გრძელდება, უკრაინა რუსეთის ბომბების შედეგად მსხვერპლის დემონსტრირებას ცდილობს, მაშინ, როცა ერთ-ერთი გვამი ამ დადგმულ შოუში სიგარეტს ეწევა.

Screenshot 1 7 ადასტურებს თუ არა Хаски-ის 2020 წლის ვიდეოკლიპი, რომ უკრაინა 2022 წლის ომში “გვამებს აყალბებს”? Screenshot 2 7 ადასტურებს თუ არა Хаски-ის 2020 წლის ვიდეოკლიპი, რომ უკრაინა 2022 წლის ომში “გვამებს აყალბებს”?

მტკიცება, თითქოს უკრაინა ომის მსხვერპლს აყალბებს და რუსეთს უსაფუძვლოდ ადანაშაულებს, მცდარია. ვიდეო, რომელზეც ცელეფანში გახვეული გვამი სიგარეტს ეწევა სინამდვილეში რუსი რეპერის Хаски-ის კლიპის გადაღების სცენებს ასახავს. Хаски-ის კლიპი youtube-ზე 2020 წლის სექტემბერში, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამდე 2 წლით ადრე გამოქვეყნდა.  

აღნიშნული ვიდეო “მითების დეტექტორმა” 2021 წელს გადაამოწმა, როდესაც სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლები აღნიშნულ კადრებს, როგორც “გვამების გაყალბების” ილუსტრაციად იშველიებდნენ და კორონავირუსის პანდემიას უარყოფდნენ.

გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ვიდეო TikTok-ზე პირველად რუსმა მხატვარმა და დიზაინერმა ვასილი ივანოვმა 2021 წლის 30 მარტს გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ კადრები რუსი რეპერის Хаски-ის სიმღერის “Никогда-нибудь”-ის კლიპის გადაღებებიდანაა.

Screenshot 3 7 ადასტურებს თუ არა Хаски-ის 2020 წლის ვიდეოკლიპი, რომ უკრაინა 2022 წლის ომში “გვამებს აყალბებს”?

ვასილი ივანოვის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში გარკვევით ჩანს, რომ შავ პარკებში შეფუთულ “გვამებს” სტაფილოსფერ სატვირთო მანქანაში ალაგებენ, ხოლო ერთ-ერთი მსახიობი ამ დროს სიგარეტს ეწევა. რუსი რეპერის სიმღერის ვიდეორგოლში მართლაც გვხვდება კადრი, რომელშიც იმავე ფერის “გვამებით” დატვირთული სატვირთო ავტომობილი ფიგურირებს. აღნიშნული კლიპი რეპერმა Youtube-ზე 2020 წლის 26 სექტემბერს გამოაქვეყნა.

Screenshot 4 6 ადასტურებს თუ არა Хаски-ის 2020 წლის ვიდეოკლიპი, რომ უკრაინა 2022 წლის ომში “გვამებს აყალბებს”?

ვრცლად იხილეთ:

ვინ ეწევა სიგარეეტს – “გარდაცვლილი გვამი” თუ მსახიობი?

დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინელები მსხვერპლს აყალბებენ და რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ერჩის, კრემლის პროპაგანდა რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას ხშირად ავრცელებს. ვრცლად იხილეთ:

ბლოგერმა მარიუპოლიდან, რომელსაც რუსული მედია ყალბ ფეხმძიმობას აბრალებდა, ბავშვი გააჩინა
“გაყალბებული გვამები” პოლონეთში თუ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პერფორმანსი ვენაში – რას ასახავს ვიდეო?
ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვის შესახებ?
ვინ უქმნის საფრთხეს მშვიდობიან მოსახლეობას მარიუპოლში?
3 დეზინფორმაცია, რომელიც უკრაინაზე რუსულ პროპაგანდისტულ პლატფორმებზე ვრცელდება
სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist