5 წლის ბრიტანელი ბავშვის გარდაცვალება კოვიდ-ვაქცინებთან დაკავშირებული არაა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

30
VIEWS

10 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა თამუნა ქარელი 2 ფოტო გამოაქვეყნა, პირველზე ქერა ქალი და ბავშვი ჩანან, რომელსაც ნემსს უკეთებენ. მეორე ფოტოზე კი ტვიტერის მომხმარებლის, Helen Blythe-ს ტვიტია, რომელშიც წერს, რომ მისი 5 წლის შვილი გარდაიცვალა, ტვიტს ქერა ბიჭის ფოტო ახლავს. პოსტის ავტორი წერს, რომ დედა ბედნიერი იყო, რომ მისმა შვილმა ექსპერიმენტული ვაქცინა გაიკეთა, ბავშვი კი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
"
გავრცელებული პოსტი ფოტომანიპულაციაა, რეალურად ფოტოებზე ორი სხვადასხვა ბავშვია გამოსახული. პირველ ფოტოზე გამოსახულმა ბავშვმა, რომელიც აშშ-ს კალიფორნიის შტატში ცხოვრობს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ნამდვილად გაიკეთა, თუმცა ის ცოცხალი და ჯანმრთელია. მეორე ფოტოზე გამოსახული ბიჭი კი დიდი ბრიტანეთის ქალაქ პიტერბოროში გარდაიცვალა, თუმცა ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის პრობლემები გახდა და ვაქცინასთან კავშირი არ ჰქონია. ამასთან, დიდ ბრიტანეთში ბავშვების ვაქცინაცია 12 წლიდანაა დაშვებული, ბენედიქტ ბლაიტი კი 5 წლის იყო.

თამუნა ქარელის პოსტი დეზინფორმაციას ფოტომანიპულაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ორი სხვადასხვა ბავშვია გამოსახული, ერთი კალიფორნიიდანაა, მეორე კი დიდი ბრიტანეთიდან.

პირველ ფოტოზე გამოსახული ქალი შვილთან ერთად კალიფორნიაში მცხოვრები ქეი სტაინსაპირია. მისმა 5 წლის შვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ფაიზერის ვაქცინა 10 ნოემბერს გაიკეთა. მას სოციალურ ქსელებში პოსტებით გავრცელებული ფოტო თავად არ აქვს გამოქვეყნებული, თუმცა იმავე დღეს ინსტაგრამსა და ტვიტერზე სხვა ფოტო აქვს გამოქვეყნებული, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ბავშვს იგივე პირბადე უკეთია და იგივე ფერის მაისური აცვია.
"
ქეი სტაინსაპირიას შვილი ცოცხალი და ჯანმრთელია. ის მის ფოტოებს ინსტაგრამზე საკმაოდ ხშირად აქვეყნებს.

"
მეორე ფოტოზე კი ჰელენ ბლაიტის შვილი ბენედიქტ ბლაიტია გამოსახული. ბენედიქტ ბლაიტი 5 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ჰელენ ბლაიტმა ტვიტერზე ნამდვილად დაწერა, თუმცა ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის პრობლემები იყო და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან კავშირი არ ჰქონია. დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 5 წლის ბენედიქტ ბლაიტს პატარა ასაკიდანვე უამრავი ალერგია აწუხებდა, მას ასევე ასთმაც ჰქონდა, ხშირად ავადმყოფობდა და უკვე დიდი ხანია სიცოცხლისთვის იბრძოდა. 1 დეკემბერს ბენედიქტ ბლაიტი სკოლაში ყოფნისას შეუძლოდ გახდა და მალევე გარდაიცვალა. ჰელენ ბლაიტის ტვიტის შემდეგ ერთგვარი კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბენედიქტ ბლაიტის სახელით, 24 საათზე ნაკლებ დროში 18 000 ფუნტზე მეტი შეგროვდა.

ადგილობრივ გამოცემა Peterborough Today-ს ბენედიქტ ბლაიტის შესახებ მომზადებულ სტატიაში მისი მშობლებისა და დის ფოტო აქვს გამოყენებული, ამ ფოტოთიც ნათლად ჩანს, რომ ბავშვის ვაქცინაციის ამსახველ სელფიზე გამოსახული დედა და ჰელენ ბლაიტი ორი სხვადასხვა ადამიანია.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ბავშვებს ვაქცინაცია 12 წლიდან უტარდებათ შესაბამისად, 5 წლის ბენედიქტ ბლაიტი ვაქცინას ვერ მიიღებდა.

"
წყარო: Helen Blythe (Katie Ingram Photography)

გავრცელებული ინფორმაცია Reuters-მაც გადაამოწმა, ისინი ჰელენ ბლაიტს იმეილით დაუკავშირდნენ, მან კი უთხრა, რომ მისი შვილის გარდაცვალებას კორონავირუსის ვაქცინასთან საერთო არაფერი აქვს, Reuters-ს პიტერბოროს ქალაქის საკრებულოშიც იგივე განუცხადეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist