3 მითი საბჭოთა კავშირის შესახებ

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

ჰტგ
1.1k
VIEWS

2019 წლის 3 სექტემბერს კრემლისტურმა ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” საზოგადეობა “სტალინელის” ხელმძღვანელის გრიგოლ ონიანის სტატია გამოაქვეყნა, რომლის ძირითადი მიზანიც საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივება იყო. ამას მოჰყვა 4 სექტემბერს დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის განცხადება, თითქოს საბჭოთა კავშირის დაშლამ ჰუმანიტარული კატასტროფა მოიტანა და 30 წლის შემდეგაც იგივე მდგომარეობაა. დეპუტატის განცხადებას კლემლისტური Facebook გვერდის “პოლიტიკანო” და ულტრანაციონალისტური “ანტი-პარადოქსი” იდენტური მხარდამჭერი კომენტარით გამოეხმაურნენ. მათ მიზანი ასევე საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გაღვივება იყო.

4 სექტემბერს Sputnik Abkhazia-მ ასევე გამოაქვეყნა მარია ზახაროვას განცხადება, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სკიპერი საბჭოთა კავშირს დეკოლონიზაციის მოტივატორად და ომის შედეგად დანგრეული ქვეყნების აღმშენებლად მოიხსენიებს.

"

გრიგოლ ონიანი: “სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ სოციალიზმის დივერსიული დამხობით საბჭოთა კავშირში დაიკარგა კაცობრიობის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა… არსებობს ქვეყნის განვითარების მხოლოდ ერთი ფორმა, რომელმაც გაუძლო მსოფლიო კრიზისებს და გადაარჩინა ცივილიზაცია (მეორე მსოფლიო ომში). ეს არის სტალინიზმი სრულიად ახალი ფორმითა და შინაარსით.”

ბექა ნაცვლიშვილი: “საბჭოთა კავშირი როდესაც დაინგრა, ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ჰუმანიტარული კატასტროფა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის იმიტომ, რომ დაგეგმითი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე ძალიან სწრაფად გადავედით და რა თქმა უნდა, ადამიანებმა ამას ფეხი ვერ აუწყვეს.შესაბამისად, ჩვენ, რიგი ქვეყნები ვიმყოფებით იგივე ტრაგიკულ და კატასტროფულ მდგომარეობაში, როგორშიც ვიმყოფებოდით 30 წლის წინ.”

"

პოლიტიკანო: “საქართველომ ყველაზე მტკივნეულად გამოსცადა ეს ჰუმანიტარული კატასტროფა თავის თავზე. 30 წლის განმავლობაში, ნეოლიბერალური ექსპერიმენტების შედეგად საქართველო იქცა ბანანის რესპუბლიკად და თანამედროვე დასავლურ კოლონიად. გაჩანაგებული ეკონომიკა, გაურესებული ცხოვრების დონე, კატასტროფულად შემცირებული მოსახლეობა, ღირსებადაკარგული ხალხი – აი რა მივიღეთ”

"

მარია ხაზაროვა: “საბჭოთა კავშირი იყო ის, ვინც სტიმული მისცა დეკოლონიზაციის პროცესებს აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. მან ასევე მხარი დაუჭირა ევროპაში რეგიონალურ უსაფრთხოებას და ამავე დროს განადგურებული ქვეყნების ეკონომიკური ინფრასტრუქტურა საკუთარი ძალებით შექმნა.”

"

მითი 1 – საბჭოთა კავშირის დანგრევამ და ნეოლიბერალურმა რეფორმებმა 30 წლის განმავლობაში ეკონომიკა დააზარალა და ცხოვრების დონე დაბლა დაწია.

რელობა 1 – დღეს ეკონომიკა და ცხოვრების დონე ბევრად გაუმჯობესებულია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პირველ წლებში საქართველომ ეკონომიკური კოლაფსი მართლაც განიცადა, რამაც მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა 61%-ით შეამცირა. ეს გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორებით, როგორებიცაა: სამოქალაქო ომი, რუსეთთან კონფლიქტები, კრიმინალი, კორუფცია, საბაზრო ეკონომოკის არ ცოდნა და სხვა.

ამის მიუხედავად, კონფლიქტების დასრულების შემდგომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში კვლავ განახლდა (1995 წ.), რაც ეკონომიკური რეფორმებისა, უცხოური ინვესტიციების ზრდის, მშვიდობის დამყარების და სხვა მიმდინარე პროცესების დამსახურება იყო. ამას შემდგომ მოსდევს 2004-2007 წლები, რომელი პერიოდიც ეკონომიკური სწრაფი ზრდით არის ცნობილი. 2004 წელს ეკონომიკის ზრდა 5.8%, ხოლო 2007 წელს ზრდა – 12.6%, რაც სწორედ ნეოლიბერალური რეფორმების შედეგი იყო. ასეთმა გარდასახვამ შემდგომში განაგრძო ეკონომიკური ზრდა, რამაც 2014 წელს მშპ-ის რეკორდული მაჩვენებელი 16.51 მილიარდი (აშშ დოლარი) აჩვენა, ხოლო 2018 წელს 16.21.

მშპ-ის ცვლილება საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე იხილეთ ცხრილის სახით.

"
წყარო: tradingeconomics.com

საზოგადოების განვითარების შეფასებისთვის ერთ-ერთ დამხმარე საშუალებათ გამოიყენება ჰუმანური განვითარების ინდექსი (HDI), რომელიც ინდექსს სხვადასხვა მონაცემების მიხედვით ითვლის: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად.

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დღემდე გაიზარდა. თუ 1990 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70.3 წელი იყო, 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 73.4-ს მიაღწია.

1990 70.3
1995 70.5
2000 71.9
2005 72.7
2010 72.6
2015 73.1
2016 73.3
2017 73.4

წყარო: გაეროს განვითარების პროგრამის სტატისტიკა 

აღსანიშნავია მეორე მაჩვენებლის შედეგებიც, რომელიც ძირითადად განათლებასთან არის დაკავშირებული. გაეროს განვითარების პროგრამის სტატისტიკის მიხედვით, განათლების მიღების პირველი მაჩვენებელი (განათლების მიღებისთვის დასათმობი მოსალოდნელი წლების რაოდენობის საშუალო სიდიდე (ბავშვების შემთხვევაში)) 1990-2017 წლებს შორის 2.6 წლით, ხოლო მეორე მაჩვენებელი (25 ან მეტი წლის ადამიანის მიერ განათლების მიღებისთვის დათმობილი წლების რაოდენობის საშუალო სიდიდე) 1.1 წლით გაიზარდა.

წელი პირველი მაჩვენებელი მეორე მაჩვენებელი
1990 12.4
1995 10.9
2000 11.7 11.7
2005 12.6 12.1
2010 13.3 12.2
2015 14.7 12.77
2016 15.0 12.8
2017 15.0 12.8

წყარო: გაეროს განვითარების პროგრამის სტატისტიკა 

მესამე ნაწილი, ცხოვრების დონის პარამეტრი – ერთ სულ მოსახლეზე ერთობლივი ეროვნული პროდუქტით ხასიათდება. ამ შემთხვევაშიც საქართველოს მატება აქვს. თუ 1990 წელს ეს მაჩვენებელი 7,859 იყო, 2017 წელს მან 9,186 შეადგინა, რაც 21.0%-იანი ზრდა არის.

ასევე, ერთ-ერთი საშუალება, რომ განვსაზღვროთ ქვეყნის სოციალური განვითარება, არის ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. გაეროს მონაცემების მიხედვით, საქართველოს ამ მაჩვენებელშიც დადებითი შედეგი აქვს და საბჭოთა საქართველოსთან შედარებით, დამოუკიდებელ საქართველოში ეს მაჩვენებელი რადიკალურად შემცირებულია. თუ 1975 წელს მაჩვენებელი 1000 კაცზე 56.2 ადამიანი იყო, 2017 წელს 9.7-მდე დაიწია.

"
ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1000 კაცზე)

ამავე მონაცემების მიხედვით, 5-14 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებელი 1989 წელს 7.8 იყო, ხოლო 2017 წელს 2.6. თუ 1989 წელს საქართველოში 5-14 წლის 687 ბავშვი გარდაიცვალა, 2017 წელს ეს რაოდენობა მხოლოდ 127 იყო.

ასევე გაზრდილია ურბანულ ტერიტორიაზე დასახლებული ადამიანთა რაოდენობაც. თუ 1960 წელს ურბანულ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 43.069% იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 58.632%-ს მიაღწია.

"
ურბანულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა 

მითი 2 – საბჭოთა კავშირმა მსოფლიო გლობალური კატასტროფისგან იხსნა, მან დეკოლონიზაციის პროცესს ხელი შეუწყო

რეალობა 2 – დეკოლონიზაციას ბიძგი სხვადასხვა საშინაო და საგარეო ფაქტორებმა მისცა, საბჭოთა კავშირს მხოლოდ სათავისო გეგმები ჰქონდა კომუნიზმის ექსპანსიისთვის

დეკოლონიზაცია – პროცესი როდესაც სხვადასხვა კოლონიები აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში გათავისუფლდნენ კოლონიზატორებისგან და დამოუკიდებლობა მოიპოვეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ევროპის სახელმწიფოებს არ ჰქონდათ საკმარისი რესურსები, რომ ოკეანის გადაღმა კოლონიებში სხვადასხვა აჯანყებები ჩაეხშო. ასეთ ეკონომიკურ გასაჭირს დაემატა კოლონიებში ნაციონალისტური მოძრაობები, რომელთა მთავარი მიზანს დამოუკიდებლობა წარმოადგენდა. შედეგად, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა კოლონიზატორებმა კოლონიები ნელ-ნელა დატოვეს.

"

დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთი 1947 წელს, პალესტინა 1948 და ეგვიპტე 1956 წელს დატოვა. 50-იანებსა და 60-იან წლებში ასევე დატოვა აფრიკაც. საფრანგეთმა ვიეტნამი 1954 წელს დატოვა, ჩრდილო-აფრიკული კოლონიები კი 1962 წლისთვის. პორტუგალიამ აფრიკული კოლონიები 70-იან წლებში დატოვა.

მარია ზახაროვას მტკიცებით, საბჭოთა კავშირმა მსოფლიო გლობალური კატასტროფისგან იხსნა, სწორედ ის იყო ვინც კოლონიალიზმის პროცესს ხელი შეუწყო. მართალია, საბჭოთა კავშირს ანტიკოლონიალური წარმოდგენები ჰქონდა, თუმცა ამისი მიზანი მსოფლიო გლობალური კატასტროფა არ იყო. სსრკ-ის მთავარი საზრუნავი დეკოლონიზაციის მხარდაჭერაში კომუნიზმის გავრცელება იყო. მან მართლაც მოახერხა კომუნიზმის გაბატონება გარკვეულ სახელმწიფოებში, რამაც ამ კონკრეტული ქვეყნებისთვის უარყოფითი შედეგები მოიტანა.

"
წყარო: https://bit.ly/2lEYO9O

აღნიშნული კარიკატურა კარგად გამოხატავს საბჭოთა კავშირის მთავარ ინტერესს. “მშვიდობით კოლონიალიზმს!” 1950-იანი წლების დასაწყისში, ბერლინში დაბადებული ჰოლანდიელი ანიმატორის ფრიც ბრეინდტის კრიტიკა საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა აზიის და შუა აღმოსავლეთის დეკოლონიზაციის ტალღის გამოყენებას, რათა ხელი შეეწყო ამ ახლად დამოუკიდებელ ქვეყნებში კომუნისტური იდეოლოგიის განვითარებისთვის. მარცხნივ ევროპა ტოვებს კოლონიებს, მარჯვნივ კი მათ ადგილს ხრუშჩოვი და ბულგანინი (სსრკ) იკავებენ.

მართალია, საბჭოთა კავშირი ხელს უწყობდა დეკოლონიზაციის პროცესს, თუმცა იყო ეს გლობალური კატასტროფის თავიდან აცილებისკენ გადადგმული ნაბიჯი? საინტერესოა, რა შედეგები მოიტანა კომუნიზმის გავრცელებამ ახლად გათავისუფლებულ სახელმწიფოებში.

საბჭოთა კავშირის მიერ კომუნიზმის გავრცელებამ მრავალ სახელმწიფოში იგივე შედეგი მოიტანა, რაც თავად სსრკ-ში: დამყარდა ტირანია, დაიღუპა მრავალი ადამიანი (კამბოჯას სიკვდილის ველი), სხვადასხვა სახელმწიფო შიმშილობამ მოიცვა (ჩრდ. კორეა, ეთიოპია), შეიზღუდა თავისუფალი სიტყვა, რელიგიის თავისუფლება და საკუთრების უფლება.

"
კამბოჯა, წითელი ქმერების მიერ განხორცილებული გენოციდი, მსხვერპლთა მემორიალი

"
კომუნიზმის გავრცელების შედეგი ჩრდ. კორეაში, ღამის განათება

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი ილია სომინი ვაშინგტონ პოსტის სტატიაში წერს: “იქ, სადაც კომუნისტური და არაკომუნისტური სახელმწიფოები არსებობდნენ ახლო სიახლოვეში, სწორედ კომუნისტები იყენებდნენ კედლებს და სიკვდილის საფრთხეს, რათა თავიანთი ხალხი შეეჩერებინათ, რომ არ გაქცეულიყვნენ იმ საზოგადოებაში, რომელსაც უფრო დიდი შესაძლებლობები ჰქონდა.”

"
იხილეთ BBC-ის მცირე სიუჟეტი ეთიოპიის შიმშილობაზე.

მითი 3 – საბჭოთა კავშირი რეგიონალურ უსაფრთხოებას უჭერდა მხარს

რეალობა 3 – საბჭოთა კავშირის ისტორია რეგიონში მუდმივ კონფლიქტებთანაა დაკავშირებული

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ საბჭოთა კავშირმა თითქმის მთლიანი აღმოსავლეთ ევროპის ოკუპაცია მოახდინა (ალბანეთი, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკეთი, უნგრეთი, აღმოსავლეთ გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი და იუგოსლავია).

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას მტკიცება, თითქოს საბჭოთა კავშირი რეგიონალურ უსაფრთხოებას უჭერდა მხარს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სწორედ სსრკ მონაწილეობდა რეგიონში გარკვეულ სისხლიან ოპერაციებში:

  • უნგრეთის აჯანყება (1956) იყო ერთ-ერთი პირველი და დიდი მასობრივი, რომელიც საბჭოთა ჯარებმა მკაცრად ჩაახშეს. დემონსტრანტების მოთხოვნა საბჭოთა ჯარების გასვლა, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ეკონომიკური სისტემის და საერთაშორისო ურთიერთობების გადახედვა, დამნაშავე კომუნისტების დასჯა  იყო.
  • თბილისის სისხლიანი 9 მარტი, 1956. დემონსტრანტების მასობრივი დარბევა ქ.თბილისში, რომელსაც დაახლოებით 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დემონსტრანტები 1956 წლის სკკპ-ს მე-20 დახურულ ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვის ანგარიშსა და ცნობილ “სტალინის და პიროვნების კულტის დაგმობას” აპროტესტებდნენ. საბჭოთა კავშირი უმოწყალოდ გაუსწორდა მონაწილეებს, რათა აქცია  ჩაეხშო.
  • პრაღის გაზაფხული 1968. უნგრეთის მოვლენების შემდეგ პრაღაშიც მსგავსი მოვლენები განვითარდა. დემოკრატიული გარდაქმნების მსურველი საზოგადოება საპროტესტოდ პრაღის ქუჩებში გამოვიდა, რასაც საბჭოთა ჯარების მიერ მკაცრი რეაგირება და მათი დარბევა  მოჰყვა.

ბუდაპეშტი – პრაღა – თბილისი

"

 

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist