49 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ოჯახის წევრი გულის შეტევას ასახელებს და არა ვაქცინას

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

5
VIEWS

29 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა მამაკაცის ფოტო და პოსტში აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი, 49 წლის გიორგი ალაშვილი სინოფარმის მეორე დოზის გაკეთებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შორე შანიძე წყაროდ ფეისბუქ-მომხმარებელ TorNike Mrevlishvili-ს უთითებს, თუმცა მისი პოსტი ამ დროისთვის აღარ იძებნება.

29 ივნისის 15:40 საათის მდგომარეობით, პოსტს 234 გაზიარება აქვს.

;
შორე შანიძის პოსტი დეზინფორმაციაა. გიორგი ალაშვილის შვილმა აღნიშნული ინფორმაცია ფეისბუქ-პოსტით უარყო. ის წერს, რომ გიორგი ალაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა და არა ვაქცინა. ანზორ ალაშვილი ასევე წერს, რომ გიორგი ალაშვილმა სინოფარმის ვაქცინა გარდაცვალებამდე 1 კვირით ადრე გაიკეთა.

შორე შანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. მის პოსტში გამოთქმული მტკიცების რეალურობა გიორგი ალაშვილის შვილმა, ანზორ ალაშვილმა უარყო. მან  ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მამამისს გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, გულის შეტევა მეორედაც დაემართა და ამის შემდეგ გარდაიცვალა. ანზორ ალაშვილი ასევე წერს, რომ გოგა ალაშვილი სინოფარმის ვაქცინით თავისივე სურვილით, ოჯახის წევრებთან ერთად, გარდაცვალებამდე 1 კვირით ადრე აიცრა.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist