3 ყალბი გვერდი სამოქალაქო საარჩევნო კომიისის სახელით და ცესკოს რეალური ბრალდებები

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

47
VIEWS

5 ოქტომბერს მოძრაობა სიცრცხვილიას და PIA-ს იცინიატივით შექმნილმა სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის დაცულობის ცენტრი მათ საარჩევნოდ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, თუმცა რეალურად გვერდი, რომელზეც ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა ყალბია.

“მითების დეტექტორმა” გადაამოწმა, და აღმოაჩინა, რომ სამოქალაქო საარჩევნო კომისიის სახელით 3 ყალბი გვერდია შექმნილი. მათგან ერთ-ერთი გვერდი წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო საარჩევნო კომისიის რეალური გვერდის იდენტურ პოსტებს ავრცელებდა, ხოლო უშუალოდ არჩევნების დღეს განსხვავებული, დეზინფორმაციული პოსტების გამოქვეყნება დაიწყო.

3 სექტემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის (PIA) ერთობლივი ინიციატივით ახალი პლატფორმა, სამოქალაქო საარჩევნო კომისია შეიქმნა, რომლის მიზანს არჩევნების გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. 2 სექტემბერს ფეისბუქზე ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიც შეიქმნა. აღწერაში გვერდს არაკომერციული ორგანიზაცია აქვს მითითებული. 6 ოქტომბრის მდგომარეობით, გვერდს 4 255 მოწონება აქვს.

"

მოგვიანებით სოციალურ ქსელში ამავე სახელის მქონე 3 ყალბი გვერდი გამოჩნდა, რომლებიც ორგანიზაციის სახელით მოქმედებდნენ და არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას ავრცელებდნენ. 3-დან 2 გვერდს აღწერაში პოლიტიკოსი აქვს მითითებული, ერთს კი მედია. 2 გვერდი 24 სექტემბერს არის შექმნილი, ხოლო ერთი – 25 სექტემბერს. მათი გამომწერების რაოდენობაც განსხვავებულია.

"

გვერდზე, რომელიც სამოქალაქო საარჩევნო კომისიის სახელით 24 სექტემბერს დარეგისტრირდა და აღწერაში მედია/საინფორმაციო კომპანია აქვს მითითებული, პოსტები განთავსებული არ არის და გვერს 0 გამომწერი ჰყავს.

მისგან განსხვავებით, 24 სექტემბერს შექმნილ ამავე სახელწოდების გვერდზე, რომლის აღწერაში პოლიტიკოსია მითითებული და 0 გამომწერი ჰყავს, 25 სექტემბერს 2 პოსტია განთავსებული.

"

იდენტური პოსტები სამოქალაქო საარჩევნო კომისიის რეალურ ფეისბუქ გვერდზე 14 და 16 სექტემბერს გამოქვეყნდა.

"
რაც შეეხება მესამე გვერდს, რომელიც 25 სექტემბერს შეიქმნა და აღწერაში ასევე პოლიტიკოსი აქვს მითითებული, მას 6 ოქტომბრისთვის 65 მოწონება და 67 გამომწერი ჰყავს. გვერდზე არაერთი პოსტია განთავსებული. წინასაარჩევნო პერიოდში გვერდზე განთავსებული ყველა პოსტი გადატანილია სამოქალაქო საარჩევნო კომისიის რეალურ გვერდიდან, სადაც იდენტური პოსტები რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა.

რეალური ყალბი
" "
" "
" "
" "
" "
" "
" "
" "
" "

უშუალოდ არჩევნების დღეს კი ყალბმა გვერდმა რეალური გვერდისგან განსხვავებული, დეზინფორმაციული შინაარსის პოსტების გამოქვეყნება დაიწყო. პოსტებში მოყვანილი ინფორმაცია არც სამოქალაქო საარჩევნო კომისიის რეალურ ფეისბუქ გვერდზე და არც მათ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

სწორედ ამ გვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტი მოხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებულ ვიდეოში, რომელშიც საუბარი იყო არჩევნების დღეს გავრცელებულ დეზინფორმაციაზე. ვიდეოში ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერი თორნიკე გოგისვანიძე ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდის გადაცემა დაავიწყდა და ამ მიზეზით უბნები დროულად ვერ გაიხსნა, ყალბია. ფონად მოყვანილია სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ყალბი გვერდის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, თუმცა ვიდეოში აღნიშნული არ არის, რომ ეს ორგანიზაციის ნამდვილ გვერდს არ წარმოადგენს.

"

ცესკოს განცხადებას გამოეხმაურა სამოქალაქო საარჩევნო კომისია. პოსტში აღნიშნულია, რომ მათ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ გამოქვეყნებულა და გვერდი, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს, ყალბია.

აღსანიშნავია, რომ ყალბ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია და თანდართული ფოტოები ზოგიერთ შემთხვევაში ერთმანეთს აცდენილია. მაგალითისათვის, ხსენებულ პოსტს ქუთაისში უბნების დაგვიანებით გახსნის შესახებ ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაღებული ფოტო აქვს დართული, ხოლო პოსტს ქობულეთში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების უბნებიდან გაძევების შესახებ ენმ-ს წევრის, თინა ბოკუჩავას ფოტო, რომელზეც ასახულია, როგორ გაჰყავს ის პოლიციას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან 2019 წლის 19 მაისს.

"

გვერდს 2 ოქტომბრის არჩევნების კონტექსტში გამოყენებული აქვს კიდევ ერთი ფოტო 2019 წლიდან, რომელზეც არა საარჩევნო უბანზე, არამედ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მომხდარი დაპირისპირებაა ასახული.

""

კიდევ ერთი ფოტო, რომელიც თითქოს გამტყდარ საარჩევნო ურნას ასახავს, აღებულია კრემლისტური მედია სპუტნიკის ქართული სამსახურის 2020 წლის მასალიდან.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist