3 დეზინფორმაცია, რომელიც უკრაინაზე რუსულ პროპაგანდისტულ პლატფორმებზე ვრცელდება

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

18.3k
VIEWS

1 მარტს რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო ეთერში უკრაინის ომთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში მოცემულია ინტერვიუები სკოტ რიტერთან, 1991-1998 წლებში გაეროს იარაღის ინსპექტორთან ერაყში და ამერიკელ მწერალთან გონსალო ლირასთან, რომელიც აცადებს, რომ რუსეთის  სამიზნე უკრაინის მოსახლეობა არ არის, განსხვავებით ზელენსკისგან, რომელსაც უკრაინაში ხელოვნური ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა სურს.

სკოტ რიტერის რუსულად გახმოვანებული ინტერვიუ სირიელ ჟურნალისტ რიჩარდ მედჰერსტთან, რომელიც რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში ფიგურირებს, შემდეგი პლატფორმებით გავრცელდა:

 ინეტრვიუს ვრცელ ვერსიაში რიტერი ამბობს, რომ  რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა მარიუპოლი (უკრაინის ერთ-ერთი ქალაქი) ერთ საათზე ნაკლებ დროში აიღეს“ და უკრაინის არმია სრულიად ქმედუუნაროა.

გარდა ამისა, 3 მარტს Facebook ჯგუფში- Наш выбор В.В.Путин-ც გავრცელდა გონსალო ლირას განცხადებები, რომელიც რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში გაკეთებული კომენტარის იდენტურია. ლირა ამბობს, რომ არ არსებობს ფართომასშტაბიანი ბრძოლები ასობით ან ათასობით მსხვერპლით და რუსული არმია უკრაინაში ფეხის წვერებზე დადის. იდენტური ვიდეო და ტექსტი გამოქვეყნდა ფეისბუქ ჯგუფში ЗА ПУТИНА – ЗА РОССИЮ , Вооруженные Силы России ასევე გაავრცელა РИА Новости Крым-მა. გონსალო ლირა ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვა დოლარს გაანადგურებდა.

Screenshot 3 3 3 დეზინფორმაცია, რომელიც უკრაინაზე რუსულ პროპაგანდისტულ პლატფორმებზე ვრცელდება

აღნიშნული ვიდეოები 3 დეზინფორმაციულ მტკიცებას შეიცავს: 1.უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგაც კი, ქალაქი მარიუპოლი რუსულ ჯარებს არ აუღიათ. 2. რუსეთის SWIFT-დან გათიშვა ამერიკისთვის გამანადრურებელი არ ყოფილა და მაშინ, როდესაც რუბლი გაუფასურებას განაგრძობს, აშშ დოლარის კურსი მზარდია 3. რუსეთის სამხედრო მოქმედებებს კი უკრაინაში 2 მარტის მდგომარეობით, 2000-მდე ადამიანის სისცოცხლე ემსხვერპლა.

  • მარიუპოლი რუსებს ერთ საათზე ნაკლებ დროში არ აუღიათ.  უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგაც კი, ქალაქი მარიუპოლი ბრძოლის ხაზს ამაგრებს და რუსულ ჯარებს არ აუღიათ.

რიჩარდ მედჰარსტის მიერ სკოტ რიტერთან  25 თებერვალს ჩაწერილი ინტერვიუს ვრცელ ვერსიაში, ის ამბობს, რომ რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა მარიუპოლი (უკრაინის ერთ-ერთი ქალაქი) ერთ საათზე ნაკლებ დროში აიღეს“ და უკრაინის არმია სრულიად ქმედუუნაროა. ეს მტკიცება stopfake.org-მაც გადაამოწმა. 

რეალურად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგაც კი, ქალაქი მარიუპოლი ბრძოლის ხაზს ამაგრებს და რუსეთის ჯარებს არ აუღიათ.  2 მარტს მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქი უკვე მრავალი საათია თავდასხმის ქვეშ იმყოფება, პარალელურად კი დაბომბვა ქალაქის საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ომის პირველი კვირის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინის ვერცერთი დიდი ქალაქი ვერ აიღეს.

რაც შეეხება “უკრაინის ჯარის ქმედუუნარობას”, ეს რუსული პროპაგანდის კიდევ ერთი გზავნილია.  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული არმიის ჯამური საბრძოლო დანაკარგები საკმაოდ დიდია და 2022 წლის 4 მარტის მდგომარეობით  დაახლოებით 9166 სამხედრო პერსონალს, 251 ტანკს, 939 ჯავშანტექნიკას, 105 საარტილერიო სისტემას,  დაახლოებით 33 თვითმფრინავსა და 37 ვერტმფრენს შეადგენს.

Screenshot 4 3 3 დეზინფორმაცია, რომელიც უკრაინაზე რუსულ პროპაგანდისტულ პლატფორმებზე ვრცელდება

  • ამერიკელ მწერალი გონსალო ლირა უკრაინის ომთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვან მოსაზრებებს ავრცელებს. რუსეთის SWIFT-დან გათიშვა ამერიკისთვის გამანადრურებელი არ ყოფილა

გონსალო ლირას ინტერვიუ არაერთ რუსულ ტელე თუ ონალიან მედიაში გაშუქდა. მისი თქმით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ კლავს და შეტაკებები უკრაინელებს შორის ხდება, ეს ყველაფერი კი ზელენსკის რეჟიმის ნაწილია, რომელიც მოსახლეობას ფარად იყენებს. გონსალო ლირას შესახებ ინფორმაცია stopfake.org-მა გადაამოწმა. 

მათი ინფორმაციით, გონსალო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. თებერვლის დასაწყისში ის ამბობდა, რომ შეერთებულ შტატებს “რუსეთის ომში ჩათრევა” და  უკრაინის წაქეზება სურს, რათა უკრაინა რუსეთის ფედერაციას თავს დაესხას.

Screenshot 5 2 3 დეზინფორმაცია, რომელიც უკრაინაზე რუსულ პროპაგანდისტულ პლატფორმებზე ვრცელდება

თავდაპირველად ის აცხადებდა რომ რუსეთი იძულებული გახდა ომი დაეწყო. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში კი წერდა, რომ „რუსეთის SWIFT-დან გათიშვა დოლარს გაანადგურებს“ და ამით დასავლეთი საკუთარ თავს აყენებს ზიანს.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის ადგილობრივ მოსახლეობაზე იარაღის გაცემა იმიტომ მოხდა, რომ კიევში “ქაოსი და ძარცვა” დაიწყოს, ხოლო დასავლეთმა – “სისხლიანი ომის” სურათი შექმნას, რომელიც  “თითქოს რუსეთმა გააჩაღა“. ის ზელენსკის რეჟმს ბოროტს უწოდებს და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სწორედ მას აბრალებს. 

რეალურად, რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ამერიკული დოლარის განადგურება არ გამოუწვევია. SWIFT არის „მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის  საზოგადოება“, რომელიც ხელს უწყობს სწრაფი ტრანსსასაზღვრო გადახდების შესრულებას, რათა საერთაშორისო ვაჭრობის ნაკადი იყოს შეუფერხებლი. 

რუსული ბანკების SWIFT-დან გამორიცხვა რუსეთს  მთელ მსოფლიოში ფინანსურ ბაზრებზე წვდომას უზღუდავს. რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს გაუჭირდებათ იმპორტისთვის ფულის  გადახდა და ნაღდი ფულის მიღება ექსპორტიდან, სესხის აღება ან უცხოეთში ინვესტირება.

Reuters-ის თქმით, ამ პროცესს სხვა ქვეყნებზეც ექნებათ გაველნა, თუმცა ამერიკული დოლარი მათ შორის ნახსენები არ არის. ეს პროცესი უფრო მეტად იმ ქვეყნებს შეეხება, რომელთათვისაც რუსეთს იმპორტის ან ექსპორტის ბაზრის დიდი წილი ეკავა. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, ნიდერლანდები და გერმანია მისი მეორე და მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან, თუმცა რუსეთი არც ერთი ამ ქვეყნის საექსპორტო ბაზრის ათეულში არ არის.

ამასთან, რუსული ბანკების SWIFT-დან გამორიცხვამ უკვე მოახდინა გავლენა რუბლზე, რომელიც გასული კვირის მანძილზე 26 %-ით დაეცა და ვარდნას კვლავ განაგრძნობს 

მაშინ, როდესაც დოლარის და ევროს კურსი მყარდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 თვის მანძილზე გასულ კვირას დოლარს ყველაზე დიდი ყოველკვირეული ზრდა ჰქონდა. 

  • რუსეთის სამხედრო მოქმედებს კი უკრაინაში 2 მარტის მდგომარეობით 2000-მდე ადამიანის სისცოცხლე ემსხვერპლა. 

რაც შეეხება განცხადებას, რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ კლავს, ტელეგრამ არხებსა და საერთაშორისო მედიაში უკრაინაში მშვიდობიანი მოსალხეობაზე თავდასხმის არაერთი კადრი გავრცელდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ომის შვიდი დღის განმავლობაში 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი აცხადებს, რომ დაღუპულთაგან 21 ბავშვია, 55 ბავშვი კი საბრძოლო მოქმედდებების შედეგად დაშავდა.

ამ თემაზე გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნიდა და ქალაქებს არ ბომბავდა “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:

გონსალო ლირა საკუთარ განცხადებებს ტელეგრამის არხზე აკეთებს, სადაც ომის ამსახველი კადრების არც ფოტოები და არც ვიდეოები არ ვრცელდება. 26 თებერვალს ის Youtube-ზეც გამოჩნდა. მის YouTube არხზე ამ დღეების განმავლობაში 7  ვიდეოა ჩაწერილი. ამერიკულ ფორუმებზე Reddit-სა და Quora-ზე გონსალო ლირა ლოპესის გეოპოლიტიკურ ანგარიშებს რუსული პროპაგანდითა და ულტრამემარჯვენე იდეებით გაჟღენთილს უწოდებენ და ირონიით განიხილავენ.

ვინ არის რიჩარდ მედჰარსტი ?

რიჩარდ მედჰარსტი, პირად ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, ჟურნალისტია, რომელიც 1992 წელს  დამასკოში, სირიაში დაიბადა. მისი დედა სირიელია, მამა კი ბრიტანელი, ორივე მათგანი გაეროს სამშვიდობო და სადამკვირვებლო მისიებში მსახურობდნენ და იყვნენ გაეროს მშვიდობისმყოფელებს შორის, რომლებსაც ნობელის პრემია 1988 წელს მიენიჭათ.

მისივე ვებ-გვერდის თანახმად, ის ხშირად მონაწილეობს Russia Today (RT), Al Mayadeen, Alikhbaria, Black Agenda Report, The Canary და სხვა საერთაშორისო საინფორმაციო გამოშვებებში.

მის გვერდზე განთავსებული სტატიებიდან და ვიდეო გამოსვლებიდან იკრვევა, რომ რიჩარდ მედჰარსტი აშშ-ს ამჟამინდელ მთავრობას აკრიტიკებს და ახლო აღმოსავლეთში მის პოლიტიკას იმპერიალისტურს უწოდებს,  ის ასევე გამოდის ანტი-სემიტური და პრო-რუსული განცხადებებით. რუსეთი- უკრაინის მიმდინარე ომის შესახებ მისი ვიდეობის უმრავლესობაში მედჰარსტი უკრაინას ომის ამსახველი ფატების გაყალბებაში ადანაშაულებს და უკრაინას დასავლეთის მიერ შეწირულ მსხვერპლად მოიხსენიებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist