ნეგატიური კომენტარები
16 იანვარს ფეისბუქ-ანგარიშმა “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში მიღებული ახალი კანონის თანახმად, ონლაინ მედიას პოლიტიკოსების შესახებ ნეგატიური კომენტარების წაშლის ვალდებულება ეკისრება. პოსტში წერია, რომ თუ ონლაინ მედია სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების შესახებ არასასურველ კომენტარებს 3 დღის ვადაში არ წაშლის, დაჯარიმდება.   ნეგატიური კომენტარების წაშლაზე კანონის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება. კანონი, რომელიც 2022-დან მოქმედებს, ონლაინ მედიას...
ალ-ქაიდა
2024 წლის 14 დეკემბერს Facebook გვერდმა საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც უცნობი პირი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სირიის ახალი დროშით დგას. ფოტოს თან ახლავს აღწერა, რომ თითქოს სირიის ახალი დროშა სეკულარიზმის ისლამიზმით ჩანაცვლების სიმბოლოა და რომ დროშა ტერორისტულ დაჯგუფებას ალ-კაიდას უკავშირდება. ფოტო ასევე გავრცელდა Facebook გვერდზე დედაქალაქი. მტკიცება რომ სირიის ახალი დროშა ალ-კაიდასთან და ისლამიზმთან...
მოჰამედ ალ-ბაშირი
11 დეკემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, რომელიც, ანგარიშის მტკიცებით, ასახავს, თუ როგორ გამოიყურებოდა სირიის გარდამავალი მთავრობის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი, მოჰამედ ალ-ბაშირი წარსულში და როგორ გამოიყურება ახლა. ატვირთული ფოტო ორ ნაწილადაა გაყოფილი – ერთ ნაწილში შეიარაღებული ტერორისტი ჩანს, მეორეში კი ნახსენები ალ-ბაშირი ფორმალურ ტანისამოსში. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ: “ამერიკული დემოკრატიის ღირსშესანიშნავი ექსპონატი”.   ფეისბუქ-ანგარიში ვიზუალურ მანიპულაციას ავრცელებს, რადგან...
ყალბი-რეალური
25 ოქტომბრიდან რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინა საქართველოში არჩევნებზე პროვოკაციის მოსაწყობად ხალხს აგზავნის. რუსული სამთავრობო მედია Tass წერდა, რომ ამ მისიით თბილისში უკვე იმყოფება 1997 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე,  “აზოვის” პოლკის ყოფილი მეომარი – ზაქრო ავალიანი.  28 ოქტომბერს კი ტელეგრამ-არხზე  – Мрия 2025 გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წინ მომიტინგეები პოლიციელების მიმართულებით გადაადგილდებიან,...
ვიდეომანიპულაცია
17 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდებმა ZNEOBA.GE (1,2) და publicist.ge და ფეისბუქ-ანგარიშებმა (1,2,3), მათ შორის საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება გაავრცელეს უკრაინაში, ქალაქ ჩერკასის წმინდა მიხეილის სახელობის ეკლესიაში დაპირისპირების ამსახველი ვიდეოები. პოსტების აღწერების მიხედვით, ტაძარში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდამჭერები შეიჭრნენ, დაარბიეს და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტაძრის ჩამორთმევა სცადეს. დაპირისპირების ამსახველი ვიდეო ესპანეთში რუსეთის საელჩოს ფეისბუქ ანგარიშმაც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ უკრაინაში ნეონაცისტებმა...
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
2 ოქტომბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინაში მობილიზაციის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” (ISW) სტატისტიკური მონაცემებია მოყვანილი. ვიდეოში რამდენიმე მონაცემს განიხილავენ, მათ შორის: მობილიზებულთა 83%-ზე მეტი უკრაინაში ომში დაიღუპა; 100-დან 83 მობილიზებული მებრძოლი დაიღუპა ან მასთან კონტაქტი შეუძლებელია; მობილიზებულთა სრული გაწვრთნისთვის 1-დან 2 თვემდეა საჭირო  და ა.შ. ვიდეოში გამოყენებულია ISW-ის მკვლევარ დანიელ...
უკრაინელი მუსიკოსი
27 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, აღნიშნულია, რომ კონცერტზე უკრაინელი მუსიკოსი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უცენზურო ლექსიკით მოიხსენიებს, მღვდლებს “მსუქან ფეესბეშნიკებს” ეძახის და მაყურებელს მათი დახოცვისკენ მოუწოდებს.  იგივე ინფორმაცია და ვიდეო რუსულენოვანმა, პროპაგანდისტულმა მედიებმა (1,2), მათ შორის Ren.tv-მ და მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმაც გააშუქეს. გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. უკრაინელმა ვოკალისტმა დმიტრი ოდნოროჟენკომ სცენიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა...
ვინ არის ელიზაბეთ ლეინი და როგორ გავრცელდა მისი ანტიდასავლური განცხადებები სოციალურ მედიაში
ქართული წარმოშობის ამერიკაში მცხოვრები მსახიობი და UNIFYD TV-ის წამყვანი ელიზაბეთ ლეინი 29 მაისს მიწვეული იყო “ერი მედიას” გადაცემაში “გონიერი სოსო მანჯავიძესთან ერთად”. ბოლო კვირების განმავლობაში კი სოციალურ მედიაში, როგორც ფეისბუკზე, ასევე ტიკტოკზე (1,2,3,4) აქტიურად ვრცელდებოდა ელიზაბეთ ლეინთან ინტერვიუს როგორც სრული ვერსია, ასევე გადაცემის ფრაგმენტები. ვიდეო ასევე გაავრცელა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ ხაჩიძემ.  გადაცემაში ელიზაბეთ ლეინმა...
ვიდეომანიპულაცია, თითქოს ბათუმში აქციაზე შეკრებილებმა წარმართული რიტუალი შეასრულეს_
24 მაისს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ვხედავთ, რომ შავებში ჩაცმულ ადამიანს მოქალაქეები ფერად საღებავებს ასხამენ. ვიდეოს თან აქვს დართული წარწერა: “აგონიაში მყოფმა ლიბერალურმა სექტამ წარმართული რიტუალი შეასრულა”.   ბათუმში მოწყობილ პერფორმანსთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება. კადრები “წარმართულ რიტუალს” არ ასახავს, აქციის მონაწილეებმა ფერადი საღებავები “შავბნელ წარსულს” შეასხეს, მათი თქმით, “მომავლის გასაფერადებლად”.  ვიდეო, რომელსაც ფეისბუქ-ანგარიში...
რა წერია ისრაელთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში რეალურად
2024 წლის 28 იანვარს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “საინფორმაციო ანალიტიკური გაერთიანება” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერია, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაავალდებულა ისრაელი, დაუყოვლებლივ შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა და პალესტინელების წინააღმდეგ სიძულვილის წაქეზება. ამასთანავე, ისრაელი ვალდებულია შეიტანოს ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, არ გაანადგუროს სამხილები გენოციდის შემსწავლელი კომისიისათვის და სასამართლოს ერთ თვეში აჩვენოს დაკისრებული ვალდებულებების შესრულების რეპორტი. პოსტის ავტორის მტკიცებით, იმ...
რას-წერს-გამოცემა-Haaretz-ჰამასის-დანაშაულების-დამადასტურებელ-სამხილებზე-რეალურად
13 იანვარს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “საინფორმაციო ანალიტიკური გაერთიანება” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამტკიცებს, რომ ისრაელის გამოცემა Haaretz-ის სტატიის მიხედვით, ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ იპოვეს ვერანაირი სამხილი და თვითმხილველები, რომლებიც დაადასტურებდნენ 7 ოქტომბერს “ჰამასის” მებრძოლების მიერ ტყვეების მასობრივ გაუპატიურებას. პოსტის ავტორის განცხადებით, არ დასტურდება არც ბავშვების დახოცვა და მათი ყელის გამოჭრა. გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად,...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist