პლატინის მოპოვების საწარმო
7 აპრილს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” ომის ვეტარნმა პაატა აბულაძემ თქვა, რომ კრივოი როგში (უკრ: კრივიი რიჰი) მომხდარი ტრაგედიის დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პლატინის მოპოვების საწარმო იყიდა. აღნიშნული ინფორმაცია ვიდეოსთან ერთად ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშზეც გავრცელდა. ვიდეოს სამხრეთ აფრიკული მედიის SABC News-ის ლოგო ადევს და ყვებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტმა კომპანია...
სირია
6 მარტს სირიაში ასადის მხარდამჭერი შეიარაღებული პირები პოლიციას დაესხნენ თავს. ამ შეტაკების შედეგად დაიღუპა უშიშროების ძალების 16 წევრი. სამთავრობო ძალებმა კი 31 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 28 ასადის ლოიალისტი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სირიაში მდგომარეობა მკვეთრად გამწვავდა და დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ძალადობის პარალელურად სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი პოსტი, რომლებიც ძველ...
ლუგარის ლაბორატორია
21 თებერვალს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” წამყვანმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ ლუგარის ლაბორატორიაზე ისაუბრა. გადაცემაში ასევე აჩვენეს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის გადაცემის ამონარიდი, რომელშიც ის ასევე ლაბორატორიაზე საუბრობს. მჟავანაძემ და გიორგაძემ ლაბორატორიასთან დაკავშირებით რამდენიმე მტკიცება გააჟღერეს: მჟავანაძემ ლუგარის კვლევით ცენტრს დაუკავშირა ფაროსანას გავრცელება საქართველოში მან ასევე ლაბორატორიას დაუკავშირა ღორების სიკვდილიანობა საქართველოში იგორ...
უკრაინელი სამხედროები
20 თებერვალს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში MK.RU, TSARGRAD.TV გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაცრი კრიტიკის შემდეგ, უკრაინელი სამხედროები აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ და ტრამპის გამოსახულებით მანეკენი და წიგნები დაწვეს. ვიდეო, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტს მოღალატეს უწოდებენ და მისი გამოსახულებით მანეკენს წვავენ, გავრცელდა “სეზონი ტვ – ის ” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად”,...
მზია
“ქართული ოცნების” წარმომადგენლების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა აქტორებისთვის დისკრედიტაციის სამიზნე გახდა “ბათუმელების” თანადამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 11 იანვარს დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება აქვს წაყენებული, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელს ციხეში შიმშილობა აქვს გამოცხადებული, რაც “ქართული ოცნებისთვის” შემაკავებელი ფაქტორი არ გამხდარა. “ქართული ოცნების”...
ფოტომანიპულაცია
2024 წლის ოქტომბერში სოციალურ ქსელ Threads-ზე გავრცელდა ფოტო, რომელშიც ცნობილი ანიმაციური სერიალი “სიმპსონების” პერსონაჟი ჰომერ სიმპსონია ნაჩვენები. ფოტოზე შემოხაზულია მისი ყური, რომელზეც ანგარიშის მტკიცებით Threads-ის ლოგოა გამოსახული, რაც იმას ნიშნავს, რომ ანიმაციამ დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა ამ სოციალური ქსელის შექმნა. აღსანიშნავია, რომ იდენტური პოსტები 2023 წელს არაერთმა რუსულენოვანმა ანგარიშმა გაავრცელა (1, 2, 3, 4, 5)....
სიმპსონები
11 იანვარს ფეისბუქზე გავრცელდა ამერიკული ანიმაციური სერიალი “სიმპსონების” პერსონაჟების ფოტო. პერსონაჟები დგანან ქუჩაზე, რომლის ორივე მხარესაც შენობებს ცეცხლი უკიდია, ფონზე კი ვხედავთ ცნობილ წარწერას “ჰოლივუდი”. პოსტს თან ერთვის აღწერა “სიმპსონების კიდევ ერთი წინასწარმეტყველება”. ფეისბუქზე გავრცელებული სიმპსონების ფოტო ხელოვნური ინტელექტით გენერირების ნიშნებს შეიცავს და კალიფორნიაში გაჩენილ ხანძრებთან კავშირი არ აქვს. მტკიცება, რომ “სიმპსონებში” სხვადასხვა მოვლენაა ნაწინასწარმეტყველები,...
ევროკავშირში გაწევრიანება
24 დეკემბერს ფეისბუქ-გვერდზე “სალტე” გამოქვეყნდა გადაცემა “პოლიტიკის საათი თამთა ქარჩავასთან ერთად”, სადაც მოწვეულმა სტუმარმა, პოლიტოლოგმა  სოსო მანჯავიძემ განაცხადა, რომ ბულგარეთის ევროკავშირში გაწევრიანებამ დააზარალა სოფლის მეურნეობა, რაც ძროხების რაოდენობის შემცირებაში გამოიხატა.  სოსო მანჯავიძე [12:40]: “რომ გვიყეფენ ეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, გამალებული დეპოპულაცია მიმდინარეობს იქ, სხვათა შორის და რაც ჰქონდათ ინდუსტრია, ყველაფერი გაუნადგურდათ. იგივე ბულგარეთში ევროკავშირში შესვლამდე, მაგალითად,...
ბროშურა
23 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში “ქრონიკა”  გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ  ბავშვების ემოციებზე ზემოქმედების მიზნით, „მაკდონალდს საქართველოს“ ბროშურაში პროტესტის სხვადასხვა ფორმაზეა საუბარი. სიუჟეტის თანახმად, “ფსიქოლოგიური ზემოქმედების მორიგ კამპანიაში” უნივერსიტეტებისა და სკოლების შემდეგ კვების ობიექტებიც ჩაერთნენ და მცირეწლოვან ბავშვებს “ჰეფი მილთან” ერთად ურიგდებათ ბროშურები, სადაც საუბარია ცვლილებებისთვის ბრძოლასა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე. ასევე, სიუჟეტში...
დეზინფორმაცია
სირიაში მიმდინარე მოვლენების და შემდგომში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის გამო, ქართულ პროსახელისუფლებო და პრორუსული აქტორების მხრიდან ყარსის ხელშეკრულების შესახებ მანიპულაციები კვლავ დღის წესრიგში დადგა. ვინაიდან სირიელი ამბოხებულების ნაწილს თურქეთი ეხმარება, ვრცელდება მანიპულაციები, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე თურქეთი ტერიტორიებს საქართველოშიც მოითხოვს.  2024 წლის 8 დეკემბერს, იმედის კვირის ეთერში, ლალი...
ისრაელელებზე თავდასხმა
11 ნოემბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც ამსტერდამში ისრაელელებზე თავდასხმას უკავშირებს. მასზე ვხედავთ, რომ ადამიანები ისრაელის დროშებითა და ლურჯ-ყვითელი სიმბოლიკით მღერიან, ხოლო ვიდეოზე დატანილი სიმღერის ტექსტის შინაარსი ანტიარაბულია. ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ვიდეო მანამდეა გადაღებული, სანამ თელ-ავივის საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხმებოდნენ და ისინი მღერიან ტექსტს: “ჩვენ თქვენს ქალებს...
დეზინფორმაცია
10 ოქტომბერს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან”, წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თქვა, რომ ერთადერთი სარგებელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისგან გააჩნია, უვიზო მიმოსვლაა. მისივე სიტყვებით, ევროკავშირი არ ეხმარება ქართველ ხალხს და მათ მიერ გაცემული თანხა მოქალაქეებამდე არ მიდის.  ნიკოლოზ მჟავანაძე (49:40): “ერთადერთი რაც არის მათი მხრიდან, სარგებელი რაც აქვს საქართველოს, ეს არის...
სოციალურ-ქსელში-ნიკა-გვარამიასა-და-გიორგი-გაბუნიას-რედაქტირებული-ვიდეო-ვრცელდება
22 ოქტომბერს ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდმა “სიმართლის დროა” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სცენიდან თავის ცოლს მიმართავს და ამბობს: “მე მინდა, ჩემი ცოლი, თქვენი თანამოქალაქე, ჩემი მთავარი სიყვარული, ჩემი მთავარი გვერდში მდგომი…”, შემდგომ ჩანს, რომ სცენისკენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია მიდის. ვიდეო სრულდება წარწერით: “არ დაბრუნდე წარსულში. სიმართლის დროა!”.          ...
დეზინფორმაცია
11 ოქტომბერს სეზონი TV-ის ეთერში, გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” გია კერესელიძემ, ორგანიზაცია “ერთობა მშვიდობისთვის” წევრმა თქვა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პოლიტიკურ პარტია “ახალს” მხარი საჯაროდ დაუჭირა. კერესელიძის განცხადებით, ჰერჩინსკიმ პირდაპირ თქვა, “ახალი შემოხაზეთო.” რესპონდენტმა აღნიშნულზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა, მიხეილ ჟღენტმა ჰკითხა: “დასავლეთი ჩვენ გვთვლის თუ არა სახელმწიფოდ?”...
ნაციონალური მოძრაობის
14 ოქტომბერს ანტი ოპოზიციურმა ფეისბუქ გვერმა “ქვეყნის მტრები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მსვლელობას ასახავს. ვიდეოზე ჩანს, რომ მსვლელობას კოალიციის წევრები სოფო ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გია ჯაფარიძე და სხვები მიუძღვებიან. მათ უჭირავთ ბანერი წარწერით: “თბილისი ირჩევს ერთიანობას.” პოლიტიკოსების მსვლელობის ვიდეოს პარალელურად ისმის ხმა: “ტანჯულა, რომელ ხელზე დაგა**ი, რომელზე?”, ხოლო პოსტის ავტორი ვიდეოს...
სეზონი TV
17 სექტემბერს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” (1,2) წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა პოლიტოლოგმა მამუკა კარტოზიამ და “მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრეს. მამუკა კარტოზიას მტკიცებით, დღეს უკრაინას უკრაინელები არ მართავენ, კერძოდ ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი უკრაინელები არ არიან. მისივე მტკიცებით, უკრაინისთვის აშშ-ის...
სქესის შეცვლის ოპერაცია
11 სექტემბერს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ მილიარდერმა ილონ მასკმაც კი ვერ დაიცვა თავისი შვილი და მან სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. მჟავანაძის თქმით, ამერიკაში სქესის შეცვლის სურვილის შემთხვევაში მშობელი ბავშვის საქმეში ვერ ჩაერევა. ნიკოლოზ მჟავანაძე: “ილონ მასკმა, მილიარდერმა კაცმა ვერ დაიცვა თავისი შვილი. მასკის შვილმა გადაწყვიტა რომ შეეცვალა სქესი და...
სტანისლავ კრაპივნიკი
24 ივლისს სეზონი TV-ის ეთერში, გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” სტუმრად მიწვეული იყო კრემლის პროპაგანდისტი სტანისლავ კრაპივნიკი, რომელთანაც ინტერვიუ თარგმნის გარეშე, მთლიანად რუსულ ენაზე გავიდა ეთერში. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოში ავტორიზებულმა ტელემაუწყებლობამ პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს. გადაცემაში კრაპივნიკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვიპროსში რამდენიმე წლის წინ სასტუმრო და კაზინო...
დეზინფორმაცია
5 ივლისს “ერი მედიას” გადაცემაში “თვალსაწიერი” გადაცემის წამყვანებმა 2014 წლის უკრაინის რევოლუციაზე, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომისა და 2024 წლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესახებ ისაუბრეს. ლევან ვასაძის მტკიცებით, არსებობს ეჭვი, რომ იმ სნაიპერებს შორის, რომლებმაც 2014 წელს უკრაინაში ასამდე დემონსტრანტი დახოცეს, ქართველებიც იყვნენ. მისივე მტკიცებით, უკრაინის რევოლუციის შედეგად სათავეში ნაციონალისტი “აზოვის ბატალიონი” მოვიდა. მხატვარმა შოთა გლურჯიძემ...
დეზინფორმაცია, თითქოს MEGOBARI აქტი და “ქართული ქარტია” სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს
7 ივნისს “სეზონი TV-ის” გადაცემაში “დღის შეჯამება” პოლიტოლოგმა ედიშერ გვენეტაძემ აშშ-ის კონგრესში რეგისტრირებული MEGOBARI აქტისა და სალომე ზურაბიშვილის “ქართული ქარტიის” შესახებ შემდეგი მტკიცებები გააჟღერა:  ამერიკელებმა  მეგობრობის აქტში ჩაგვიწერეს, რომ 27 ოქტომბერს თუ ჭკუით არ იქნებით, ჩვენ ვიწყებთ გადატრიალებასო. სალომე ზურაბიშვილს მიაღებინეს აქტი, რომელშიც ჩააწერინეს, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება, მერე მოხდება გადატრიალება, შეიქმნება ტექნიკური მთავრობა და...
ანადგურებს-თუ-არა-ევროკავშირში-გაწევრიანება-ქვეყნების-ეკონომიკას
4-7 ივნისს ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ღია წერილი, რომელშიც იგი ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ს შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ იქ ტრაგიკულად მძიმე ვითარებაა. წერილში შათირიშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირში მეორე ათეული წელია “გამჭვირვალობა კორუფციამ ჩაანაცვლა, სამართლის უზენაესობა შერჩევითმა სამართალმა, ხოლო ქრისტიანული ღირებულებები თავსმოხვეულმა ფსევდოლიბერალურმა იდეოლოგიამ.” ასევე, მისი თქმით, მეორე ათეული...
დეზინფორმაცია, თითქოს ლატვიელ ფერმერებს ევროკავშირი პროდუქციის განადგურებას სთხოვს
20 მაისს ტელეკომპანია ალტ-ინფოს გადაცემაში “დღის კომენტარი” სტუმარმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ლატვიელ ფერმერებს უხდის კომპენსაციას პროდუქტის განადგურებისთვის. მისი მტკიცებით, ეს იმიტომ ხდება, რომ ევროპულ ბაზარზე გამძაფრებული კონკურენციაა და ევროკავშირი ასე ცდილობს ზედმეტი პროდუქტის მოშორებას. მისი თქმით, ამ მაგალითით ცხადი ხდება, რომ ქართული პროდუქცია ევროპაში არავის ჭირდება, რადგან ამის ადგილი მათ უბრალოდ არ აქვთ....
სალომე-ზურაბიშვილის-და-პირველი-რესპუბლიკის-მთავრობის-შესახებ-დეზინფორმაცია-ვრცელდება
31 მაისს სეზონი TV-ს გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტიკურმა მდივანმა, თემურ ფიფიამ თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ”ფაქტიურად, ძალადობრივი გადატრიალებისკენ” მოუწოდა, რის გამოც ის შესაბამის ორგანოებში უნდა დაიკითხოს. მისივე სიტყვებით, ზურაბიშვილი არის ნოე ჟორდანიას მთავრობის შთამომავალი, “რომელიც გაიქცა საქართველოდან თავის დროზე, 250 ყუთი განძი გაიტანა აქედან,...
არიან-თუ-არა-რუსეთი-და-ჩინეთი-საქართველოს-ყველაზე-მსხვილი-ინვესტორები
29 მაისს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან”, წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ანაკლიის პორტისა და საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების შესახებ ისაუბრა. მჟავანაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიის მიერ მშენებლობის გამო აჟიოტაჟი ატეხეს, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფნის პერიოდში საქართველოში ევროპელები და ამერიკელები ინვესტიციებს არ ახორციელებდნენ. მჟავანაძე ასევე ამტკიცებს, რომ ერთადერთი, ვინც...
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
24 მაისს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ჭიპაშვილის მიხედვით, დიპლომატები იძულებულები იყვნენ საქართველოში ჩამოსულიყვნენ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ძველი ფაშისტური ოჯახის წარმომადგენელია და რომ მის ბაბუას, “საიუდისის” ხელმძღვანელს” ჭიპაშვილი პირადად იცნობდა. გადაცემის სტუმარმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის...
ევროკავშირი საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას არ სთხოვს
20 მაისს ტელევიზია ,,სეზონის” ეთერში, გადაცემა ,,დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” სტუმარმა, დავით ოსეფაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან 24-ში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება ლეგალურია, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოსაც მოსთხოვენ იმავეს. ოსეფაშვილის მტკიცებით, ეს საქართველოში თაობებს გადააგვარებს.  მტკიცება, თითქოს ევროკავშირი გაწევრიანებისთვის საქართველოს ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების კანონით აღიარებას მოსთხოვს, უსაფუძვლოა. მსგავსი მოთხოვნა ევროკავშირის არც 12 და არც...
ნინო ლომჯარია
5 აპრილს ნიკოლოზ მჟავანაძემ სეზონი TV-ს ეთერში, გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” განაცხადა, რომ როდესაც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები “სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ,” სამართლიანი არჩევნების (ISFED) იმჟამინდელი თავმჯდომარე, ნინო ლომჯარია ლაპარაკობდა, “როგორი კარგი საარჩევნო გარემო იყო საქართველოში.”   ნიკოლოზ მჟავანაძე ნინო ლომჯარიას წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” ნინო ლომჯარიას აღმასრულებელი დირექტორობის პერიოდში არჩევნებთან...
მანიპულაცია,-თითქოს-15-აპრილის-აქციაზე-LGBTQ+-დროშა-გაშალეს
განახლება: 16 აპრილს დეკანოზმა ბასილ ახვლედიანი გაავრცელა ფოტო, რომელზეც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას ასახავს, ფოტოზე ასე ჩანს LGBTQ+ დროშა. დეკანოზი მიანიშნებს, რომ ,,დღეს [15 აპრილი] რუსთაველზე გზაშეცდომილი ადამიანების კრებაა”. 15 აპრილს კრემლისტური ტელევიზია ,,სეზონი TV”-ის წამყვანმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ, ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა ,,შიინ ევროპისკენ”, ასევე ფეისბუქის რამდენიმე მომხმარებელმა (1, 2) გამოაქვეყნეს იდენტური ფოტო, რომელიც, თითქოს,...
დეზინფორმაცია,-თითქოს-ფრანგი-და-პოლონელი-ფერმერები-რძეს-კანალიზაციაში-ღვრიან
29 მარტს ტელეკომპანია სეზონი ტვ-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან,” წამყვანმა განაცხადა, რომ რუსული ბაზარი საქართველოსთვის შეუცვლელია, რადგან ევროპულ ბაზარზე თავად ევროპულ ქვეყნებსაც კი არ ჰყოფნით ადგილები. ამის საილუსტრაციოდ მჟავანაძემ აღნიშნა, რომ დღეს ფრანგი და პოლონელი ფერმერები რძეს კანალიზაციაში ღვრიან, რადგან ბაზარი უკვე მთლიანად არის ათვისებული და მათ პროდუქცია გასაყიდად ვერ გააქვთ.  მტკიცება, თითქოს ამჟამად...
Big-Mouth-საბავშვო-ანიმაცია-არ-არის-და-არც-“იმედის”-ეთერში-არ-გადის
2024 წლის 19-20 მარტს ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2, 3) გამოაქვეყნეს ანიმაციური ფილმის ფრაგმენტი, რომელშიც ბავშვი მშობლებს უყვება, რომ მისი მეგობარი, ენდრიუ, შიშველი დაინახა, რაზეც მამა უპასუხებს, რომ ეს სანერვიულო არ არის და კაცებს სხვის პენისზე შეხება ჰომოსექსუალებად არ აქცევს, ხოლო, თუ ის მართლა ჰომოსექსუალი, უკეთესია. ფეისბუქ მომხმარებელი Dato Faika Nacvlishvili ვიდეოს აღწერაში წერს, რომ ანიმაციური...
დეზინფორმაცია,-თითქოს-მოლდოვასთან-და-უკრაინასთან-საქართველოს-შეთანხმება-რუსეთის-წინააღმდეგ-ომს-ითვალისწინებდა
11 მარტს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა გივი იუკურიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის შეიქმნა ე.წ. სამთა კავშირი, რომელსაც უნდა ემსახურა შავ ზღვაზე გავლენის გაძლიერების მიზნით. მან აღნიშნა, რომ ამ კავშირის შემქმნელი დოკუმენტი ემსახურებოდა სხვა ქვეყნების ინტერესების გაძლიერებას და აღნიშნული სამი სახელმწიფოს...
მანიპულაცია,-თითქოს-ანაკლიის-პორტის-მშენებლობა-ამერიკამ-დაბლოკა
26 თებერვალს ტელეკომპანია სეზონის ეთერში, გადაცემაში “დღის შეჯამება” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თქვა, რომ ჩინური ინვესტიციების გამო ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ-მა დაბლოკა: ნიკოლოზ მჟავანაძე: “ჩვენ კარგად ვიცით, რომ, მაგალითად, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, პრემიერ-მინისტრი რომ იყო კვირიკაშვილი, მაშინ იგეგმებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობა სწორედ ჩინური ინვესტიციებით, ქარჩავა იყო ბიზნესმენი, რომელსაც სურდა შემოტანა ამ ჩინური ინვესტიციების, მაგრამ...
ინფორმაცია,-თითქოს-უკრაინაში-კომპენსაციის-თავიდან-ასაცილებლად-ჯარისკაცთა-გვამებს-წვავენ,-მტკიცებულების-გარეშეა
2024 წლის 14 თებერვალს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” წამყვანმა განაცხადა, რომ უკრაინელები ომში დაღუპული ჯარისკაცების ნაწილის გვამებს წვავენ, იმისათვის, რომ თავიდან აირიდონ მათი ოჯახის წევრებისათვის კომპენსაციის გადახდა. მჟავანაძის მტკიცებით, ეს პროცესი ადგილზევე მიმდინარეობს და ამისათვის სპეციალური მობილური კრემაციის მანქანები გამოიყენება, რომლებიც უკვე აღმოაჩინეს კიდეც ბრძოლის ველზე. არ არსებობს მტკიცებულება, რაც...
სეზონი TV-მ დევიდ კრამერისა და იან კელის ციტატები გააყალბა (2)
8 თებერვალს სეზონი TV-ის ეთერით, გადაცემაში ,,დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან”, გავიდა სიუჟეტი, სადაც საქართველოში ე.წ. ,,მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაზე იყო საუბარი. სიუჟეტში ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დევიდ კრამერი ამბობს, რომ საქართველომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს და ასე დაეხმაროს უკრაინას ომში გაიმარჯვოს, ასევე, საქართველომ რუსეთი უნდა აიძულოს, ჯარი გაიყვანოს უკრაინიდან. სიუჟეტში საქართველოში აშშ-ის ყოფილი...
ტაკერ კარლსონი
ამერიკელი ჟურნალისტი, Fox News-ის ყოფილი წამყვანი, ტაკერ კარლსონი პირველი დასავლელი ჟურნალისტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვა. პუტინთან ორსაათიანი საუბარი კარლსონის ვებსაიტზე და სოციალურ ქსელებში 8 თებერვალს გამოქვეყნდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ კარლსონს ჰქონდა პატივი ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ჩაეწერა კრემლისადმი ლოიალობის გამო. პესკოვის თანახმად, სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით,...
როგორ-რეგულირდება-ევთანაზია-ევროკავშირის-წევრ-ქვეყნებში
19 იანვარს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ ევთანაზიაზე ისაუბრა. დეკანოზი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში სადაც ევთანაზია დაკანონებულია, ავადმყოფი გაიგივებულია სიკვდილთან.  გიორგი რაზმაძის საუბრიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევთანაზია ავადმყოფ ადამიანზე ზრუნვის ალტერნატივაა და თუ ვინმეს ავადმყოფზე ზრუნვა არ სურს, მისი “დაძინება” შეუძლია. დეკანოზის თქმით, მომავალში ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად მოსთხოვს...
რა-ვიცით-სტალინის-გამოსახულების-მქონე-მონეტაზე
27 იანვარს ფეისბუკ-ჯგუფში არცერთი ნათქვამი სიტყვა “ამერიკული საიუბილეო ხუთდოლარიანი მონეტის” ფოტო გავრცელდა, რომელზედაც იოსებ სტალინია გამოსახული.  პოსტის ავტორის თანახმად, სტალინს მტრები იმ ეპოქაშიც კი აფასებდნენ, როცა მათ ერთად უწევდათ მოღვაწეობა, ჩვენ დროში კი, საბჭოთა ლიდერს აგინებენ და ლანძღავენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვა პოსტში აღნიშნულია, რომ საიუბილეო მონეტა  სტალინის გამოსახულებით ისლანდიელებმა გამოუშვეს, ზოგიერთი პოსტში კი გვხვდება...
წამყვანის-დეზინფორმაცია-ევროკავშირში-პოლონეთის-და-ავსტრალიის-პროდუქციის-ექსპორტზე
13 დეკემბერს ნიკოლოზ მჟავანაძემ ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” განაცხადა, რომ პოლონელები აქციებს აწყობენ იმის გამო, რომ შეწყდა მათი პროდუქციის გატანა ევროკავშირში. ასევე, წამყვანის მტკიცებით, ავსტრალიელი ფერმერები დიდი რაოდენობით რძეს უბრალოდ ღვრიან, რადგან კვოტირების გამო, მათ ეს პროდუქტი ევროპაში ვერ შეაქვთ.  ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება:  პოლონური ნაწარმის ექსპორტი ევროკავშირში...
დეზინფორმაცია,-თითქოს-ამერიკული-ორგანიზაცია-GSMSG-უკრაინელი-სამხედროების-ორგანოებით-ვაჭრობს
5 დეკემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის თანახმად, დაჭრილი უკრაინელი სამხედროები გერმანიაში არსებულ აშშ-ის რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით მიჰყავთ, თუმცა შემდეგ მათი ორგანოები მსოფლიო შავ ბაზარზე იყიდება. ამის არგუმენტად ედუარდ ჯიშკარიანი აქვეყნებს ერთ-ერთი აფრიკული მედიის სქრინშოთს, რომელშიც პირი, რომელიც თავს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციის (Global...
ტაო-კლარჯეთი
13 დეკემბერს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” წამყვანმა  განაცხადა, რომ 1918 წელს  “ერთა ლიგისაკენ” სწრაფვამ საქართველოს სავალალო შედეგები მოუტანა და ევროპამ დაგვაკარგვინა ლორე, რადგან ინგლისმა მხარი სომხეთს დაუჭირა და ეს რეგიონი მათ გადასცა. მჟავანაძის მტკიცებით, სწორედ დასავლეთმა დაგვაკარგვინა ტაო-კლარჯეთიც, როდესაც თურქეთი ნატოს შემადგენლობაში მიიღეს, იმ მიზნით, რომ ის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ...
გადაამისამართა-თუ-არა-აშშ-მა-უკრაინისთვის-განკუთვნილი-დახმარება-ისრაელში
 7 ოქტომბერს კრემლისტური მედია სეზონი TV-ის ფეისბუქ-გვერდზე, ასევე, კრემლისტურ ალტ-ნიუსსა და Telekompania Akhali-ს გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ისრაელისთვის 8 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება დაამტკიცა. გარდა ამისა, “სეზონი TV” ამტკიცებს, რომ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის დაგეგმვისადმი მიძღვნილ საგანგებო სესიაზე სენატმა ხმების 83%-ით მიიღო გადაწყვეტილება, გადაამისამართოს უკრაინის დახმარება – 30 Abrams ტანკი, 10 F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი და...
დასტურდება-თუ-არა-გერმანული-სატანკო-ეკიპაჟების-რუსეთ-უკრაინის-ომში-მონაწილეობა
25 სექტემბერს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და მოწვეულმა სტუმარმა, წარსულში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ტრისტან წითელაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრეს.  ტრისტან წითელაშვილის მტკიცებით, რუსეთის არმიას “ლეოპარდის” ტანკი ჩაუვარდა ხელში, რომლის ეკიპაჟიც გერმანელი ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული. “გერმანიის ჯარისკაცები, თან ოფიციალური და არა ის დაქირავებული, ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები.” – აცხადებს...
რა-მანიპულაციური-მტკიცებები-ვრცელდება-ევროკავშირის-წევრ-ქვეყნებზე-სეზონი-TV-ის-ეთერშ
6 სექტემბერს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და მოწვეულმა სტუმარმა, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა ევროკავშირის შესახებ ისაუბრეს. მათი მტკიცებით, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობა შემცირდა და პრაქტიკულად მესამედიღაა დარჩენილი, ბულგარეთსა და რუმინეთში საწარმოები გაჩერებულია, აღარ გამოდის ბულგარული კონსერვები და ევროკავშირმა აიძულა ბულგარეთი, უარი ეთქვა ღვინის წარმოებაზე,...
ალენ-დალესი-კონსტირაციის-თეორია
წლებია ქართულ პრორუსულ მედიაში, ასევე რუსულ მედიასა და ფეისბუკზე ვრცელდება სხვადასხვა კონსპირაცია დალესის გეგმაზე. კონსპირაციის თანახმად, ცივი ომის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა უფროსმა ალენ დალესმა საბჭოთა საზოგადოების მორალური ფასეულობების განადგურების მიზნით სპეციალური გეგმა შეიმუშავა. ამ თემაზე “მითების დეტექტორმა” სხვადასხვა დროს რამდენიმე მასალა მოამზადა. ალენ დალესის 10 პუნქტიანი გეგმა საბჭოთა კავშირის განათლებისა და აღზრდის...
უკრაინელი-ბავშვებით-არალეგალურ-ვაჭრობაზე-მორიგი-დეზინფორმაცია-ვრცელდება
31 ივლისსა და 2 აგვისტოს ფეისბუკის ქართულ, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს ბელარუსის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიის Беларусь 1-ის 23 ივლისს გასული სიუჟეტი, სადაც უკრაინელი ბავშვებითა და მათი ორგანოებით არალეგალურ ვაჭრობაზეა საუბარი. სიუჟეტის ნაწყვეტი Беларусь 1-ის ფეისბუკ-გვერდზეა ხელმისაწვდომი, სრული ვერსია კი АТН: Новости Беларуси и мира-ზე. სიუჟეტის დასაწყისში წამყვანი ამბობს, რომ უკვე არა ერთეული ბავშვები, არამედ...
მიუთითებს-თუ-არა-ხეების-შიგნიდან-წვის-პროცესი-ხანძრის-ხელოვნურად-გაჩენაზე
27-31 ივლისს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) საბერძნეთში ტყის ხანძრის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოზე ხეების წვის პროცესია აღბეჭდილი და ჩანს თუ როგორ იწვის ხის ღეროს შიდა მხარე ქერქზე სწრაფად, რაც ვიზუალურად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხეს ცეცხლი შიგნიდან უკიდია. თანდართულ აღწერაში კი პოსტების ავტორები ამტკიცებენ, რომ ბუნებრივად გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში ხეები შიგნიდან არ დაიწვებოდა და  ეს არ ჰგავს...
“აი-უცნობი”-უკრაინაში-ორგანოებით-ვაჭრობაზე-კრემლის-კონსპირაციის-თეორიას-იმეორებს
16 ივლისს  გია გაჩეჩილაძის ფეისბუქ გვერდზე “აი უცნობი • i ucnobi” გამოქვეყნებული სიუჟეტის მიხედვით, უკრაინაში საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უკრაინაში ორგანოების გაყიდვა გამარტივდა და საზღვარგარეთ ორგანოებით ვაჭრობისთვის “გზა ხსნილია”, რისთვისაც სპეციალური ბაზაც იქმნება. სიუჟეტის მიხედვით, 2021 წელის 16 დეკემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა კანონი ნომრით 5831, რის შედეგადაც უკრაინელებს, მათ შორის ბავშვებს, შეუძლიათ ნოტარიული დამოწმების გარეშე...
მითები-რელიგიაზე
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამიერიდან უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, მაცხოვრის შობის თარიღს 25 დეკემბერს აღნიშნავს, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების ტრადიციას უკავშირდება და მას მართლმადიდებლური მოძღვრებისთვის კატეგორიულად მიუღებელ ფაქტად მიიჩნევენ. აღნიშნულ თემას შეეხო “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძეც,...
დეზინფორმაცია
12 ივნისს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” გაუშვეს სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს რომ 13 აპრილს უკრაინის მთავრობამ ამერიკულ არასამთავრობო ფონდთან “The Arcus Foundation” თანამშრომლობით ხელი მოაწერა მემორანდუმს სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში ლგბტ სწავლების მეთოდების დანერგვის შესახებ. სიუჟეტში ნაჩვენებია დოკუმენტიც, რომელიც, სიუჟეტის მიხედვით, მხარეებს შორის გაფორმდა. როგორც სიუჟეტშია ნახსენები, ფონდი არკუსი მზად...
კონსპირაცია
აპრილის ბოლოს კანადაში ტყის ხანძრები გააქტიურდა. ივნისის დასაწყისში რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის კვებეკში გაჩენილმა ძლიერმა ხანძრებმა კი აშშ-ის რამდენიმე ქალაქის, განსაკუთრებით კი ნიუ-იორკის ინტენსიური დაკვამლიანება გამოიწვია. ამის ფონზე ქართულ და რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები აქვეყნებენ პოსტებს, რომელთა ძირითადი გზავნილებია: ხანძრები განზრახ გააჩინეს, რადგან მოსახლეობამ სოფლები დატოვოს და 15-წუთიან ქალაქებში დასახლდნენ; ვიდეო ადასტურებს, როგორ უშვებს თვითმფრინავი ტყეში ცეცხლის ნაკადს (1, 2, 3, 4);...
ლორთქიფანიძის-დეზინფორმაცია-ფოსფოროვანი-სასუქის-ექსპორტსა-და-უკრაინაში-რუსეთის-საელჩოს-ფუნქციონირებაზე
29 მაისს “სეზონი TV-ის” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებისა და რუსეთის საექსპორტო პროდუქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლორთქიფანიძის მტკიცებით, რუსეთის საელჩო უკრაინაში შეზღუდული კონტიგენტით მუშაობს და ასე რომ არ იყოს, უკრაინაზე გაზპრომის გაზსადენი ვერ გაივლიდა. ასევე, პრიმაკოვის ცენტრის დირექტორის მიხედვით, არსებობს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქცია, რომლის...
მტკიცებულებების-გარეშე
2023 წლის 23 მაისს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინის სამედიცინო სამსახური ფარულად ახდენს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ცხედრებიდან ორგანოების ტრანსპლანტაციას. გამოცემა ანონიმურ წყაროს ციტირებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ხერსონის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალს შორის ე.წ. “კატასტროფების მედიცინის” დეპარტამენტის წევრებსაც ვხვდებით, რომლებიც ორგანოებით ვაჭრობაში არიან ჩართულნი. წყარო ამტკიცებს, რომ “ქირურგიული პროცედურების...
მანიპულაცია-კაციჭამიაებზე-და-ბერძენიშვილზე
13 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია დვალიძემ საკუთარი 2019 წლის პოსტი გააზიარა, რომელიც კანიბალიზმს ეხებოდა. პოსტის მიხედვით, პროფესორმა მაგნუს სოდერლუნდმა და მისმა კოლეგებმა სტოკჰოლმის გასტრონომიული სამიტის ფარგლებში გამართულ კვების ბაზრობაზე დედამიწაზე ეკოლოგიური კატასტროფის შეჩერების გზად კანიბალიზმი წარმოადგინეს. დვალიძე პოსტში წერს, რომ აღნიშნული ამბავი ლევან ბერძენიშვილის თემის გაგრძელებაა და ბერძენიშვილი ადამიანის ხორცის ჭამაზე თავის ლექციებში 2020 წლიდან...
დეზინფორმაცია
კრემლის მედია უკვე წლებია ამტკიცებს, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ. 24 თებერვალს ამ თემაზე რუსულ პროპაგანისტულ მედიას – Известия წარსულში სამხედრო ღალატისთვის მსჯავრდებული ტრისტან წითელაშვილი ესაუბრა.  მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში პენტაგონიდან გამოგზავნილი სამხედროები მუშაობენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. იგი აღნიშნავს, რომ  ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის და საჭიროა, რომ რუსულ-ქართული მონიტორინგის ჯგუფი...
ვიდეომანიპულაცია
20 აპრილს ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” წამყვანმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებთან შიშველი კაცები შეჰყავთ. გადაცემაში ვიდეოც აჩვენეს, რომელშიც ჩანს, რომ ოთხი შიშველი მამაკაცი 5 სკოლის მოსწავლესთან შედის, ოთახში ორი უფროსი ადამიანიც არის, რომლებიც ბავშვებს ამ მამაკაცების გენიტალიებთან დაკავშირებულ კითხვებს უსვამენ. ნიკოლოზ მჟავანაძე: მინდა წარმოგიდგინოთ, რაღაცა ამაზრზენი და საშინელი სიუჟეტი,...
დეზინფორმაცია
4 აპრილს TV სეზონის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” (1,2) ისტორიკოსმა დიტო ჩუბინიძემ ვიოლა ფონ კრამონის შესახებ ისაუბრა. ჩუბინიძის მტკიცებით, ევროპარლამენტარის ქალიშვილობის გვარი გერინგია და ის ლუფტვაფეს რაიხსმარშლის ჰერმან გერინგის გენეტიკული და სულიერი შთამომავალია. გადაცემის სტუმარი ასევე ამტკიცებს, რომ ფონ კრამონის საქართველოში ვიზიტის მიზანი საქართველოში იმის განხორციელებაა, რასაც გერინგი, გებელსი, ჰიმლერი, ბორმანი და სხვები მეოცე...
მანიპულაცია
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნების საფუძველზე გაუქმდა. კიევ-პეჩერის ბერებსა და მღვდლებს ლავრის ყველა ნაგებობის გათავისუფლების ვადა 29 მარტამდე მიეცათ.  აღნიშნული პროცესის პარალელურად, 26-29 მარტის პერიოდში სოციალურ ქსელში კიევ-პეჩერის ლავრის შესახებ სხვადასხვა მანიპულაციური მტკიცება ვრცელდებოდა:...
დეზინფორმაცია
20 მარტს ფეისბუქ-ანგარიშებმა ირაკლი ირემაძე და დაათ ცაბაძე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ფოტო და ციტატა გამოაქვეყნეს. მათი მტკიცებით, ბაიდენმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, რუსეთის პრეზიდენტ გორბაჩოვთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.  იდენტური ციტატა ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” წამყვანმაც წაიკითხა, მან აღნიშნა, რომ ეს იუმორისტული პასაჟი რეალობისგან შორს არ არის. მჟავანაძის ვიდეო taonews.ge-ზეც გამოქვეყნდა....
კონსპირაცია
8 თებერვალს რადიო “იმედის” გადაცემაში “მოროშკინას პოდკასტი” წამყვანმა ლალი მოროშკინამ მოწვეულ სტუმართან ერთად თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე ისაუბრა. მოროშკინას თქმით, მიწისძვრაში ამერიკის ხელია გარეული, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მიწისძვრის მომყოლი ბიძგების სიმძლავრე პირვანდელ ბიძგებს აღემატებოდა. მოროშკინამ ასევე გაიხსენა ისიც, რომ 3 თებერვალს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამერიკის ელჩი თურქეთში დესტაბილიზაციის შექმნაში დაადანაშაულა, ამის შემდეგ კი...
დეზინფორმაცია
25 იანვარს სეზონი TV-ს გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” მწერალმა მერაბ რატიშვილმა უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ ისაუბრა (1,2). რატიშვილის მტკიცებით, თუ გერმანია უკრაინაში საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს გაგზავნის, მიუხედავად იმისა, რა ფუნქცია ექნებათ მათ, რუსეთს უფლება ექნება ბერლინი დაბომბოს, რადგან ის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა. საბჭოთა კავშირს კი, რატიშვილის თქმით, ამის უფლებას ომის შემდეგ დადებული კაპიტულაციის ხელშეკრულებები...
სინამდვილეშიცოვერ---Copy
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტმა ფეისბუკ გვერდი “სინამდვილეში” 2021 წლის 9 ივნისს შექმნა. როგორც გვერდზეა მითითებული, პლათფორმა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მხილებას ისახავს მიზნად და მისი სლოგანია “ენდე ფაქტებს და არა აღქმებს”. 15 იანვრის მონაცემებით, გვერდს 5 ადმინისტრატორი მართავს და 6 700 გამომწერი ჰყავს.  შექმნის დღიდან, 15 იანვრის ჩათვლით, ფეისბუკ გვერდმა 35...
მანიპულაცია
2022 წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ МП) ტაძრებში ჩხრეკის ჩატარება დაიწყო. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ნოემბერში კონტრდაზვერვითი სამუშაოები 350 ეკლესიაში ჩატარდა და 850 ადამიანი შემოწმდა. უწყების თანახმად, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა ომის პერიოდში სასულიერო პირის მიერ რუსული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევა, ასევე  პროპაგანდისტული ლიტერატურა და რუსულ...
დეზინფორმაცია-ორგანოები
1 დეკემბერს ТV სეზონის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვისას გადაცემის წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ ომის ფონზე უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობის “ბიზნესი ამოქმედდა” და დაშავებული ადამიანების ორგანოების გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. მჟავანაძემ ასევე თქვა, რომ ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით “სერიოზული ბრალდებები იყო” მიხეილ სააკაშვილის ოჯახის და კონკრეტულად სანდრა რულოვსის მიმართ. ბოლო...
ვიდეომანიპულაცია
9 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა დავით ლორიამ ამერიკის შეერთებული შტატების 2022 წლის შუალედური არჩევნების ამსახველი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ვხედავთ პირბადიან კაცს, რომელიც რამდენიმე ფურცელზე აღნიშვნებს მიყოლებით აკეთებს. თანდართული აღწერის მიხედვით, ვიდეო ფილადელფიაშია გადაღებული, ხოლო პირი საარჩევნო უბნის თანამშრომელია და ის არჩევნების შედეგებს აყალბებს. Აღნიშნული ვიდეო ტელეკომპანია “სეზონის” ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა და სხვა ფეისბუქ ქართულენოვანმა მომხმარებლებმაც (1,2)...
დეზინფორმაცია
18 ოქტომბერს ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, სტუმრებთან ტრისტან წითელაშვილთან და ვაჟა ოთარაშვილთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომი განიხილა. წითელაშვილის თქმით, უკრაინულმა მხარემ სექტემბრიდან კონტრშეტევა ორი, ხარკივისა და ხერსონის მიმართულებით დაიწყო. მისივე თქმით, ხარკივის მიმართულებით კონტრშეტევა წარუმატებელი იყო, ხოლო ხერსონის მხარეს რუსეთმა გარკვეული ტერიტორიები “დათმო”, ძალები გადააჯგუფა და თავდაცვითი ზღუდეები შექმნა....
ბაიდენი
29 სექტემბერს ტელეკომპანია “სეზონი TV-ის” გადაცემის “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თქვა, რომ ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ააფეთქა. ამ მტკიცების არგუმენტად მჟავანაძე ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა რუსეთ-უკრინის ომის დაწყებამდე განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ის ჩრდილოეთის ნაკადს ააფეთქებდა. ნიკოლოზ მჟავანაძე, ადვოკატი: ჩრდილოეთი ნაკადი 1,2 ააფეთქა ამერიკამ. ბაიდენი, სანამ აფეთქდებოდა, ამბობდა,...
სპირიდინონი
14 სექტემბერს ტელეკომპანია “სეზონი TV-ის” გადაცემის “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” ეთერში სტუმრად ყოფნისას დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა ტატუების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “მართლმადიდებლობის, ზოგადად რელიგიისა და ბიბლიის მიხედვით,” ტატუს გაკეთება ღვთის გმობას უდრის. დეკანოზი ძველი აღთქმის ლევიტელთა წიგნს, იოანე ღვთისმეტყველის “აპოკალიფსსა” და ახალ აღთქმას ეყრდნობა.  სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: “მართლმადიდებლურ ეკლესიას ცალსახა მოსაზრება აქვს ტატუებზე, მათი გაკეთება...
კონსპირაცია
უკანასკნელ პერიოდში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, მათგან ყველაზე მასშტაბური კი ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი აღმოჩნდა, რომლის ჩაქრობასაც 19 აგვისტოდან ცდილობენ. ხანძრებთან დაკავშირებით ვრცელდებოდა სპეკულაციებიც, მაგალითად, სახელისუფლებო და “კონსერვატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა აქტორებმა ორი ძირითადი ნარატივი განავითარეს: ხანძრების გაჩენაში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ფული გადაიხადა რადგან დასავლეთმა ომში ვერ ჩაგვრთო, ქვეყანა ცეცხლში გახვიეს გარდა ამისა,...
დეზინფორმაცია
5 აგვისტოს, პრორუსული პროპაგანდისტული ტელევიზია ალტ-ინფოს გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა,” პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ ამერიკელი და ევროპელი ტურისტები საქართველოში ფულს არ ხარჯავენ და შემოსავალი რუსი და სხვა პოსტ-საბჭოთა ტურისტებისგან შემოდის.  გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „არ ჩამოდის ეს ამერიკელი საქართველოში, ან თუ ჩამოდიან ავტოსტოპით დადიან, პირიქით უფასოდ დადიან რაღაცა გაუბედურებული, ძირითადად ეგეთი,...
დეზინფორმაცია
12 ივლისს ტელეკომპანია სეზონის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კომპანია “ბორჯომის” შესახებ ისაუბრა. ლორთქიფანიძის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძემ 2015-16 წლებში “ბორჯომის” აქციების 56% რუსულ “ალფა ჯგუფს” მიჰყიდა, ხოლო “ალფა ჯგუფმა” კუთვნილი აქციები “საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.”  დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება “ბორჯომის” შესახებ დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებებს შეიცავს: 1. მტკიცება,...
ისკრედიტაციის-კამპანია-ეს
2022 წლის 20 ივნისს, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით, “გავრილოვის ღამის” სამი წლის თავზე, მრავალათასიანი აქცია, სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” გაიმართა. აქციის მიზანს ევროკავშირისთვის „დასავლური ღირებულებებისადმი“ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება წარმოადგენდა.  სოციალურ ქსელში აქციის დისკრედიტაციის კამპანია 20 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და მასში როგორც პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური ფეისბუკ-გვერდები, ფეისბუკ-ჯგუფები და მედია, ასევე ანტილიბერალური, კრემლისტური გვერდები და...
ვიდეომანიპულაცია
2021 წლის 5 დეკემბერს ფეისბუკ-პროფილმა Vyacheslav Soldatov გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, აღწერით: “მხიარული იქნება, ეს რომ ახდეს”. ვიდეოში საუბარია ცნობილ ანიმაციურ სერიალ სიმპსონებზე, კერძოდ კი ანიმაციის მიერ ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებზე, რომლებიც წლების შემდეგ რეალობაშიც ხდება. ვიდეოს პირველ ნაწილში აღწერილია რამდენიმე ასეთი მოვლენა, მათ შორის 1. 9/11-ის ტერაქტი; 2. სირიის სამოქალაქო ომი; 3. ნოტრ-დამის ხანძარი; 4. პრეზიდენტ დონალდ...
დეზინფორმაცია
1 მაისს ტელეკომპანია სეზონის ფეისბუქ-გვერდზე გადაცემა “დღის შეჯამების” ფრაგმენტი გამოქვეყნდა, გადაცემის წამყვანმა და “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველივე ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა და პუტინს აჭარაში შესვლის ნებართვა სთხოვა. პოსტში აღნიშნულია, რომ თურქეთი საქართველოს დასაპყრობად თავის შანსს საუკუნეებია ელოდება. მსგავს ინფორმაციას ჯერ კიდევ 2010 წელს ინგლისურენოვანი სომხური...
კონსპირაცია
25 მარტს ფეისბუკ გვერდმა Davit Tordia – დავით თორდია სერიალის “ხალხის მსახური” ფრაგმენტი გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის თანახმად, სერიალი მასონების მიერ არის გადაღებული და მასში ნაჩვენებია, თუ როგორი დანაწევრებული წარმოუდგენიათ მათ მომავალი უკრაინა. თორდიას მიერ გამოქვეყნებულ სერიალის ფრაგმენტში პრემიერ-მინისტრი იური ჩუიკო პრეზიდენტ გოლობოროდკოს 28 სახელმწიფოდ დაშლილ უკრაინას აჩვენებს, შემდეგ კი ისინი ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას მართავენ....
მანიპულაცია
2022 წლის 18 იანვარს Facebook გვერდზე ტელეკომპანია სეზონი • TV Sezoni ბესო ჩუბინიძის საავტორო გადაცემა “სტალინი” გავიდა. გადაცემა იოსებ ჯუღაშვილის პიროვნების პოზიტიურ წარმოჩენასთან ერთად გარკვეულ ფაქტობრივ მონაცემებსაც შეიცავდა. ავტორის მტკიცებით, სტალინს არასდროს უთქვამს, რომ ის რუსია. ამასთანავე, ბესო ჩუბინიძემ განაცხადა, რომ სტალინმა სამცხე-ჯავახეთიდან პროთურქულად განწყობილი თურქები, აზერბაიჯანელები, ქურთები და ლეკები გადაასახლა, ხოლო ქვეყანას დაუბრუნა ეროვნული...
მტკიცებულებების-გარეშე
26 იანვარს “მთავარი არხის” ფეისბუკ გვერდებზე “მთავარი არხი • Mtavari Arkhi”, შენი დილა • Sheni Dila გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ილონ მასკმა Tesla Phone წარმოადგინა, რომლის გაყიდვებიც 2022 წლის ბოლოს დაიწყება. პოსტის თანახმად, სმარტფონს აქვს რამდენიმე უნიკალური ფუნქცია, მათ შორის ტელეფონის უკანა მხარეს განთავსებულია მზის პანელი, რომელიც საშუალებას იძლევა მოწყობილობა მზის ქვეშ 30 წუთში 20%-თ...
სატირა (1)
7, 8 და 9 იანვარს იანვარს ქართულ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის რესტორატორთა კავშირმა ხინკალი რუსული სამზარეულოს განუყოფელ კერძად გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსები ამტკიცებდნენ, რომ ხინკალს XV საუკუნიდან ჭამენ და ის ქართველებმა მიითვისეს. ცნობა შემდეგმა მედია პლატფორმებმა და ფეისბუკ გვერდეგმა გაავრცელეს: Tv Pirveli (ამ დროისთვის წაშლილია),აფხაზური ამბები • Аҧсуа ажәабжьқәa, Your Page ∆. ცნობის...
Untitled-2
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების და დაპატიმრების შემდეგ მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში კოორდინირებულად დეზინფორმაციის გავრცელებისა და დისკრედიტაციის რამდენიმე კამპანია გამოიკვეთა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსა და მის მომდევნო დღეს, 30-31 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის სახელით არაერთი გაყალბებული ციტატა გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილის ცრუ მხარდამჭერები ყალბი ფეისბუკ ანგარიშებით ტელეკომპანია “მთავარისა” და “TV პირველის” ლოგოების გამოსახულებით სქრინებს...
ყალბი-რეალური_18
14 ოქტომბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის პარალელურად ფეისბუქ გვერდმა “ლიდერი 41” გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სარიტუალო მანქანაზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოა დატანილი. ფოტო და ფოტოს აღწერა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფოტო მიხეილ სააკაშვილის პანაშვიდს ასახავს. ფეისბუქ გვერდმა სეზონი ტვ 14 ოქტომბერს იდენტური ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა “ფოტო საპროტესტო კოლონიდან.” 15 ოქტომბერს “რეზონანსის”...
დეზინფორმაცია_30
2021 წლის 4 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Dare Aleksandria გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც 2010 წელსაა ჩაწერილი. პოსტის აღწერის მიხედვით, ალექს ჯონსი ადამიანებს კორონავირუსის პანდემიის შესახებ აფრთხილებს. ვიდეოში ამერიკელი წამყვანი ჯესი ვენტურა ცნობილ ამერიკელ კონსპიროლოგს ალექს ჯონსს და ექიმ რიმა ლაიბოუს ბილდერბერგების კლუბისა და მსოფლიო მოსახლეობის შემცირებაზე ესაუბრება. ალექს ჯონსი ამტკიცებს, რომ ბილდერბერგების კლუბს დეპოპულაციის გეგმა აქვს, რომელსაც მთელ...
dezinphormatsia_12
25 თებერვალს გამოცემა “ვერსიამ” გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “გერმანიაში სამუშაოდ წასულ ქართველებს ხელფასი საქართველოში დაერიცხებათ და საშემოსავლოც ჩამოეჭრებათ”. ინტერვიუში საქართველოს ემიგრანთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ესპანეთში მცხოვრები ლევან სიმონიშვილი გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დროებითი დასაქმების პროგრამაზე საუბრობს და ამბობს, რომ სამუშაოდ წასულებს საკვებისა და საცხოვრებლის თანხა ხელფასიდან ჩამოეჭრებათ, დანარჩენი თანხა კი საქართველოში გადმოირიცხება, გატარდება ფინანსთა სამინისტროში, დაიბეგრება და საშემოსავლო...
Videomanipulacia
1 თებერვალს ფეისბუქ-პროფილმა Elen Elen-მა ჯგუფში კორონა მაფია გიორგი მჭედლიშვილის მიერ 2020 წლის 24 დეკემბერს ატვირთული ვიდეო გააზიარა. ვიდეო სხვადასხვა ადამიანის ვაქცინაციის პროცესის კადრების კოლაჟს ასახავს, ერთ-ერთ ფრაგმენტში კი ჩანს, რომ ინექციის შეყვანის შემდეგ ექთანს ხელში შპრიცი უჭირავს, ნემსი კი არ ჩანს. გარდა ამისა, ვიდეოში არის ერთი მონაკვეთი, რომელშიც მამაკაცი აჩვენებს შპრიცს, რომელსაც შიგნით მილი...
dfas
AFP.com-ის მასალის მიხედვით Facebook-ზე ვირისულად გავრცელდა ფოტო, რომელზეც თითქოს COVID-19-სგან დაღუპული იტალიელი ექიმები არიან გამოსახული. ის პირველად 24 მარტს ფეისბუქ გვერდზე “rhemz TV” გამოქვეყნდა, წარწერით “იტალიაში 200-მდე ექიმი და ექთანი გარდაიცვალა.. ღმერთმა დაიფაროს მსოფლიო ვირუსისგან. ვილოცოთ იტალიისთვის”. სინამდვილეში ეს ფოტო ცნობილი ამერიკული სერიალის “გრეის ანატომიის” გადასაღები მოედნიდანაა. ეს კადრი სერიალის მე-3 სეზონის მე-14 ეპიზოდშია. თუ...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist