პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ბაიდენის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

208
VIEWS

30 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა iNews-მა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ პანდემიის სცენარი 1941 წელს დაიწერა. პოსტი ახალგაზრდა და ბებერი ეშმაკების დიალოგის ფორმით არის წარმოდგენილი, რომელშიც ერთ-ერთი მათგანი სულების ჯოჯოხეთში მოხვედრის მიზეზად ავად გახდომის შიშს ასახელებს. პოსტის ბოლოს მითითებულია, რომ ტექსტი წარმოადგენს ნაწყვეტს კლაივ ლუისის წიგნიდან “ბალამუტის წერილები.” iNews-ს პოსტს თან ერთვის ჯოზეფ ბაიდენის ფოტო, სადაც მას ეშმაკის გამოსახულებიანი პირბადე უკეთია.

პოსტს 2 დეკემბრის 10:00 საათის მდგომარეობით 122 გაზიარება აქვს.

პოსტი დეზინფორმაციულია, რადგან 1) კლაივ ლუისის წიგნებში მსგავსი ციტატების არსებობა არ დასტურდება. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისურენოვან წყაროებში ივნისიდან ვრცელდება და უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმებმა უკვე გადაამოწმეს; 2) პოსტზე თანდართული ვიზუალი ფაბრიკაციაა, ჯო ბაიდენის პირბადეზე ეშმაკი გამოსახული არ ყოფილა.

  • ციტატა კლაივ ლუისის წიგნებში არ იძებნება

მსგავსი შინაარსის ტექსტი 23 ივნისს ფეისბუქზე მომხმარებელმა Laure Christina Richards გამოაქვეყნა, რომელსაც წყაროდ მითითებული ჰქონდა კლაივ ლუისის წიგნი “The Devil’s Letters to His Nephew” (ეშმაკის წერილები თავის ძმისშვილს).

გადამოწმების შედეგად USA Today-მ დაადგინა, რომ კლაივ ლუისს არასდროს დაუწერია ნაწარმოები სახელად “The Devil’s Letters to His Nephew,” გარდა ამისა, ამ ავტორის 1942 წელს გამოცემულ არც ერთ წიგნში მსგავსი ციტატა არ გვხვდება.

აღსანიშნავია, რომ 1942 წელს გამოიცა ლუისის ერთ-ერთი წიგნი  “The Screwtape Letters,” სადაც მწერალმა მისი ავტორობით იმ დრომდე გაზეთში დაბეჭდილი “ეშმაკის წერილები თავისი ძმიშვილისადმი” გააერთიანა. iNews-ის ფეისბუქ გვერდი სავარაუდოდ ამ წერილებს გულისხმობს, თუმცა არც ერთ ამ წერილში პოსტში გამოყენებული ციტატა არ გვხვდება.

ინფორმაცია გადაამოწმა ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა პორტალმა Lead Stories, რომელთან საუბრისასაც  კლაივ ლუისის ფონდის ვიცე პრეზიდენტმა, სტივ ელმორმა, განმარტა, რომ მოცემული ციტატა ლუისს არ ეკუთვნის და არც არასდროს დაუწერია ნაწარმოები სახელწოდებით “The Devil’s Letters to His Nephew.” თუმცა ელმორიმ აღნიშნა ისიც, რომ 1942 წელს, “The Screwtape Letters” გამოცემის შემდეგ სხვა ავტორები ლუისს ბაძავდნენ და თანამედროვე პრობლემებზე სასაუბროდ ეშმაკის გაგზავნილ წერილებს თავადაც ქმნიდნენ. ელმორმა არ გამორიცხა, რომ ეს ციტატა შესაძლოა, რომელიმე ასეთ ავტორს შეეთხზა და ლუისისთვის მიეწერა.

ელმორის მსგავსად ციტატისა და ლუისის კავშირი უარყო ლიტერატურის პროფესორმა ჯონ ჰეკმა, რომელსაც კლაივ ლუისის შემოქმედების შესახებ რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ წერის ეს სტილი ლუისს არ ეკუთვნის.

  • ჯო ბაიდენის ფოტოს ფაბრიკაცია

iNews-ის მიერ გავრცელებული ჯო ბაიდენის ფოტო, სადაც ის ეშმაკის გამოსახულებიან პირბადეს იკეთებს, ფოტოფაბრიკაციას წარმოადგენს. რეალურ ფოტოზე ეშმაკი გამოსახული არ არის.

ეს მეორე შემთხვევაა, როცა ქართულ სოციალურ სივრცეში გავრცელდა დასავლეთის პოლიტიკურ ლიდერებთან დაკავშირებული ფოტოები, რომლებიც ფოტოშოპში ისეა დამუშავებული, რომ მათზე კონსპირაციული სიმბოლოებია ასახული. 28 ნოემბერს ერთ-ერთმა ფეისბუკ მომხმარებელმა გაავრცელა ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის მეთიუ ჰენკოკის პირბადიანი ფოტოსურათი, რომელზეც ავტორის მტკიცებით, ანტიქრისტე-მხეცის ნიშანი 666 ასახული, რეალურად კი ეს წარწერა პირბადეზე ფოტოპით დამუშავების შედეგად გაჩნდა.

  • პოსტის გავრცელება საქართველოში

iNews-ის გარდა იდენტური ტექსტი განსხვავებული ფოტოს დართვით გამოაქვეყნა ფეისბუქ გვერდმა ექიმები მედიცინა საქართველოში, პოსტს  ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში კორონა მაფია 39 გაზიარება აქვს.

iNews-სა და ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ ჯამში პოსტი 11 საჯარო ჯგუფში მოხვდა, მათ შორის კახა კალაძე თბილისის მერი, კახი კახიშვილის მხარდამჭერები და გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა.


iNews-ის პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist