9 ფაქტი: რას აკეთებდა რეალურად ვაგნერის დაჯგუფება ბელარუსში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

INnjg
241
VIEWS

მომზადებულია Inform Napalm-ის მასალის მიხედვით

ვაგნერი დაქირავებულთა ფარული დაჯგუფებაა, რომელიც კრემლის დაკვეთით სხვადასხვა ქვეყანაში შავ საქმეებს ახორციელებს. ვაგნერის დაჯგუფების დამაარსებლად დიმიტრი უტკინი მიიჩნევა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული სამხედრო დაზვერვის სპეციალური ძალების ბრიგადის ყოფილი წევრია. როგორც მედია იუწყება, უტკინის კოდური სახელი ვაგნერი იყო, რომელიც მას ნაცისტური რეჟიმის მიმართ აღფრთოვანების გამო მიანიჭეს. დაჯგუფება ვაგნერი პირველად რუსეთის მიერ 2014 წლის მარტში უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდებისას და უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში თანდმევი პრორუსული აჯანყების დროს გამოჩნდა. ზოგიერთი მედია საშუალება იუწყება, რომ რუსეთის გრუ ფარულად მართავს ამ დაჯგუფებას. ვაგნერი შემჩნეულია ისეთ ქვეყნებში საქმიანობით, რომლებშიც მიმდინარე ან მიძინებული კონფლიქტი არსებობს.

ფაქტი 1: მედია საშუალებების განცხადებების მიხედვით, 200 კაციანი ჯგუფი შევიდა ბელარუსის ტერიტორიაზე. ეს არის ზუსტად ერთი სრული როტაცია – ერთი ქვეითი შენაერთი, რომელიც გამაგრებულია სნაიპერების ჯგუფებით და, ურბანული ოპერაციებისთვის, ვიზუალური დაკვირვებისა და საგამოძიებო რაზმებით.

ფაქტი 2: ამ დროისთვის დაკავებულია ერთ ლოკაციაზე მცხოვრები 32 ადამიანი და ერთი ცალკეული პირი სხვა ლოკაციაზე. ეს ტიპური რაზმის ზომას ჰგავს. (stlucysvision.com) დაკავებულებს შორის იყო სულ მცირე ერთი სნაიპერის ჯგუფის მეთაური (ანდრეი ბაკუნოვიჩი), რაც ასევე ამ მტკიცებას ადასტურებს. სავარაუდოა, რომ სნაიპერების ერთი ჯგუფი მიმაგრებულია ოთხი რაზმიდან თითოეულს ჯამში 12 სნაიპერით.

ფაქტი 3: ჯგუფი ბელარუსის ტერიტორიაზე მინსკში საარჩევნო აქტივობების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შევიდა. ეს ძალიან ჰგავს 2014 წლის თებერვლის ბოლოს, ვაგნერის დაჯგუფების 5-15 კაციანი ჯგუფების შესვლას ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქერჩის საბორნე გადასასვლელით, რომლებიც ფარულად დარეგისტრირდნენ ადგილობრივ სასტუმროებში.

ფაქტი 4: რუსი დიპლომატები და მედია საშუალებები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული დაქირავებული ჯარისკაცები ბელარუსს სატრანზიტოდ იყენებდნენ. თუმცაღა, ვაგნერის ჯგუფები რეგულარული ფრენებით არასდროს სარგებლობდნენ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ქვეყნებში ჩასასვლელად კორონავირუსული კარანტინის პირობებამდეც კი, როდესაც ყველა რუსული აეროპორტი ფუნქციონირებდა. ყველა ფრენა განხორციელდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 223-ე საფრენი ესკადრონის მიერ ან სპეციალური ჩარტერით რუსეთში სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე. ეს დოკუმენტებით დადასტურეს და დაამტკიცეს უკრაინის სპეც სამსახურებმა.

"

"

ფაქტი 5: უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ასევე, შეიცავს მტკიცებულებებს და აღნიშნული დაჯგუფების წევრთა სიას, რომლებიც მონაწილეობნენ სუდანში დემოკრატიული პროტესტის ჩახშობაში. აღნიშნული სიიდან ირკვევა, რომ სულ მცირე ორი (ალექსეი ვოლგინი და ვლადიმერ ლი), რომლებიც სუდანშიც იყვნენ, მინსკში დაკავებულებს შორის არიან.

ფაქტი 6: დაკავების ვიდეოში ნათლად ჩანს არამხოლოდ ფურცელი არაბული წარწერებით, არამედ სუდანური სატელეფონო ნომრის ანგარიშის შესავსები ბარათი, რომელზეც გამოსახულია ხატმიას მეჩეთი ქალაქ კასალაში (სუდანი). სუდანური მობილური ოპერატორის ასეთი ბარათის შეძენა შეუძლებელია რუსეთში ან ბელარუსში და შემდეგ სუდანში გადაფრენა. ეს მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ დაკავებულები ბელარუსიდან სუდანში კი არ მიფრინავდნენ, არამედ სუდანიდან დაბრუნდნენ.

ფაქტი 7: გასული 6 წლის განმავლობაში უკრაინის სპეცსამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ ნატოს ქვეყნების სადაზვერვო საზოგადოებასთან. ცალსახაა, რომ ნატოს ყველა წევრ ქვეყანას (მათ შორის თურქეთს, რომელიც განსაკუთრებით დაინტერესებულია რუსული ბოევიკური დაჯგუფებით, რადგან ისინი თურქ სამხედროებს ხოცავენ ლიბიაში) აქვს ვაგნერის დაჯგუფების წევრთა სრული სია, მათ შორის ისეთი ხალხის, როგორიც ვოლგინია. ეს აქარწყლებს იმ თეორიას, თითქოს რუსი დაქირავებულები გეგმავდნენ ბელარუსიდან თურქეთში გამგზავრებას.

ფაქტი 8: დაკავებულებს ჯარის პირადი სანიშნეები ჰქონდათ პირადი ნომრით, ზუსტად იგივე M სერიის, როგორიც ვაგნერის დაჯგუფების წევრებს აქვთ.

ფაქტი 9: Telegram-ის ყველა არხმა და “ოპოზიციონერმა ექსპერტმა”, რომლებსაც რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ, რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა (RT) და სხვა კონტროლირებულმა მედია საშუალებებმა, მათ შორის, უკრაინაში არსებულმაც (Strana.ua), ასევე, ოფიციალურმა პირებმა (რუსეთის ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში) მათთვის დამახასიათებელი ისტერიული ფორმით დაიწყეს ყალბი განცხადებების გაკეთება და ყალბი სარჩელების წამოწყება, რომლებიც ემსახურება დაკავებული რუსეთის მოქალაქეების დაცვას, თითქოს, ისინი არიან airsoft-ის მოთამაშეები ან უბრალოდ დაცვის წევრები, რომლებსაც  თურქეთში ჩაფრენა ჰქონდათ განზრახული.

დასკვნა

ბელარუსის სპეცსამსახურებმა, სავარაუდოდ, მათი დასავლელი კოლეგების დახმარებით, დააკავეს ერთ-ერთი იმ რამდენიმე ჯგუფს შორის, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერაა დაქირავებული, და რომელსაც ევალებოდა ბელარუსში მოსალოდნელი საარჩევნო პროტესტის დროს ძალადობის წახალისება, მათ შორის სნაიპერული ცეცხლის მოსახლეობაზე გამოყენება (როგორც 2014 წლის თებერვალში კიევში). ეს გეგმა რუსეთში შემუშავდა და მიმართული იყო ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ იმ დონემდე, რა დროსაც პუტინს ექნებოდა საკმარისი საფუძველი, გაეგზავნა “მშვიდობისმყოფელები”, რათა მათ “დაემყარებინათ წესრიგი”, თუმცა სინამდვილეში ბელარუსის ანექსიას ისახავდნენ მიზნად. ძლიერი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, სავარაუდოდ, აიძულებს რუსეთს, გააუქმოს ეს გეგმები და დაჯგუფების დანარჩენ წევრებს უკან გაიწვევს. თუმცა, თუ პუტინი გადაწყვეტს, ყველაფერზე წავიდეს, ქვეყნის დესტაბილიზაციის სხვა სცენარები შეიძლება განვითარდეს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist