4 მითი ვიზალიბერალიზაციაზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

visa-stamp
39
VIEWS

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით უვიზოდ გამგზავრება შეეძლებათ.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტაბლოიდური თუ კრემლისტური მედიები, ასევე პოლიტიკოსები სხვადასხვა მითებს და დეზინფორმაციებს ავრცელებენ. მითების დეტექტორი გთავაზობთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ძირითადი მითებისა და რეალური ფაქტების მიმოხილვას.

მითი N 1. ვიზალიბერალიზაციის შედეგად, მხოლოდ შეძლებული მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში მოგზაურობას.

ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში მოგზაურობას მნიშვნელოვნად უმარტივებს, რადგან დროის და ფინანსების დაზოგვის საშუალებას იძლევა. ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოსახვედრად 7 ეტაპის გავლა ჭირდებათ. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ კი მხოლოდ 2 ეტაპის გავლა მოუწევთ   (იხ. მასალა და ინფოგრაფიკა).

1

ევროპის ქალაქებში გამგზავრება არა მხოლოდ ძვირადღირებული ავიაკომპანიის მომსახურებით, არამედ გაცილებით იაფადაც შეიძლება. ავიაკომპანია WIZZ AIR-ის ბილეთების ფასები საკმაოდ დაბალია. მაგალითად, ბერლინში შესაძლებელია 105 ლარად (39, 99 ევრო) გაფრენა და დაახლოებით 30 ლარიდან ჰოსტელში საწოლის დაჯავშნა. სურვილის შემთხვევაში, ბერლინში სასტუმროში ნომრის ერთი ღამით დაჯავშნა 93 ლარადაც შეიძლება. ბათუმში სამვარსკვლავიან სასტუმროში სტანდარტული ორადგილიანი ნომრის დაჯავშნა ერთი ღამით 124 ლარი (50 დოლარი) ღირს, ხოლო ავტობუსით გამგზავრება 15-25 ლარამდე ჯდება.

2

მითი N2. ვიზალიბერალიზაცია ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად გამოიწვევს მიგრაციის დიდ ტალღას, რაც ქვეყანას დემოგრაფიული საფრთხით ემუქრება.

ბალტიისპირეთის ქვეყნების საქართველოსთან შედარება უადგილოა, რადგან ესტონეთი, ლიტვა და ლატვია ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან და შესაბამისად ამ ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირის დანარჩენ წევრ ქვეყნებში მუშაობის და ბინადრობის უფლებაც აქვთ. საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არაა, ხოლო მისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება არ გულისხმობს სამუშაოდ ან გრძელვადიანი ვიზიტებით გამგზავრებას.

მითი N 3. ვიზალიბერალიზაცია დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიგვიყვანს. პარალელურად, ევროკავშირი საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს.

ვიზალიბერალიზაციის თემას ხშირად უკავშირებენ მცდარ მტკიცებას თითქოს უვიზო მიმოსვლა საქართველოს დააცარიელებს. ამასთან, უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირს შეუძლია საქართველოს სირიელ ლტოლვილთა ნაკადის მიღება მოსთხოვოს. საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის და შესაბამისად მას ლტოლვილთა მიღების პროცესში ევროკავშირი არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს. ამგვარ მოთხოვნას არც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება და არც რეადმისიის შეთანხმება არ ითვალისწინებს.

მითი N 4 ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ხელშესახებ სიკეთეს არ მოუტანს.

ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეები სავიზო მოსაკრებლისგან სრულად გათავისუფლდებიან და შეეძლებათ მოკლევადიანი ვიზიტით 90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში დაჰყონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს ტურისტული, ოჯახის წევრების ან ნათესავების მონახულება, საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, გამოფენებში მონაწილეობა, მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრეინინგებში ან სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა/დასწრება, სამედიცინო სერვისებით სარგებლობა-მკურნალობა ან ოპერაცია.

შესაბამისად, უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება ნიშნავს ტურიზმის განვითარებას, გაზრდილ კულტურულ და სტუდენტურ გაცვლებს, ახალ საქმიან კონტაქტებს, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების ახალ საშუალებებს, ხალხთა შორის კონტაქტის ხელშეწყობას და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის პარტნიორობის განვითარებას. ეს საბოლოო ჯამში წაადგება საქართველოს ეკონომიკისა და ადამიანური რესურსების მდგრად განვითარებას.

დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის დახმარებით უვიზო მიმოსვლის შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. მ კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეო რგოლი: გზამკვლევი ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისათვის და ითარგმნა აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზუროსურ და რუსულ ენებზე.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/TIujWODZvCM.jpg?itok=6Tf-N8we”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=TIujWODZvCM”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

უვიზო რეჟიმი მოიცავს ევროკავშირის

  • 22 წევრ ქვეყანას ირლანდიის და დიდი ბრიტანეთის გარდა;
  • 4 არაწევრ ქვეყანას – ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეციარია;
  • შენგენის კანტიტატ 4 ქვეყანას – ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

ევროკავშირის /შენგენის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე:

  • არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;
  • არ უნდა იყოს ნასამართლევი ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით
  • არ უნდა არსებობდეს გადაწყვეტილება ევროკავშირის/შენგენის ქვეყნიდან მისი გაძევების შესახებ;
  • არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები
  • არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომელთაც აკრძალული აქვთ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლა.
თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist