ტრამპი
12 მაისს ფეისბუქ-ანგარიშმა Teona Jikia გამოაქვეყნა თვითმფრინავში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ქალი კაც მგზავრს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ქუდის ტარების გამო ეჩხუბება. წითელი ფერის ქუდზე ინგლისურად წერია Make America Great Again (MAGA – გახადე ამერიკა კვლავ დიდებული), რაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიების სლოგანი იყო. ვიდეოში ქალი ამბობს, რომ MAGA-ს ქუდიანი კაცის გვერდით არ დაჯდება და...
სალომე ზურაბიშვილი
24-25 თებერვალს სოციალურ ქსელში, მათ შორის, ჯგუფში “ანტი-მაიდანი! ერის ხმა!” გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის ხელმძღვანელობით მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა (DOGE) აღმოაჩინა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის USAID-ის მიერ გადმორიცხული $41 მილიონი. ავტორები გავრცელებულ ინფორმაციას თან ურთავენ X-ზე ანგარიშ “Peacemaker-ის” პოსტს, რომლის თანახმადაც გადმორიცხული თანხა 2024 წლის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად.  USAID-ის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის გადმორიცხვაზე...
დასავლური მედიები
20 თებერვალს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემა “ევროკრატია” ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დასავლური მედიების დაფინანსებას შეეხებოდა. ჟურნალისტი დათა გვასალია სიუჟეტში “USAID-ის ბნელი მხარე” ამბობს, რომ სააგენტომ ისეთ მედიებს, როგორიცაა Politico, BBC, The New York Times და Associated Press მილიონობით დოლარი გადაუხადა. სიუჟეტში უკრაინული მედიის შესახებაცაა საუბარი და მასზე ნათქვამია, რომ 10-დან 9 მედიასაშუალებას უკრაინაში...
ფორტ ნოქსი
16 თებერვალს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ილონ მასკის აუდიტმა ფორტ ნოქსის ოქროს საცავში ყალბი ოქროს ზოდები აღმოაჩინა. პოსტს თან ახლავს ვოლფრამის გამოყენებით გაყალბებული ოქროს ზოდის ფოტო. ილონ მასკს ფორტ ნოქსის საცავში, აშშ-ის ოქროს რეზერვის აუდიტი არ ჩაუტარებია, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. მასკმა მიანიშნა, რომ რეზერვის შემოწმება სურდა,...
ილონ მასკი
6 თებერვალს ფეისბუქ–მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ილონ მასკი კრივის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამებს მხარდაჭერას შეწყვეტს, თუ ორგანიზაცია ალჟირელი მოკრივის იმანე ხალიფის მედალს და $25 მილიონიან ბონუსს არ გაუუქმებს. იგივე ინფორმაცია იანვარში რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა გაავრცელა. ცნობები, რომ ილონ მასკი იმანე ხალიფის მედლისა და ფულადი ბონუსის გაუქმებას მოითხოვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მასკის მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებში არ...
ილონ მასკი
28-29 იანვარს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის რადიო იმედმა, რუსთავი 2-მა, Newshub-მა, The Tbilisi Times-მა და საინფორმაციო სააგენტო INFO9 გაავრცელეს ილონ მასკის შემდეგი ციტატა: “ვფიქრობ, ირანი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის. მომავალში ალბათ ვესტუმრები ამ ქვეყანას”. ილონ მასკის ციტატა გაყალბებულია. ირანის შესახებ გავრცელებული განცხადება არც მასკის სოციალური მედიის გვერდებზე და არც სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.  გავრცელებული...
ტრამპის იანუგურაცია
20 იანვარს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის POSTV-ის ფეისბუკ გვერდმა POSTV – პოლიტიკა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ყოფნის ამსახველი ვიდეო გაავრცელა. პოსტის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ტრამპის ფიცის დადების ცერემონია ტელევიზორში ნახა. ვიდეოში კი, რომელიც პოსტს ერთვის, ჩანს როგორ ადევნებს თვალს სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ფიცის დადების ცერემონიას დარბაზში განთავსებული ეკრანიდან. იდენტური ვიდეო...
შალვა-რამიშვილი-ტრამპის,-ზელენსკისა-და-ილონ-მასკის-შესახებ-ნაწილობრივ-მცდარ-ინფორმაციას-ავრცელებს
19 დეკემბერს პროსახელისუფლებო POSTV-ის ეთერში გასულ გადაცემაში “სამნი & CO” არხის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი ამბობს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “პირდაპირ ეუბნება, ომი დაამთავრეო, თორემ დედას გიტირებო”. მისივე მტკიცებით, Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ტელეკომპანია იმედის ინტერვიუ გააზიარა.  შალვა რამიშვილი: “რატომ იძახის აბსოლუტურად ყველა – მიშა, გახარია, რომ 20-მდე უნდა მოვაყომაროთო?...
დისნეი
26 ნოემბერს საინფორმაციო გვერდის სალტეს გადაცემაში “პოლიტიკის საათი სოსო მანჯავისძესთან ერთად” სტუმარმა სოსო ზაალიშვილმა განაცხადა, რომ ილონ მასკის გადაწყვეტილებით “დისნეის” სტუდიის გვერდი დაიბლოკა, რადგან სტუდია 6 წლამდე ბავშვებისთვის ლგბტ პრაიდის ჩატარებას აპირებდა. 16 ნოემბერს ინფორმაცია, რომ მასკმა დისნეის X-ის ანგარიში პრაიდთან დაკავშირებული პოსტების გამო დაუბლოკა, რუსულ ენაზე საინფორმაციო პორტალმა Euromedia24.com-მაც გაავრცელა.  ინფორმაცია, თითქოს ილონ მასკმა...
შვედი აქტივისტები
14 ნოემბერს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “წიქარა კოლხი”, რომელიც ყალბი ინფორმაციის ხშირი გამავრცელებელია, ასევე სხვა ანგარიშმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც თითქოს გამოსახული არიან შვედი აქტივისტები. მასზე დატანილია პარლამენტარების ციტატა: “ჩამოვედით შვედეთიდან, რათა ქოციანობა დასრულდეს საქართველოში! მთავრობა გადაყირავდება.” ფოტოს გამავრცელებელი მასზე ასახულ პირებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის “დაქირავებულ ზონდერებს” უწოდებს და წერს: “იანვრამდე სახეს დაკარგავენ სრულიად! ჯერ დასაწყისია...
დეზინფორმაციაsss
1 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი მუშაობს ახალი ტიპის რობოტზე, რომელიც ორსულობის პერიოდის გავლასა და ბავშვის გაჩენას შეძლებს. ავტორის ცნობით, “მათ მხოლოდ სპერმა და კვერცხუჯრედი დასჭირდებათ, რობოტი კი განაყოფიერებას შეასრულებს და თავად ატარებს ბავშვს.” პოსტს თან ახლავს ორსული რობოტის ფოტო, ასევე, ფოტო, რომელშიც რობოტებს ხელში ბავშვი უჭირავთ.   ინფორმაცია,...
სქესის შეცვლის ოპერაცია
11 სექტემბერს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ მილიარდერმა ილონ მასკმაც კი ვერ დაიცვა თავისი შვილი და მან სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. მჟავანაძის თქმით, ამერიკაში სქესის შეცვლის სურვილის შემთხვევაში მშობელი ბავშვის საქმეში ვერ ჩაერევა. ნიკოლოზ მჟავანაძე: “ილონ მასკმა, მილიარდერმა კაცმა ვერ დაიცვა თავისი შვილი. მასკის შვილმა გადაწყვიტა რომ შეეცვალა სქესი და...
უსადენო ყურსასმენები
22 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებლებმა Giorgi Giorgi და მაია თვალთვაძემ, ასევე რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3), გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც  SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი უსადენო ყურსასმენების შესახებ საუბრობს, მას ყველაზე სახიფათო ტექნიკად ასახელებს და ამბობს, რომ ყურსასმენი ადამიანის ტვინიდან მომდინარე ტალღებს, აქტივობასა და ბიო სიგნალებს აკონტროლებს. ვიდეოში ილონ მასკი აღნიშნავს, რომ ხშირად ადამიანებს სოციალურ ქსელში...
აშშ-ში-ხმის-ელექტრონულად-მიცემაზე-ილონ-მასკის-განცხადება-მანიპულაციურად-გავრცელდა
17 ივნისს სოციალურ ქსელ Threads-ზე რუსულენოვანმა ანგარიშმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ამერიკელმა ბიზნესმენმა და X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის აპარატები შექმნილია ისე, რომ დაუშვას თაღლითობის შესაძლებლობა. ანგარიშის მტკიცებით, მასკი მოითხოვს, რომ აშშ-ში მთლიანად აიკრძალოს არჩევნებზე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება. პოსტს თან აქვს დართული სქრინშოტი, რომელიც ამ თემაზე ინგლისურენოვანი მედიის მიერ...
ვლადიმირ-პუტინზე-ილონ-მასკის-გაყალბებული-ციტატა-ვრცელდება
23-24 აპრილს რუსულ მედიაში (1, 2, 3, 4, 5, 6), ასევე ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშზე (1), სოციალურ ქსელ дзен.ру-ზე და რუსულენოვან ტელეგრამ-არხზე (1) SpaceX-ისა და Tesla -ს დამფუძნებლის ილონ მასკის ციტატა გავრცელდა, რომელშიც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აქებს, რუსეთს კი ძლიერი სახელმწიფოს საუკეთესო მაგალითად მიიჩნევს.  ზოგიერთი წყარო ციტატასთან ერთად ილონ მასკის ინტერვიუს ვიდეო-ფრაგმენტსაც აქვეყნებს, რომელიც...
როგორ-გამოიყენება-დასავლური-გამოცემების-ლოგოები-დეზინფორმაციის-გასავრცელებლად
სოციალურ მედიაში ინფორმაციის ნაკადის დიდი მოცულობის გამო, ხშირად ინტერნეტ მომხმარებელი ინფორმაციას მხოლოდ მედიის ცნობადობიდან გამომდინარე აზიარებს. ამ ფაქტორს მავნე აქტორები იყენებენ და დეზინფორმაციას სხვადასხვა დასავლური მედიის სახელით ავრცელებენ. ხშირად, აღნიშნული ხერხით დეზინფორმაციის გავრცელებაზე რუსული პროპაგანდა მუშაობს. დასავლური გამოცემების სახელით, ერთი მხრივ, გავრცელებული დეზინფორმაციის დამაჯერებლობა იზრდება, მეორე მხრივ კი, ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე, თავად ამ...
ვოთსაპ-ბოტის-გამოყენებით-ფულის-გამომუშავების-შესახებ-თაღლითური-სქემა-ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ვოთსაპის ახალ ბოტზე, რომელიც მის მომხმარებლებს მოკლე დროში დიდი ფინანსური სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს. 9 და 20 ნოემბერს ფეისბუქ გვერდების Наташа Данилова და Omnivore 53 გამოქვეყნებული რუსულენოვანი ვიდეოების მიხედვით, ბოტის გამოყენებით საფონდო ბირჟაზე ვაჭრობაა შესაძლებელი და მისი დადებითი მხარე ისაა, რომ პროგრამა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადამიანის ნაცვლად ითვლის რისკებს და შესაბამისად,...
От-имени-«SOCAR-Georgia-Gas»-и-Георгия-Габуния-распространяется-мошеннический-пост
19 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა Jorge Minaya “მთავარი არხის” დირექტორისა და ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ინტერვიუ სენსაციური სათაურით გაავრცელა: “რა დაემართა გიორგი გაბუნიას და არის თუ არა ეს მისი კარიერის დასარული?”  სტატიის გარეკანზე, რომელიც პოსტს თან ახლავს, ვკითხულობთ, რომ პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს გიორგი გაბუნიას შოკისმომგვრელი სიმართლის გამჟღავნება მოუწია. სიმართლე, რომელსაც გაბუნია ინტერვიუში ამჟღავნებს “სოკარ ჯორჯია გაზის”...
Mark Rademaker
  ულვია კარიმოვა ულვია დამოუკიდებელი ჟურნალისტია. ის ბაქოში ცხოვრობს და ჟურნალისტურ საქმიანობას ფსევდონიმით (ულვია შაჰინი) აწარმოებს. მაგისტრატურა ჯიპა-ში, მედიის მენეჯმენტისა და მულტიმედია ჟურნალისტიკის მიმართულებით დაასრულა. აქტიურად და წარმატებით იყო ჩართული მრავალ ქართულ პროექტში და თანამშრომლობდა აზერბაიჯანულ მედია გამოცემებთან. ულვიას აინტერესებს, ეთნიკური უმცირესობების, კერძოდ, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული თემის,  სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გაშუქება. საკონკურსო ნამუშევარი: The Role of...
კრემლის-მედიის-გავრცელებული-ვოლოდიმირ-ზელენსკის-გრაფიტი-არც-მიუნხენში-აღმოჩნდა
6 ოქტომბრიდან რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები kherson-news.ru, en.mriya.news,  news-kiev.ru, zp-news.ru და lnr-news.ru უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ილონ მასკის ახალ გრაფიტის ავრცელებენ. სტატიებში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ფოტო გადაღებულია მიუნხენში, გერმანიაში. გავრცელებულ გამოსახულებაზე ილონ მასკი ფიზიკურად ძალადობს უკრაინის პრეზიდენტზე. გრაფიტიზე შემდეგი წარწერაა:  „შეწყვიტე ფულის მოთხოვნა!“ მოცემული ფოტო ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზეც (1, 2) გავრცელდა. გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული....
ვიდეომანიპულაცია,-თითქოს-ჰილარი-კლინტონი-და-სხვა-ცნობილი-ადამიანები-რეპტილოიდები-არიანრრრ
25 სექტემბერს და 1 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Giorgi Giorgi-მ და Salome Shonia-მ გამოაქვეყნეს პოსტები, რომელშიც ამტკიცებენ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები რეპტილიები არიან. 1 ოქტომბერს Giorgi Giorgi-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოკოლაჟით იქმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს ენაზე ისეთივე ღრმული აქვს, როგორიც გველს. ავტორი პოსტის აღწერაში წერს: „რეპტილიები…“ ამავე კოლაჟს აქვეყნებს და ჰილარი კლინტონს „აღიარებულ...
სახელით-შექმნილი-თაღლითური-ფეისბუკ-გვერდები-მარკ-ცუკერბერგისა-და-ილონ-მასკის-ვიდეოფაბრიკაციებს-ავრცელებენ
21 სექტემბერს, ფეისბუკ-გვერდმა EU news  მარკ ცუკერბერგის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ადამიანებს დღეში 500 დოლარის გამომუშავებას სთავაზობს, ამისთვის კი მომხმარებლებს მხოლოდ ვებ-საიტზე რეგისტრაცია დასჭირდებათ. ვიდეოში ცუკერბერგი ოჯახთან ერთად მონაწილეობს და კადრებს მეტას ლოგო ადევს. 4 ოქტომბრის მდგომარეობით აღნიშნული ფეისბუქ გვერდი ხელმისაწვდომი აღარ არის. 10 სექტემბერს მსგავსი სახელწოდების კიდევ ერთმა ფეისბუკ-გვერდმა EU News ილონ მასკის ვიდეო...
გადაურჩა-თუ-არა-ჰავაის-სტიქიას-ბეზოსის,-მასკის-და-გეიტსის-სახლები
20 აგვისტოს ინსტაგრამ ანგარიშმა past.keeper ჰავაის ხანძრების ამსახველი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოს რუსულენოვანი წარწერა ერთვის, რომლის მიხედვითაც, ჰავაის ხანძრები სტიქიით არ იყო გამოწვეული და ის მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაუის ადგილობრივმა მოსახლეობამ მსოფლიო ელიტისთვის საკუთარი მიწის მიყიდვაზე უარი განაცხადა. ვიდეოს მიხედვით, ჯეფ ბეზოსის, ილონ მასკისა და ბილ გეიტსის უძრავი ქონება, რომელიც ამ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხანძარს უვნებლად...
ფოტომანიპულაცია
24 აპრილს რამდენიმე ფეიბუქ-ანგარიშმა (1, 2), მათ შორის შიინ ევროპისკენ გამოაქვეყნეს ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ფოტო, რომელზეც ის ფერად საცურაო კოსტიუმშია გამოსახული. ფოტო, რომელზეც ბაიდენი საცურაო კოსტიუმშია გამოსახული, რეალური არ არის და ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. ჯო ბაიდენის ფოტო სანდო ღია წყაროებში ან მედიასაშუალებებში არ იძებნება. ფოტო ძირითადად ტვიტერის ანგარიშებს აქვთ გამოქვეყნებული და ის 2023...
დეზინფორმაცია
19 აპრილს რუსეთის მეხუთე არხის ახალი ამბების გადაცემაში გაჟღერდა მტკიცება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ჯანმრთელობისთვის საშიშია. მეხუთე არხის ჟურნალისტის თქმით, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ორი ყველაზე პოპულარული ამერიკული ვაქცინის მოდერნასა და ფაიზერის გამოყენება აკრძალა და ამ გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები ჯერ არ დაუსახელებია.   20 აპრილს ინფორმაცია ფაიზერისა და მოდერნას აკრძალვის...
სალომე-ზურაბიშვილი-სახელით-თაღლითობა
4 აპრილის ფეისბუკის ქართულენოვან ანგარიშზე “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით ფოტო-სქრინი გამოქვეყნდა. მასზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია გამოსახული, ხოლო რეკლამა ადამიანებს მოუწოდებს “სოკარ ჯორჯია გაზის” პროექტში 500 ლარის ინვესტიცია ჩადონ, რაც მათ თვეში 3000 ლარის შემოსავალს მოუტანს.  იგივე ინფორმაცია 2022 წლის სექტემბერშიც ვრცელდებოდა. ინფორმაცია, თითქოს “სოკარ ჯორჯია გაზი” ფულის გამოსამუშავებელ პროექტს იწყებს, დეზინფორმაციაა. კომპანიას პრესსამსახურის წარმომადგენელმა...
ფოტომანიპულაცია
28 თებერვალს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა, ასევე რუსულენოვანმა გვერდმა newsweek_vl და ფეისბუქ პროფილებმა (1, 2, 3) კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის ტვიტერის სქრინშოთი გამოაქვეყნეს, რომელზეც ჩანს, რომ მასკმა უკრაინის ქალაქ ბახმუტთან დაკავშირებულ ტვიტს უპასუხა და დაწერა, რომ რუსებს ბახმუტი პრაქტიკულად ალყაში ჰყავთ და ეს კარგია. ქართული და რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშების მიერ გავრცელებული ტვიტების სქრინშოთი ფოტომანიპულაციაა. მასკმა ბახმუტთან დაკავშირებულ...
სატირა
26 თებერვლიდან რუსული (1,2) და უკრაინულენოვანი ანგარიშები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ტვიტერმა არავერიფიცირებულ მომხმარებლებს უკრაინის დროშის სიმბოლოს გამოყენება აუკრძალა. პოსტებს თან ერთვოდათ უკრაინული ტვიტერ გვერდის Walter Report-ის ტვიტერ პოსტის სქრინშოტი, რომელშიც უკრაინის დროშის სიმბოლოს სახელიდან წაშლის შესახებ ტვიტერის ადმინისტრაციის მიერ გვერდისთვის გაგზავნილი მოთხოვნა ჩანს. ინფორმაცია, რომ ტვიტერი მომხმარებლებს სახელიდან უკრაინის სიმბოლოს წაშლას სთხოვს, სატირული შინაარსის პოსტიდან...
თაღლითობა-მასკი
24 იანვარს სოციალურ ქსელში პროექტის TeslaX შესახებ  გავრცელდა ინფორმაცია. ფეისბუკ გვერდის Alina Benderuk-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სტაბილური შემოსავლის მიღება შეუძლია და ილონ მასკი პლატფორმაზე რეგისტრირებულ თითოეულ მსურველს ყოველთვიურ ხელფასს გადაუხდის. პოსტს ციტატა ახლავს თან, რომელიც ილონ მასკს მიეწერება: “ახლა საქართველოს ყველა მცხოვრებს შეუძლია მიიიღოს სტაბილური დივიდენდები პროექტისგან TeslaX”. ვებ-საიტი, რომელიც...
კონსპირაცია
9 იანვარს ფეიბუქ ანგარიშმა Maria Maria რომის პაპის აუდიენციის დარბაზის, მასში მდგარი ქანდაკებისა და ამობრუნებული ჯვრის სიმბოლოს შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პოსტის მიხედვით, აუდიენციის დარბაზს გიგანტური ქვეწარმავლის ფორმა აქვს და პაპი ხალხთან ქვეწარმავლის პირით საუბრობს, დარბაზში მდგარი ქანდაკება კი არა ქრისტეს, არამედ გველს გამოსახავს, რომელიც ბიბლიაში სატანას სიმბოლოა. თანდართული ფოტოებიდან ერთ-ერთზე კათოლიკე სასულიერო პირის სამოსზე გამოსახული...
ყალბი-რეალური-პუტინი-ბაიდენი-მასკი
29 ნოემბერს ფეისბუქ ანგარიშმა Георгий Кушиташвили ჟურნალი Time-ის გარეკანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გამოსახულია, როგორ აგდებს მიწაზე კიმონოში გამოწყობილი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ფოტოზე ასევე დატანილია წარწერა “სიტუაცია დაპაუზებულია”. გასულ თვეებში ფოტოს რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშებიც (1,2,3) ავრცელებდნენ. Time-ის გარეკანის ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. 2021 წლის დეკემბრის ბოლო კვირაში გამოსულ ნომერზე არა პუტინი და...
ვიდეომანიპულაცია
15 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Elga Kilasonia გამოაქვეყნა სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ვიდეო, რომელშიც ის თვალებს და ენას არაბუნებრივად ამოძრავებს. პოსტის ავტორის აღწერით ის “მწყობრიდან გამოვიდა”.  სერბეთის პრეზიდენტის ამსახველი ვიდეო ნამდვილი არაა. ის აპლიკაცია Snapchat-ის ეფექტითაა შეცვლილი, რომელსაც Tongue Twister ჰქვია.  გავრცელებული ვიდეო აპლიკაცია Snapchat-შია დამუშავებული, კერძოდ, გამოყენებულია ეფექტი Tongue Twister, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებს ადამიანის როგორც...
dedofli
8 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II გარდაიცვალა. მონარქის სიკვდილს სოციალურ ქსელში მის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის გავრცელება მოჰყვა.  სოციალურ ქსელში გავრცელდა (1, 2) ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ორი ქალი  ბავშვებს რაღაც ნივთებს ესვრის, ხოლო ბავშვები აკრეფას მიწიდან ცდილობენ. აღწერების მიხედვით, ვიდეოში დედოფალი ელიზაბეტია ასახული, ერთ-ერთი მომხმარებლის მიხედვით, ის ბავშვებს ფულს უყრიდა, მეორის...
კონსპირაცია
10 ივნისს ფეისბუქ-პროფილმა Steppen Wolf, რომელშიც ელისაბედ II-ის დედოფლობის პლატინის იუბილის აღსანიშნავად გამართული ერთ-ერთი ღონისძიების ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ დედოფალი უინძორის სასახლეში შუქურებს ანთებს. პოსტის ავტორი წერს, რომ ეს “მხეცის ოკულტური რიტუალია სამმაგ სპირალიანი დნმ-ის გამოსახულებით” და “რეპტილია დედოფალი სიმბოლურად ააქტიურებს დნმ-ის მე-3 ძაფს  (ხელოვნურს) და ცოდნის (ხელოვნურ) ხეს ბროლის ბურთზე შეხებით, სახელწოდებით “ერთა...
dezinphormatsia-9
5 ივნისს ფეისბუკ-გვერდმა Project Tesla X ამერიკელი ბიზნესმენისა და Space X-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა. ვიდეო რუსულად არის გახმოვანებული, რომელშიც ილონ მასკი ამბობს, რომ ტესლა იხურება და რუსეთიდან გადის, კომპანია კი ახალი პროექტების განხორციელებას აპირებს. მასკი პროგრამა -ტესლა X -ის შექმნას გვამცნობს. Მისი თქმით, ეს ალგორითმია, რომელსაც საფონდო ბირჟაზე დამოუკიდებლად ვაჭრობა შეუძლია და...
ყალბი-რეალური
რუსულ (chelindustry.ru, livejournal.com, chelyabinsk.bezformata.com, prochelyabinsk.ru, Мария Бойко, Vadim Gusakov) და ქართულ (Faika Nacvlishvili, FB ჯგუფები – კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა, კორონა მაფია)  სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ პლატფორმებზე ვრცელდება ვიდეო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ვიდეოსაუბრის ფრაგმენტს ასახავს. ვიდეოში ზელენსკის სამუშაო მაგიდაზე ქაღალდები, მობილური ტელეფონი, საბანკო ბარათი და...
მანიპულაცია-(75)
16 მარტს ინტერნეტში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის Deepfake მიმართვა გამოჩნდა. პროგრამულად გაყალბებულ ვიდეოში ზელენსკი უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართავდა და მათ იარაღის დაყრისა და დანებებისკენ მოუწოდებდა.  უკრაინის ეროვნული ტელევიზიის Ukraine 24-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა მოახერხეს და ვიდეო ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გაუშვეს. ვიდეო ფეისბუქის, იუთუბისა და ტვიტერის საშუალებითაც გავრცელდა. მოკლე ხანში ვიდეო ამ სოციალური ქსელებიდან სტანდარტების დარღვევის გამო წაიშალა....
დეზინფორმაცია
პირველ თებერვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გადაცემა “ღამის პრაიმ-თაიმში” მიწვეულმა სტუმრებმა და წამყვანებმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხი განიხილეს. სტუმრების ერთი ნაწილი ვაქცინაციას მხარს უჭერდა, მეორე ნაწილი კი მის უსაფრთხოებასა და საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებდა. 2 თებერვალს გადაცემის ორი სტუმრის – მომღერალ ეკა კვალიაშვილისა და მსახიობ გიორგი ყიფშიძის საუბრის ფრაგმენტები ფეისბუქ მომხმარებელმა Tsotne Kverselava-მ კოლაჟის სახით საკუთარ ფეისბუქ...
მტკიცებულებების-გარეშე
26 იანვარს “მთავარი არხის” ფეისბუკ გვერდებზე “მთავარი არხი • Mtavari Arkhi”, შენი დილა • Sheni Dila გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ილონ მასკმა Tesla Phone წარმოადგინა, რომლის გაყიდვებიც 2022 წლის ბოლოს დაიწყება. პოსტის თანახმად, სმარტფონს აქვს რამდენიმე უნიკალური ფუნქცია, მათ შორის ტელეფონის უკანა მხარეს განთავსებულია მზის პანელი, რომელიც საშუალებას იძლევა მოწყობილობა მზის ქვეშ 30 წუთში 20%-თ...
კონსპირაცია_3
2 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Inga Chokheli ვიდეო გამოაქვეყნა. შენელებულ კადრებში გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის სახე ჩანს, თვალების დახამხამების დროს მერკელი უცნაურად და არაბუნებრივად გამოიყურება. კომენტარებში ფეისბუქ მომხმარებლები “ანტიეკუმენისტი კატო” და “სულიერი სამყარო” განმარტავენ, რომ მერკელი “ხვლიკისებრი” რეპტილია ადამიანია, ის და მისნაირები უკვდავები არიან და “დედამიწაზე ათასწლეულებია ბატონობენ.” მტკიცება იმის შესახებ, რომ ანგელა მერკელი რეპტილიაა, შეთქმულების თეორიაა....
დეზინფორმაცია_33
4 სექტემბერს ფეისბუქ მომხამრებელმა ვამეხ ფუსდანმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც სხვადასხვა დროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორ თენგიზ ცერცვაძის მიერ გაკეთებულ სამ სატელევიზიო კომენტარს შეიცავს. აღწერის თანახმად, ვიდეო პანდემიის დასაწყისშია ჩაწერილი და ადასტურებს, რომ ეს ადამიანები საქართველოს მოსახლეობას ექსპერიმენტებისთვის წირავენ და საქართველო ოფიციალურად გახდა საცდელი ლაბორატორია. ვიდეოს...
dezinphormatsia_21
31 აგვისტოს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის თანდართული აღწერის თანახმად, ავსტრალიელი გოგონა “ლუციფერის მსახურმა გესტაპო” პოლიციელებმა სამი ექვსიანის წინაშე დააჩოქეს, ვიდეოში ჩანს, რომ იმ ადგილას, სადაც ქალს პოლიცია აკავებს, ფანჯარაზე რამდენიმე ციფრი წერია, მათ შორის სამი ექვსიანიცაა. ინგლისურენოვანი ვიდეო 21 წუთის განმავლობაში გრძლდება. ვიდეო  რამდენიმე ძირითად მტკიცებას შეიცავს: ავსტრალიელი გოგონა “მხეცის ნიშნის”...
dezinphormatsia2310
18 აგვისტოს ფეისბუკ მომხმარებელმა ნაირა შარუბანაშვილმა გაავრცელა  ვიდეო, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის პანდემია კაცობრიობის განადგურებისა და დამორჩილებისკენ მიმართული სპექტაკლია, რომლის უკანაც საიდუმლო ორგანიზაცია – “300-თა კომიტეტი” დგას. “რუსეთის აღორძინების სახალხო კავშირის” მიერ მომზადებული ვიდეოს მიხედვით, “300-თა კომიტეტში” როტშილდების, როკფელერებისა და ბარუხების გარდა,  ბილ გეიტსი და ილონ მასკიც შედიან. ისინი თავს “ოლიმპოელებს” უწოდებენ და მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის...
qhalbi-realuri_1
13 ივნისს ფეისბუქ ანგარიშმა “სამყარო სამყარო” გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც თან ერთვის დედოფალი ელიზაბეტ II-ს ფოტო, კადრი ფილმების სერიიდან Resident Evil და ვიდეო ამერიკელი მწერალი დოლორეს ქენონის შესახებ. “სამყარო სამყარო” ამტკიცებს, რომ დედოფალი ელიზაბეტი “მოსახლეობის პროგრამირებას” ახდენს, ხოლო ფოტოზე კორონავირუსოს ვიზუალის დემონსტრირების მიზნით დედოფლის გულსაბნევი და ნაძვის ხის სათამაშო წითლად არის შემოხაზული. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ...
konspiratsia_7
12 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა Bacho Grigolia გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ილონ მასკს ეხება. ავტორის მიხედვით, მასკი უცხოპლანეტელი რეპტილიაა, რომელიც თავის პლანეტა მარსზე დაბრუნებას ცდილობს. პოსტს პრესისა და მედიის კონტროლის შესახებ მასკის ციტატა და ფოტო ახლავს. ფოტოზე სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემაა ჩამოთვილი და მათი მფლობელების ებრაულ წარმოშობას ესმება ხაზი.   Bacho Grigolia-ს პოსტში გამოყენებული ილონ მასკის ციტატა კონტექსტის...
videomanipulatsia
2021 წლის 9 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა Davit Merkviladze ჯგუფში “საგიჟეთი” ვიდეო გააზიარა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ აკვირდება ზღვის სანაპიროზე მდგომი რამდენიმე ადამიანი რაკეტის ჩამოვარდნას და აფეთქებას. ფეისბუქ მომხმარებლის მიერ ვიდეოსთვის დართული აღწერის მიხედვით, აღნიშნული კადრები 22-ტონიანი რაკეტის ჩამოვარდნას ასახავს. იგივე ვიდეო იდენტური აღწერით ფეისბუქ გვერდმა “ქართველები” 9 მაისს გამოაქვეყნა. Davit Merkviladze-ის პოსტს 2 700-ზე მეტი გაზიარება...
videomanipulatsia1_0
8 თებერვალს საჯარო ჯგუფში “საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!” ფეისბუქ მომხმარებელმა ლევან მარხულიამ ატვირთა ვიდეო, სათაურით “ბილის გეგმები რუსები ყავს ამოღებული თვალში.” ვიდეოში ბილ გეითსი  რუსულ ენაზე ამბობს, რომ პირველ რიგში რუსების “დაჩიპვას” აპირებს. გავრცელებული ვიდეოს თანმხლები რუსული გახმოვანება გაყალბებულია, რეალურად ავთენტურ ვიდეოში ბილ გეიტსი აშშ-ის მიერ კოვიდ19-ის მართვაზე ინგლისურად საუბრობს. ვიდეო Tik-Tok-ის იუმორისტ...
ilon_0
2021 წლის 2 თებერვალს ქლიქბაით გვერდმა Gifsat.com  ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის მიერ მაიმუნის ტვინში ჩიპის ჩამონტაჟების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც შემდეგნაირადაა დასათაურებული: ”მაიმუნს ჩიპი ჩაუდგით და ახლა უკვე დროა ადამიანებს….”-ილონ მასკი”, თუმცა სათაურში გამოტანილი ციტატის სრული ვერსია ბმულზე გადასვლისას თავად ინფორმაციაში აღარ გვხვდება. Gifsat-ზე გამოქვეყნებულ ტექსტში მასკის სხვა ციტატას ვხვდებით, რომელშიც პოპულარული ინჟინერი და მეცნიერი...
სდფსდ
17 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ გამოქვეყნა პოსტი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასა და 5G ინტერნეტს შორის კავშირზეა საუბარი. მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინა ნანონაწილაკებს, შეიცავს, რომელიც ორგანიზმში მოთავსების შემდეგ მე-5 გენერაციის სატელიტების მსგავს რხევებს თავად ქმნის. ამასთან დათო სალუქვაძე ამტკიცებს, რომ ვაქცინა გენმოდიფიცირებისთვის არის განკუთვნილი. აღნიშნული თეორიის ნამდვილობის დასადასტურებლად კი ტექსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც დათო სალუქვაძის თქმით,...
დეზინფორმაცია
15 ოქტომბერს ვებ-გვერდზე “publishers.ge” გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ არ არსებობს კორონავირუსის პანდემია და ის მასონების მიერაა მოგონილი იმისათვის, რათა დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა შემცირდეს. ამ მოსაზრების არგუმეტად სტატიაში მოყვანილია ერაყის მაგალითი და მტკიცება იმის შესახებ, რომ ერაყში ვირუსი არ არის, რადგან იქ ამის გაჩენის აუცილებლობა არ ყოფილა. სტატიას თანდართული აქვს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელის ფოტო, თუმცა...
Untitled-1
მას შემდეგ, რაც გამომგონებელი ილონ მასკის კომპანიამ Space X-მა კოსმოსური ხომალდით NASA-ს ასტრონავტები ორბიტაზე გაუშვა, ინტერნეტში პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც ილონ მასკი რუსული როკ ჯგუფის Земляне-ს ცნობილ სიმღერას “Трава у дома” (Земля в иллюминаторе)-ს მღერის. ყალბი ვერსია https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=FrveYIwPArM&feature=emb_title ყალბი ვიდეო თავდაპირველად იუთუბზე 12 მაისს გამოჩნდა, თუმცა 31 მაისს Space X-ის ხომალდის გაშვების შემდეგ სოციალურ ქსელებში...
ესაფ
5 მაისს ონლაინ გამოცემამ tvalsazrisi.ge გამოაქვეყნა სტატია  სათაურით: “მაია დვალიძე: ჩიპები, ჰესომანია, ბილ გეიტსი, ილონ მასკი – მოვლენები უკვე ერთ სიბრტყეშია.“ “თვალსაზრისი” სტატიაში ციტირებს ფეისბუქ მომხმარებლის მაია დვალიძის პოსტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ Microsoft-ის კრიპტოვალუტის სისტემა სახელწოდებით “Cryptocurrency System using Body Active Data” სხეულში ჩიპის შეყვანის საშუალებით სხეულის აქტივობის მონაცემებს გამოიყენებს. გარდა ადამიანების მასობრივი დაჩიპვისა, სტატიაში...
awfaawsf
Meduza-ს მასალა რუსული გამოცემა TASS-ის გადაცემაში “20 კითხვა ვლადიმირ პუტინს” რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა შეკითხვას, თუ ვინ არის რუსეთში ისეთი მისაბაძი მაგალითი, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე გამომგონებელი და ბიზნესმენი ილონ მასკია. ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ის ასეთ პიროვნებად პროგრამების დეველოპერული კომპანიის  Kaspersky Lab-ის ხელმძღვანელ ევგენი კასპერსკის თვლის. რაც შეეხება ილონ მასკის Tesla-ს და SpaceX-ის გამოგონებებს,...
cvvrrr
სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ტელეკომპანია იმედის ვებ-გვერდზე Imedinews.ge 2019 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციას სათაურით, “რუსულმა „ვოლგამ“ ამერიკული Tesla ბუქსირით წაიყვანა”. ინფორმაციის წყაროდ Imedinews.ge-ს ფეისბუკ მომხმარებლის Игорь Писарский-ის 4 თებერვლის  პოსტი ჰქონდა მითითებული, რომელსაც თან ახლდა რუსულ „ვოლგაზე” ჩაბმული ამერიკული Tesla-ს მანქანის ფოტო. ფეისბუკის ქართველი მომხმარებლის კრიტიკა Imedinews.ge-ს სათაურმა განაპირობა, რომელიც რუსული ვოლგის ამერიკულ...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist