5 უჩვეულო საახალწლო ტრადიცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

210
VIEWS

მსოფლიოში ახალი წლის აღნიშვნის სხვადასხვა ტრადიცია არსებობს, რომელთაგან  5 უჩვეულო შემთხვევას ქვემოთ გთავაზობთ:

  1. ესპანეთი – 12 იღბლიანი ყურძენი

ესპანეთში 31 დეკემბერს, შუაღამის დადგომისას ყურძენს მიირთმევენ. ტრადიციას ესპანურად las doce uvas de la suerte ეწოდება, რაც იღბლის მომტან 12 ყურძნის მარცვლად ითარგმნება. ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ 1895 წლიდან იღებს, ფართოდ კი 1909 წლიდან გავრცელდა. ამ წელს, დიდი მოსავლის მიღების შემდეგ, ალიკანტეს პროვინციის მევენახეებმა გადაწყვიტეს, ყურძნის მეტი რაოდენობის გასაყიდად მსგავსი ტრადიციისთვის ჩაეყარათ საფუძველი. ზოგიერთ პროვინციაში მიიჩნევა, რომ ახალი წლის დადგომასთან ერთად ყურძნის 12 მარცვლის შეჭმა მთელი წლის განმავლობაში იღბლის და კეთილდღეობის მომტანია, რომელიც მას ერგება, ვინც საათის თითო ჩამოკვრაზე თითო მარცვლის შეჭმას შესძლებს და საათის რეკვის დასრულებამდე 12-ვე მარცვალს მიირთმევს. ზოგან კი მიაჩნიათ, რომ ეს ბოროტებას აარიდებთ. ყურძენს ოჯახში, საახალწლო სუფრის შემდეგ მიირთმევენ, ან ქალაქის მთავარ მოედანზე გადიან, როგორიცაა პუერტა დელ სოლის მოედანი მადრიდში, საიდანაც ეს ტრადიცია იღებს სათავეს, რადგან ყურძნის მირთმევის დროს სწორედ პუერტა დელ სოლის მოედანზე მდებარე საათის ზარები განსაზღვრავდნენ. ეს საახალწლო ტრადიცია ზოგიერთ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში და ფილიპინებშიც დამკვიდრდა.

  1. ეკვადორი – საფრთხობელას დაწვა

საფრთხობელას დაწვაა, რაც სიმბოლურად ძველი წლის დაწვას, გაცილებას განასახიერებს. ეკვადორელები ძველ ტანსაცმელს ნახერხით ტენიან და ფიგურებს ამზადებენ, რომელიც შესაძლოა რეალურ ადამიანს ჰგავდეს, შესაძლოა მოგონილი პერსონაჟიც იყოს. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საფრთხობელას საძულველი პოლიტიკოსის სახეც კი მისცენ, რომლის დანახვაც მომავალ წელს აღარ სურთ. ზოგ თემში შეჯიბრიც კი იმართება, ვინ უკეთეს საფრთხობელას დაამზადებს. შუაღამეს კოცონი ინთება, რომლის გარშემო შეკრებილები ცეკვავენ და ცეცხლს ახტებიან. სწორედ ამ კოცონში წვავენ საფრთხობელებს, ზოგჯერ კი წერილებსაც, სადაც ჩამოთვლილია ის, რაც სურთ რომ გასულ წელში დარჩეს.

გარდა ამისა, ეკვადორში 12 ყურძნის მარცვლის მირთმევის ტრადიციაც არის დამკვიდრებული.

  1. იაპონია – 108 ზარი

ახალ წელს, შუაღამეს იაპონიაში ბუდისტურ ტაძრებში ზარს 108-ჯერ რეკავენ, რაც სიმბოლურად ადამიანებიდან 108 ბოროტი ვნების განდევნას განასახიერებს. იაპონელებს მიაჩნიათ, რომ ზარების რეკვა მათ წინა წლის ცოდვებისაგან განწმენდს. როგორც წესი, ზარის 107-ჯერ ჩამოკვრა წინა წლის ბოლო წუთებზე ხდება, ასმერვეჯერ კი უკვე ახალი წლის დადგომის პირველ წამებში.

  1. დანია – თეფშების ლეწვა

დანიაში ახალ წელს მეგობრის და მეზობლების სახლის კარისთვის ჭურჭლის სროლა ხანგრძლივი და ახლო მეგობრობის განმტკიცების ნიშანია. ნამსხვრევების რაც უფრო დიდი გროვა დაგხვდებათ კართან, მით უფრო მეტ ადამიანს უყვარხართ და მომავალ წელს უკეთესი იღბალი გექნებათ. ქვეყანაში ამ ტრადიციის მიმდევრები მთელი წლის განმავლობაში უხმარ ჭურჭელს იმარაგებენ.

  1. იტალია – ავეჯის ფანჯრიდან გადაყრა

ახალი წლის დადგომასთან ერთად იტალიელების დევიზია “მოვიშოროთ ძველი”. ტრადიციის მიხედვით, ახალი დასაწყისის სიმბოლოდ იტალიელები, განსაკუთრებით კი ნეაპოლის მკვიდრები, ფანჯრებიდან და აივნებიდან ძველ ავეჯს ყრიან. ტრადიციის ამსახველი სცენა შეგიძლიათ 1988 წლის იტალიურ ფილმში Cinema Paradiso იხილოთ . იმისათვის, რომ ვინმეს სერიოზულად დაშავება თავიდან აირიდონ, როგორც წესი არჩევენ პატარა, რბილი ნივთები გადაყარონ. მსგავსი პრაქტიკა სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგშიც აქვთ, სადაც ხანდახან აივნებიდან ძველ ტექნიკას, მათ შორის მაცივრებსაც კი ყრიან.

 ბონუსი – მეკვლე შოტლანდიაშიც ჰყავთ

საქართველოში არაერთი საახალწო ტრადიციაა დამკვიდრებული, მათ შორის არის მეკვლეობა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა შოტლანდიაშიც არის ფართოდ გავრცელებული და ერთ-ერთ უძველეს ჩვეულებას წარმოადგენს. ამ ტრადიციას quaaltagh ან qualtagh ეწოდება, რაც პირდაპირ თარგმანში პირველ ფეხს ნიშნავს. ტრადიციის მიხედვით, პირველი, ვინც ახალი წლის დადგომის შემდეგ სახლის ზღურბლს გადმოკვეთს საჩუქრებით უნდა იყოს დატვირთული. საჩუქარი შეიძლება იყოს მონეტები, პური, მარილი, ნახშირი ან ცოტა ვისკი, რათა სახლის მაცხოვრებლებს მომავალ წელს იღბალი მოუტანოს. ზოგ შემთხვევაში მეკვლეები კარდაკარ დადიან, მღერიან და საჭმელს აგროვებენ. ეს კიდევ ერთ კელტურ ტრადიციას ჰგავს, როდესაც კარდაკარ მოსიარულე, მომღერალი ჯგუფები საწვავს და საკვებს აგროვებენ, რათა დიდი კოცონი დაანთონ და ძველი წელი ასე გააცილონ. მეკვლის ტრადიცია საბერძნეთშიც არის გავრცელებული. (Xanax)

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist