300-თა კომიტეტი: დოკუმენტური წიგნი თუ კონსპირაციის თეორია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2k
VIEWS

30 აპრილს ფეისბუკ-გვერდზე Адекватные медиаматериалы გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც საუბარია წიგნზე “300-თა კომიტეტი”. ავტორი აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტური წიგნი მსოფლიოს საიდუმლო მმართველობაზეა. მისი თქმით, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ოფიცერი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პოლკოვნიკი – ჯორჯ კოულმანი 30 წლის განმავლობაში ოლიგარქების ცხოვრებას სწავლობდა, მას საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა და მომავალი მსოფლიო აღწერა, რომელშიც ყველაფერს ორგანიზაცია 300-თა კომიტეტი აკონტროლებს. ავტორის თქმით, კოულმანის წიგნში აღწერილი მოვლენები მსოფლიოში, ბოლო დროს, მიმდინარე მოვლენებს ემთხვევა.

jorj koulmani1 300-თა კომიტეტი: დოკუმენტური წიგნი თუ კონსპირაციის თეორია?

წიგნი 300-თა კომიტეტი არა დოკუმენტური, არამედ კონსპირაციული თეორიაა.  მიუხედავად იმისა, რომ “300-თა კომიტეტის” შესახებ შეთქმულების თეორიები ფართოდაა გავრცელებული, ამგვარი ორგანიზაციის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. 

Google Books-ის რეცენზიის მიხედვით, ჯონ კოულმანი წიგნში ავითარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს 1897 წლიდან არისტოკრატ შეთქმულთა ჯგუფი მართავს  და აკონტროლებს. წიგნის მიხედვით, “300-თა კომიტეტი” განსაკუთრებით ამერიკას და ამერიკულ საზოგადოებას ებრძვის და მის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმა ერთიანი მსოფლიო მთავრობის შექმნას გულისხმობს.

jorj koulmani2 300-თა კომიტეტი: დოკუმენტური წიგნი თუ კონსპირაციის თეორია?

კონსპირაცია N1: მსოფლიოს 300-თა კომიტეტი მართავს, რომელიც ადამიანების ზომბირებასა და დამორჩილებას ისახავს მიზნად.

წიგნის მიხედვით, 300-თა კომიტეტი საიდუმლო ორგანიზაციაა, რომელშიც შედიან: ინგლისის დედოფალი, ევროპის სამეფო ოჯახები, ცნობილი პოლიტიკოსები: ჩემბერლენი, ჩერჩილი, ჯორჯ ლოიდი, ჯორჯ ბუში; ასევე როტშილდების, როკფელერების ოჯახი და სხვა. ამ ადამიანებს მსოფლიოს საიდუმლო მმართველებს, გლობალისტებს უწოდებენ.

შეთქმულების თეორიის ავტორები და მომხრეები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ კომიტეტი არსებობს, მიიჩნევენ, რომ ეს არის საერთაშორისო საბჭო, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას, საბანკო საქმიანობას, ვაჭრობას, მედიასა და სამხედრო სფეროებს განაგებს. ორგანიზაციის მიზნებს კი მისი შვილობილი ორგანიზაციები ასრულებენ: საიდუმლო დაზვერვის სამსახური – MI6, ნატო, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი, სავალუტო ფონდი, რომის კლუბი, მსოფლიო მასონები, ჰარვარდის ფსიქოლოგიური კლინიკა, სხვადასხვა ბანკები – მათ შორის, შვეიცარიის ბანკი. წიგნის მიხედვით, გამიზნულად იქმნება ეკონომიკური კრიზისი,მაგალითად – დიდი დეპრესია. ასევე, სპეციალურად ეწევიან ნარკოპროპაგანდას, რათა ადამიანები ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს მოწყვიტონ.

ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ 300-თა კომიტეტის პირობებში,  ყველა ადამიანს ექნება საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ნატოს ბრიუსელის ბაზაში შეიყვანენ. Ბაზის ფაილზე წვდომა კი ერთიანი მსოფლიოს ყველა დამფუძნებელს ექნება.

მტკიცება, თითქოს ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა შეიქმნას სოციალურ ქსელში ადრეც ვრცელდებოდა. Აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიას ხშირად სწორედ ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას უკავშირებდნენ და წარმოაჩენდნენ როგორც გლობალური კონტროლის მიზნით თავსმოხვეულ მოვლენას, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი და „ციფრული დიქტატურის“ დამყარების მიზნით ვრცელდება. მაგალითისთვის, კონსპირაციის გასამყარებლად, ვრცელდებოდა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეთიუ ჰენკოკის პირბადიანი ფოტოსურათ, წარწერით “666 NWO”. ფოტოს გამოვრცელებლები ამტკიცებდნენ, რომ  აბრევიატურა NWO სიონისტურ-მასონურ იდეოლოგიურ ტერმინს “ New World Order”-ს,ანუ  “ახალ მსოფლიო წესრიგს ნიშნავს”. Ამ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის სტატია:

კონსპირაცია N2: ომებისა და ორგანიზებული პანდემიების დახმარებით 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 4 მილიარდით შემცირდება

წიგნის ერთ-ერთი კონსპირაცია ომებისა და ორგანიზებული პანდემიების დახმარებით 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 4 მილიარდით შემცირებაა. აღწერის მიხედვით,  ხელოვნურად შეიქმნება სამედიცინო დახმარების, საკვებისა და წყლის დეფიციტი, რათა მსოფლიო მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი არსებობა ,,300-თა’ კომიტეტის” კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. “ბუნებრივი ნედლეული, საკვები და წყალი დაბალი ფენებისათვის მინიმალურ დონეზე უნდა იქნეს შენარჩულებული, დაწყებული დასავლეთ ევროპის თეთრკანიანი მოსახლეობითა და  ჩრდილოეთ ამერიკით, დამთავრებული სხვა დანარჩენით. კანადის, ჩრდილოეთ ევროპისა და აშშ-ს მოსახლეობას უფრო მეტად შეეხება საფრთხე ვიდრე სხვა კონტინენტებს, მანამ, სანამ მსოფლიო მოსახლეობა მიაღწევს სავარაუდოდ 1 მილიარდს, საიდანაც 500 მილიონი ჩინელები და იაპონელები იქნებიან”- აღნიშნულია წიგნში.

აღსანიშნავია, რომ წარსულში 300-თა კომიტიტეტის წიგნის ცალკეული ფრაგმენტები ვრცელდებოდა და მას სხვადასხვა პოლიტიკოსებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს უკავშირებდნენ.  მაგალითად, მტკიცებას, თითქოს მსოფლიო 2050 წლისთვის 4 მილიარდით უნდა შემცირდეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს კლაუს შვაბს მიაწერდნენ. გარდა ამისა, ციტატას, 300-თა კომიტეტის წიგნიდან, რომელშიც აღნიშნულია, რომ  “300-თა კომიტეტმა” საირუს ვენსს დაავალა ანგარიშის მომზადება, თუ რომელი გზაა საუკეთესო მოსახლეობის გენოციდის განსახორციელებლად, ამერიკის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ზბიგნევ ბჟეზინსკის უკავშირებდნენ. 

გაეროს, 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, მომავალ წლებში მსოფლიოს მოსახლეობის ზრდაა მოსალოდნელი. 2050 წლისთვის მოსახლეობა 9,7 მილიარდს მიაღწევს, 2100 წლისთვის კი 11 მილიარდი გახდება. პროგნოზის მიხედვით, 2050 წლამდე გლობალური მოსახლეობის სავარაუდო ზრდის ნახევარზე მეტი ცხრა ქვეყანაში იქნება: ინდოეთი, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, ინდონეზია, ეგვიპტე და ამერიკის შეერთებული შტატები (მოსალოდნელი ზრდის კლებადობით).

ახალ მსოფლიო წესრიგზე გავრცელებული კონსპირაციები Მითების დეტექტორმა ადრეც გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist