5 ვიდეო, რომელსაც ანტივაქსერები ყალბი აღწერით ავრცელებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

40
VIEWS

სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ცალკეული ვიდეოები, რომელთა აღწერის მიხედვითაც, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე იძულებით ვაქცინაციას ასახავდა. ვიდეოებზე თანდართული ტექსტები შეიცავდა გარფთხილებებს იმის შესახებ, რომ საქართველოსაც ასეთი იძულებითი ვაქციანცია ელოდება. “მითების დეტექტორმა” ამ ტიპის ვიდეოების ნაწილი უკვე გადაამოწმა. ვიდეოებს ავრცელებდნენ, როგორც ქართული ანტივაქსერული ჯგუფების წარმომადგენლები, ასევე ძალადობრივ ჯგუფ  ალტ-ინფოსთან და ლევან ვასაძის “ერთან” დაკავშირებული ფეისბუქ ანგარიშები.

 

;
12 აგვისტოს სოციალურ ქსელში ვიდეოების გაერთიანების შედეგად ფეისბუქ მომხმარებელ დავით თორდიას შექმნილი ფილმი, სახელწოდებით “კორობია 14” გამოჩნდა. თორდიამ ფილმი საკუთარ იუთუბ და ფეისბუქ ანგარიშებზე გამოაქვეყნა. ფილმში ის მოსახლეობას ვაქცინაციისთვის, მთავრობას კი იძულებითი ვაქცინაციის დაწესებისთვის უარის თქმისკენ მოუწოდებს.

;

რეალურად, გავრცელებული ხუთი ვიდეოდან იძულებით ვაქცინაციას არც ერთი არ ასახავს:

  • ერთი მათგანი ოჯახის წევრების თანხმობით შშმ პირის აცრას უკავშირდება;
  • ორ მათგანში ლოქდაუნის საწინააღმდეგო პროტესტის დროს კანონდამრღვევი მოქალაქეების დაკავებაა ასახული;
  • ერთი ვიდეო 2018 წელსაა გადაღებული და ნარკოდანაშაულისთვის მამაკაცის დაკავებას ასახავს;
  • კიდევ ერთი ვიდეო კი მოქალაქის საკარანტინე სივრცეში იძულებით გადაყვანის შესახებაა. 

ამასთანავე, საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში ნებაყოფლობითია და მოქალაქეს მხოლოდ ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ ცრიან. 

ვიდეო #1 

ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალს რამდენიმე უნიფორმიანი ადამიანი ნემსს უკეთებს, ქალი კი აპროტესტებს ინტერნეტში ვრცელდება აღწერით, რომ ქალს საკუთარი ნების წინააღმდეგ იძულებით უკეთებენ ვაქცინაცინას. მომხმარებლები ვიდეოს გადაღების ადგილად სხვადასხვა ქვეყანას ასახელებენ, მათ შორის, აშშ-ს, საფრანგეთს, ფინეთს და თურქეთს.

;
გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვიდეო ფაგმენტულად ვრცელდება და სრულ სურათს არ ასახავს, რეალურად ქალი შშმ პირია და ლოს-ანჯელესის კანონის მიხედვით, მისი აცრა ოჯახის წევრების თანხმობითა შესაძლებელია, ვაქცინაციის შემდეგ ქალი მშვიდდება, პერსონალს ხელს ართმევს და მადლობას უხდის.

ფრანგული გამოცემა France 24-ის მიერ შემთხვევის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვიდეო ლოს ანჯელესშია გადაღებული, ვიდეოს სრულ ვერსიაში კი ჩანს, რომ ქალი ნემსის გაკეთების შემდეგ ლოს ანჯელესის ვაქცინაციის მობილური ჯგუფის წარმომადგენელს ხელს ართმევს, გარშემომყოფები კი ტაშს უკრავენ.France 24-ის მიხედვით, ქალი შშმ პირია და მას ოჯახის წევრების თანხმობით ცრიან, თავდაპირველად ის შფოთავს, თუმცა ვაქცინის მიღების შემდეგ დამშვიდდა და პერსონალს მადლობა გადაუხადა.

;

ვიდეო #2

კადრები სადაც ჩანს, რომ პოლიცია მამაკაცს ძალის გამოყენებით აკავებს და მანქანაში სვამს, არა 2021 წელს ავსტრალიაში მიმდინარე იძულებით ვაქცინაციას, არამედ 2018 წელს მელბურნში რამდენიმე დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებას ასახავს.

;

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ვიდეო #3

ვიდეო, სადაც პოლიციელები ქალს აკავებენ გერმანიაში 1-ლ აგვისტოს პანდემიის შეზღუდვებისა და ვაქცინაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზეა გადაღებული, აქციაზე პოლიციამ 600-მდე ადამაინი შეკრებების აკრძალვის შესახებ რეგულაციისა და პოლიციის შეურაცხყოფის გამო დააკავა.

;

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ვიდეო #4

კადრები, სადაც სახლის სახურავზე მყოფი მამაკაცის დაკავებაა ასახული, არგენტინის ერთ-ერთი პროვინცია ფორმოსაშია გადაღებული და არა იძულებით ვაქცინაციას, არამედ ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით შექმნილ საკარანტინე სივრცეში მოქალაქის გადაყვანას ასახავს. ფორმოსას მთავრობის მხრიდან პანდემიის ასეთი მართვა უფლებადამცველებმა არა ერთხელ გააკრიტიკეს.

;

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ვიდრეო #5

კიდევ ერთი ვიდეოში არა ავსტრალიაში მიმდინარე იძულებით ვაქცინაცია, არამედ 24 ივლისს სიდნეიში პოლიციის მიერ  COVID-19–თან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისა და ჩხუბის გამო ლოქდაუნის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების დაკავებაა ასახული.

;

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ამასთანავე „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის განკარგულებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ისე მოსახლეობისთვის და აცრის წინ პირს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებულ რისკებისა და სარგებელის შესახებ და მხოლოდ ინფორმირებული თანხომის მიღების შემდეგ მოხდეს მისი იმუნიზაცია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია, არგენტინა, აშშ, გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist