რუსი პრანკერები
2025 წლის აპრილში რუსი პრანკერები – ვოვანი და ლექსუსი ცნობილი რუსი მოჭადრაკისა და ოპოზიციონერის, გარი კასპაროვის სახელით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ხელმძღვანელს უჩა ნანუაშვილს ესაუბრნენ. დამონტაჟებული და რუსულ ენაზე გახმოვანებული საუბრის ვიდეოჩანაწერი 23 აპრილს რუსეთის პირველ არხზე ვოვანისა და ლექსუსის საავტორო გადაცემაში “ვოვანისა და ლექსუსის შოუ” გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ...
17 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა
24 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა (1;2;3;4;5;6;7)  ინფორმაცია 17 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ. ფეისბუქ-პოსტების ავტორების ცნობით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა დამატებით 17 ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ: ავღანეთის; ბანგლადეშის; განის; ეთიოპიის; ერიტრეას; იემენის; კამერუნის; კოტ-დ’ივუარის; კონგოს; მაროკოს; ნიგერიის; პაკისტანის; სომალის; სირიის; სუდანის; ტანზანიისა და უგანდის.    გარდა ამისა, ფეისბუქ მომხმარებლები ამავე მტკიცებით საკუთარ ანგარიშებსა და ფეისბუქ-ჯგუფებში  ავრცელებენ (1;2)...
შარლი-ებდო
23-24 აპრილს ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2, 3, 4) ფრანგული სატირული ჟურნალის “შარლი ებდოს” გარეკანი გავრცელდა. კარიკატურაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია გამოსახული რომის პაპ ფრანცისკესთან ერთად ვატიკანის ბანკში.  სურათს წარწერა ერთვის: “მე ვარ, პაპი ფრანცისკე, გთხოვთ, ჩემი ფული სრულად გადარიცხოთ უკრაინაში”. გამოცემა 23 აპრილით თარიღდება და სერიული ნომერი: 1710 აქვს დატანილი. “შარლი ებდოს” სახელით გაყალბებული...
10G
20-24 აპრილს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩინეთში პირველად გაუშვეს 10G ინტერნეტი. სტატიებში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ახალი ქსელის ჩამოტვირთვის სიჩქარე აღწევს 9834 მეგაბიტს წამში, ხოლო ატვირთვისა – 1008 მეგაბიტს წამში, სტაბილური დაყოვნება კი მხოლოდ სამი მიკროწამია. აღნიშნული ინფორმაცია ასევე აქტიურად ვრცელდება ფეისბუქ ანგარიშებზეც. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში 10G ინტერნეტის შესახებ გავრცელებული დეტალები სწორია, ინფორმაცია მკითხველთა...
სამხედრო კომისარიატი
21-22 აპრილს ფეისბუქ-ანგარიშმა “მსოფლიო ამბები” გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, პოსტის ავტორის თანახმად, ვხედავთ თუ როგორ ემუქრება იარაღით უკრაინის სამხედრო კომისარიატის თანამშრომელი ბავშვთან ერთად მყოფ მოქალაქეს, რადგან მან ფრონტზე წასვლაზე განაცხადა უარი. ატვირთული ვიდეოს დასაწყისში ჩანს ქუჩაში/ეზოში მყოფი ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთს ბავშვი ახლავს თან, მეორეს კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს, რომელსაც იგი მალევე წევს ზემოთ და...
ბუჩუკურისა და მეზვრიშვილის ჩხუბი
22 აპრილს Facebook-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელსაც პარტია “საქართველოსთვის” წევრების, ანა ბუჩუკურისა და ნათია მეზვრიშვილის ფოტო აქვს დართული და, ავტორის მტკიცებით, მასში ბუჩუკურისა და მეზვრიშვილის ჩხუბის ხმა ისმის. იგივე ვიდეო გავრცელდა ფეისბუქ-ჯგუფში “ანტი-მაიდანი! ერის ხმა!”  სოციალურ ქსელში გავრცელებული აუდიო ბუჩუკურისა და მეზვრიშვილის ჩხუბის ამსახველი არ არის. სრული აუდიო, Live ვიდეოს ჩანაწერთან ერთად, Tik Tok-ზე არის გავრცელებული...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist