3 დეზინფორმაცია, რომელიც ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

5.4k
VIEWS

8 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II გარდაიცვალა. მონარქის სიკვდილს სოციალურ ქსელში მის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის გავრცელება მოჰყვა. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა (1, 2) ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ორი ქალი  ბავშვებს რაღაც ნივთებს ესვრის, ხოლო ბავშვები აკრეფას მიწიდან ცდილობენ. აღწერების მიხედვით, ვიდეოში დედოფალი ელიზაბეტია ასახული, ერთ-ერთი მომხმარებლის მიხედვით, ის ბავშვებს ფულს უყრიდა, მეორის მტკიცებით კი – საჭმელს. 

3 dezinphormatsia romelits elizabet II is gardatsvalebis shemdeg gavrtselda 3 დეზინფორმაცია, რომელიც ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა

განახლება: 14 სექტემბერს აღნიშნული ვიდეო კრემლის პროპაგანდისტული პირველი არხის გადაცემაში “60 წუთის” ეთერშიც გავიდა, სადაც ის ტელეწამყვანმა ოლგა სკაბეევამ აჩვენა და თქვა, რომ დედოფალ ელიზაბეტს აფრიკაში არ იგლოვებენ, რადგან ის ხალხს მონობას ახსენებს, ხოლო ამ ვიდეოში ჩანს, რომ მონარქი აფრიკელებს ცხოველებივით ექცეოდა.

Screenshot 6 5 3 დეზინფორმაცია, რომელიც ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა

დედოფლის გარდაცვალების პარალელურად გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ბუკინგემის სასახლის აივნიდან შიშველი ადამიანი ვარდება. აღწერის მიხედვით, შიშველი ბიჭი “ბოროტების ბუდიდან” გაქცევას ცდილობდა.

3 dezinphormatsia romelits elizabet II is gardatsvalebis shemdeg gavrtselda1 3 დეზინფორმაცია, რომელიც ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა

ფეისბუქ მომხმარებლები აქტიურად ავრცელებდნენ დედოფლის ფოტოსა და ვიდეოებს (1, 2, 3, 4), სადაც მისი ჩასისხლიანებული თვალია დაფიქსირებული, ერთ-ერთი აღწერის მიხედვით, ეს ამტკიცებდა, რომ დედოფალი რეპტილია და სატანა იყო. 

3 dezinphormatsia romelits elizabet II is gardatsvalebis shemdeg gavrtselda2 3 დეზინფორმაცია, რომელიც ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა

დედოფალი ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ გავრცელებული მტკიცებები დეზინფორმაციული და კონსპირაციულია. რეალურად, 1) ვიდეო, რომელშიც ქალები და ბავშვები არიან გამოსახული, დედოფლის დაბადებამდე 27 წლით ადრე, 1899 წელს ვიეტნამშია გადაღებული. 2) ბუკინგემის სასახლიდან გადმოვარდნილი მამაკაცის კადრი დადგმულია და ტელესერიალი The Royals-ის პრომო ვიდეოს წარმოადგენს 3) დედოფლის რეპტილიობის შესახებ მტკიცება შეთქმულების თეორიაა. 

  • ქალებისა და ბავშვების ამსახველი ვიდეო ელიზაბეტ II-ის დაბადებამდე 27 წლით ადრე საფრანგეთის კოლონიაშია გადაღებული

გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ფეისბუქ მომხმარებლების მტკიცებით, დედოფალი ელიზაბეტ II აფრიკელ ბავშვებს საჭმელს უყრის, რეალურად, 1899 წელს ბრიტანელი მონარქის დაბადებამდე 27 წლით ადრე ვიეტნამშია გადაღებული. ვიეტნამი მაშინ საფრანგეთის კოლონიას წარმოადგენდა. ვიდეოს უკეთესი ხარისხის მქონე ფერადი ვერსია Youtube არხზე History Upscaled-ზე 2021 წლის 11 თებერვალს შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: “1899 წელი  ინდოჩინეთი, ვიეტნამი – ქალები ბავშვებს ასაკრეფად მონეტებს უყრიან.”

3 dezinphormatsia romelits elizabet II is gardatsvalebis shemdeg gavrtselda3 3 დეზინფორმაცია, რომელიც ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა

ვიდეოს ორიგინალ წყაროდ გაბრიელ ვეირია მითითებული. აღწერის მიხედვით, გაბრიელ ვეირი ფრანგი ფოტოგრაფი და რეჟისორი იყო და ეს კადრები მან თანამედროვე ვიეტნამის ტერიტორიაზე  მაშინ გადაიღო, როცა ორი ფრანგი ქალი ვიეტნამელ ბავშვებს ჩინურ მონეტებს უყრიდა. ფრანგული გამოცემა Catalogue Lumiere-ის მიხედვით, ვიდეო 1899 წლის 28 აპრილიდან 1900 წლის 2 მარტამდე პერიოდშია გადაღებული და მისი ჩვენება 1901 წლის 20 იანვარს ლიონში გაიმართა, ხოლო მასში აღბეჭდილი ორი ქალი 1931-32 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ხოლო 1899-1902 წლებში ინდოჩინეთის გენერალ-გუბერნატორის პოლ დუმერის ცოლი და შვილი არიან. 

  • ბუკინგემის სასახლიდან გადმოვარდნილი შიშველი მამაკაცი The Royals-ის პრომო ვიდეოს ნაწილი იყო

ნინო ნინოს მიერ გავრცელებული ვიდეოს აღწერის მიხედვით, კადრები ასახავს შიშველ ბიჭს, რომელიც “ბოროტების ბუდიდან” გაქცევას ცდილობს და ამ დროს ძირს ვარდება. პოსტის ავტორი ამ მოვლენას გარდაცვლილ დედოფალს უკაშირებს. რეალურად, კადრები  მედია საშუალების E!-ს სატელევიზიო შოუს The Royals-ს   ერთ-ერთი პრომო ვიდეოა. შესაბამისად, კადრები რეალური არ არის და მხატვრულ ნამუშევარს წარმოადგენს.

3 dezinphormatsia romelits elizabet II is gardatsvalebis shemdeg gavrtselda4 3 დეზინფორმაცია, რომელიც ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა

The Royals-ის პრემიერა E!-ზე 2015 წელს შედგა და ის 4 სეზონს მოიცავს. ტელესერიალი 2018 წლის აგვისტოში დასრულდა. ნინო ნინოს მიერ გამოქვეყნებული კადრები  ყალბი აღწერით საზღვარგარეთაც გავრცელდა, ინტერნეტ მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ვიდეოში 13-15 წლის ბიჭი ბუკინგემის სასახლიდან გაქცევას ცდილობს. ვიდეო Politifact-ის ფაქტების ანალიტიკოსებმა გადაამოწმეს. 

  • დედოფლის ჩაწითლებული თვალი არა რეპტილიობის, არამედ სუბკონიუნქტივალური სისხლდენის შედეგი იყო

რაც შეეხება დედოფლის ჩაწითლებულ თვალს, სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები 2012 წლით თარიღდება. 2012 წლის ივნისში ელიზაბეტ II პოლოს თამაშს ესწრებოდა, როცა კამერებმა მისი ჩასისხლიანებული თვალი დააფიქსირეს.

3 dezinphormatsia romelits elizabet II is gardatsvalebis shemdeg gavrtselda5 3 დეზინფორმაცია, რომელიც ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა

ბუკინგემის სასახლის სპიკერმა მაშინ განაცხადა, რომ დედოფალს არანაირი უსიამოვნება არ მოსვლია და ის თავს კარგად გრძნობდა. დედოფალი ჩაწითლებული თვალით 2016 წელსაც დააფიქსირეს, როცა მონარქი შოტლანდიაში იმყოფებოდა.

3 dezinphormatsia romelits elizabet II is gardatsvalebis shemdeg gavrtselda6 3 დეზინფორმაცია, რომელიც ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა

გამოცემა Express.co.uk მაშინ წერდა, რომ დედოფალს სუბკონიუნქტივალური სისხლდენა ჰქონდა. ასეთ დროს დაცემინებამ ან თვალის უმნიშვნელო დაზიანებამაც კი შესაძლოა თვალის სისხლჩაქცევის გაზრდა გამოიწვიოს. სასახლის სპიკერმა მაშინაც განაცხადა, რომ დედოფალი თავს კარგად გრძნობდა და საშიშროების საფრთხე არ არსებობდა.

რაც შეეხება მტკიცებებს იმის შესახებ, რომ დედოფალი ელისაბედ II რეალურად რეპტილია იყო, აღნიშნული მტკიცება რეპტილოიდური ადამიანების შესახებ არსებული შეთქმულების თეორიის ნაწილია. აღნიშნული კონსპირაცია 1998 წლიდან ვრცელდება და მის მიხედვით, დედამიწას რეპტილოიდური უცხოპლანეტელები მართავენ და მსოფლიო ლიდერები ადამიანის ფორმით შენიღბული რეპტილიები არიან. სხვადასხვა დროს ამ თეორიის მიმდევრები ანგელა მერკელის, ილონ მასკისა და სხვა ცნობილი ადამიანების რეპტიოლობას “ამხელდნენ.” მსგავსი შეთქმულების თეორიები უსაფუძვლოა და რეალობასთან კავშირი არ აქვს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist