6 ქართული სიმღერა, რომელიც “ალტ-ინფომ” საპროტესტო აქციებზე ვერ გაიგონა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

189
VIEWS

14 მარტს კრემლისტური არხის ალტ-ინფოს გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ გიორგი ქარდავამ, “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ აქციების მონაწილეები არ არიან ქართული ტრადიციებისა და იდენტობის მოყვარული და გამავრცელებელი ხალხი, რადგან საპროტესტო აქციებზე ეროვნული მუსიკა არც ერთხელ არ გაჟღერებულა.

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „ესენი არ არიან ქართული იდენტობის, ქართული ტრადიციის მოყვაურული და გამაგრძელებელი ხალხი. ეროვნული მუსიკა, ფოლკლორი გაჟღერებულა ლიბერასტების აქციებზე? არ არის იმიტომ, რომ მათ ძაგთ, მათ ეზიზღებათ, ჩამორჩენილ რაღაცად მიაჩნიათ. რა მუსიკაც ჩვეულებრივ ქართველს სისხლს უდუღებს… ლიბერალში ეს იწვევს პირიქით ზიზღს. მათ არ უყვართ ჩვენი ესთეტიკა…“

მტკიცება, თითქოს საპროტესტო აქციებზე ქართული ეროვნული სიმღერები არ გაჟღერებულა, სიმართლეს არ შეესაბამება. აქციებზე  სულ მცირე 6 ქართული სიმღერა ისმოდა, მათ შორის, საქართველოს ჰიმნი, “ჩაკრულო”, “ხორუმი”, “ჰიმნი თავისუფლებას”, “საქართველოო ლამაზო”, დინამოს ჰიმნი.  

7 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მოძრაობა “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. ამ კანონპროექტის მიხედვით, ყველა არასამეწარმეო იურიდიულ პირი, მათ შორის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ფონდებიდანაა, აგენტად უნდა დარეგისტრირებულიყო. კანონპროექტის ინიცირებასა და მის პირველი მოსმენით მიღებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციები 6-10 მარტს მიმდინარეობდა. “ქართულმა ოცნებამ” 9 მარტის განცხადებაში აღნიშნა, რომ კანონპროექტს უკან გაიხმობდა, ხოლო 10 მარტს მეორე მოსმენაზე საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ჩააგდო.

განსაკუთრებით ხალხმრავალი აქციები 7,8 და 9 მარტს გაიმართა. აქციებზე სხვადასხვა დროს არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი “თავისუფლება”. მათ შორის 7 მარტს, როდესაც სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს, მოქალაქეები წყლის ჭავლის მანქანის პირისპირ საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ. 

6 მარტს საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქართული ხალხური სიმღერა “ჩაკრულო” გაჟღერდა. 7 მარტს დღისით გამართულ აქციაზე დინამოს ჰიმნი “საქართველოს სადიდებლად, გამარჯვება დინამო!” იყო ჩართული. დინამოს ჰიმნის ჩართვა წინა დღეს კლუბის მიერ “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე კრიტიკულ განცხადებას უკავშირდებოდა.

9 მარტის აქციაზე ასევე რამდენჯერმე გაჟღერდა სიმღერა “ჰიმნი თავისუფლებას”. ამავე აქციაზე მოქალაქეებმა რამდენჯერმე იცეკვეს ხორუმი.

წყარო: “ფორმულა”

9 მარტის აქციაზე მონაწილეებმა პაატა ბურჭულაძის ინიციტივით სიმღერა “საქართველოო ლამაზო” იმღერეს.

წყარო: ТV პირველი

ქართული სიმღერების გარდა აქციებზე ევროკავშირის და უკრაინის ჰიმნებიც გაჟღერდა.

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სხვადასხვა მცდარი და დეზინფორმაციული მტკიცება “მითების დეტექტორმა” აქამდეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist