3 დეზინფორმაცია ბალზამირების სპეციალისტების მიერ გარდაცვლილებში აღმოჩენილი სისხლის კოლტების შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

397
VIEWS

8-15 სექტემბრის პერიოდში ქართულ (1, 2, 3, 4, 5) და რუსულენოვანმა (1, 2) ფეისბუქ-ანგარიშებმა რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნეს, რომლებშიც სხვადასხვა ფერის შედედებულ წარმონაქმნებს აჩვენებენ და ამბობენ, რომ ისინი აშშ-ში ბალზამირების სპეციალისტებმა გარდაცვლილი, სრულად ვაქცინირებული ადამიანების ორგანიზმში აღმოაჩინეს. 

ერთ-ერთი პოსტის ავტორი ვიდეოში ნაჩვენები წარმონაქმნების დოქტორ არიანა ლოვისეულ ახსნას აქვეყნებს. ლოვი აღნიშნავს, რომ ეს წარმონაქმნები მაგნიტური ველის მქონე მომწამლავი ნანომავთულებია, რომელთა კონტროლიც გარედან – ელექტრომაგნიტური ველის შეცვლით არის შესაძლებელი.

პოსტების ნაწილი ბალზამირების სპეციალისტის რიჩარდ ჰირშმენის კომენტარს ავრცელებს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ გარდაცვლილების 50-70%-ში ძაფისებრი შედედებები აღმოაჩინა, მათი რაოდენობის გაზრდა კი ვაქცინაციის დაწყებიდან დაახლოებით 6 თვეში შენიშნა. 

ზოგიერთი პოსტი გამოცემა The Epoch Times-ს ეყრდნობა, რომელშიც მაიკ ადამსის კომენტარია მოცემული. ის ამბობს, რომ აღმოჩენილ ძაფისებრ სტრუქტურებს რკინა, კალიუმი, მაგნიუმი და თუთია აკლია, რაც იმას გვიჩვენებს, რომ ეს არ არის ნორმალური სიკვდილის შემდგომი შედედება, რადგან ნორმალური სისხლი ამ საკვებ ნივთიერებებს ყოველთვის შეიცავს.

3 dezinphormatsia balzamirebis spetsialistebis mier gardatsvlilebshi aghmochenili siskhlis koltebis shesakheb 3 დეზინფორმაცია ბალზამირების სპეციალისტების მიერ გარდაცვლილებში აღმოჩენილი სისხლის კოლტების შესახებ

3 dezinphormatsia balzamirebis spetsialistebis mier gardatsvlilebshi aghmochenili siskhlis koltebis shesakheb 1 3 დეზინფორმაცია ბალზამირების სპეციალისტების მიერ გარდაცვლილებში აღმოჩენილი სისხლის კოლტების შესახებ

გავრცელებული პოსტები 3 დეზინფორმაციას შეიცავს: 1. ბალზამირების სპეციალისტების მიერ გარდაცვლილებში აღმოჩენილი ძაფისებრი შედედებული წარმონაქმნები მომწამლავი ნანომავთულები არ არის, ისინი სისხლის კოლტებია; 2. კოლტების წარმოქმნის  მიზეზი არა ვაქცინა, არამედ კორონავირუსია, კვლევების მიხედვით, კოლტების წარმოქმნის რისკი იმ ადამიანებშია მომატებული, რომლებსაც კორონავირუსი საშუალო და მძიმე ფორმებში ჰქონდათ; 3. კოლტებში სხვადასხვა ნივთიერების, მათ შორის რკინის მცირე რაოდენობა იმას არ ამტკიცებს, რომ ისინი ნორმალური სისხლისგან წარმოქმნილი არ არის, რეალურად კოლტების შემადგენლობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ორგანიზმში მისი ფორმირების ადგილია.

ვიდეოებში არა მომწამლავი ნანომავთულები, არამედ სისხლის კოლტებია ნაჩვენები.

დეზინფორმაციაა, თითქოს ვიდეოებში ნაჩვენები ძაფისებრი შედედებები მომწამლავი ნანომავთულებია, რომელთა კონტროლიც ელექტრომაგნიტური ველის შეცვლით არის შესაძლებელი. რეალურად, კადრებში ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნილი კოლტებია ნაჩვენები, რომლებიც ბარსელონას ვალ’დებრონის საუნივერსიტეტო კლინიკის ანატომიური პათოლოგიის სპეციალისტის, ირენე სანსანოს თანახმად, საავადმყოფოში სისხლის აუტოფსიის შედეგად ჩვეულებრივ გამოვლენილი სისხლის კოლტებისგან განსხვავებულად არ გამოიყურება. სანსანო ასევე ხსნის, რომ გარდაცვლილ ადამიანებში თრომბოემბოლიას უმეტესად ჭარბწონიანობა, ხანგრძლივი უმოძრაობა, მოწევა და ახლა უკვე კორონავირუსიც იწვევს.

PolitiFact-თან ბალზამირების ლიცენზირებული სპეციალისტი მონიკა ტორესი ამბობს, რომ უჩვეულო კოლტები კორონავირუსით გარდაცვლილებში ვაქცინაციის დაწყებამდეც იყო აღმოჩენილი. მისივე თქმით, ზოგადად გარდაცვლილებში, რომლებმაც ბალზამირებამდე მაცივარში დიდი დრო გაატარეს, მუქი ფერის სისხლის კოლტები არც ისე იშვიათია.

სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი კორონავირუსის ინფექციის გადატანის შემდეგ გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ვაქცინაციის.

რიჩარდ ჰირშმენი, რომელიც ბალზამირებაზე მუშაობს, პირად დაკვირვებაზე დაყრდნობით, აკეთებს დასკვნას, რომ გარდაცვლილებში აღმოჩენილი სისხლის კოლტების მიზეზი ვაქცინაციაა, რადგან მათი რაოდენობის ზრდა ვაქცინაციის დაწყებიდან 6 თვეში შენიშნა.

PolitiFact-თან საუბრისას, დამკრძალავი ბიუროს დირექტორთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა ჰარი პ. ქლოუზმა აღნიშნა, რომ, როგორც წესი, ბალზამირებაზე მომუშავე პროფესიონალებს ვაქცინაციის სტატუსზე ინფორმაცია არ აქვთ, რადგან ეს ინფორმაცია გარდაცვალების ცნობაში მითითებული არ არის. ამის გათვალისწინებით, მხოლოდ ჰირშმენის დაკვირვებები არ ადასტურებს იმას, რომ სისხლის შედედებული კოლტები უმეტესად ვაქცინირებულებში ფიქსირდება. 

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ სისხლის კოლტების წარმოქმნა ნამდვილად გახშირდა, ამის ლოგიკური ახსნა კორონავირუსის ინფექციითაა შესაძლებელი. დამკრძალავი ბიუროს დირექტორთა ეროვნულმა ასოციაციამ (NFDA) PolitiFact-ს განუცხადა, რომ ბალზამირების სპეციალისტებმა მსგავსი უჩვეულო კოლტები კორონავირუსთან დაკავშირებულ გარდაცვალების შემთხვევებში შენიშნეს, თუმცა ისინი ფიქსირდებოდა როგორც ვაქცინირებულებში, ისე არავაქცინირებულებში.

როგორც Health Feedback წერს, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომლებსაც დაავადება მძიმე და საშუალო ფორმებში გადაიტანეს, სისხლის შედედების გაზრდილი რისკი აქვთ. 20 სექტემბრის მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსით მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სისხლის კოლტების წარმოქმნის შემთხვევები გაიზარდა, დიდი ალბათობით, ამის მიზეზი სწორედ კორონავირუსია.

3 dezinphormatsia balzamirebis spetsialistebis mier gardatsvlilebshi aghmochenili siskhlis koltebis shesakheb 2 3 დეზინფორმაცია ბალზამირების სპეციალისტების მიერ გარდაცვლილებში აღმოჩენილი სისხლის კოლტების შესახებ

მართალია, თრომბოემბოლიის შემთხვევებთან ჯონსონ & ჯონსონისა და ასტრაზენეკას ვაქცინებიც იყო დაკავშირებული, თუმცა  ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. მაგალითად, ჯონსონ & ჯონსონით ვაქცინაციის შემდეგ, რომელიც აშშ-ში გამოიყენება, სისხლის შედედების შემთხვევები მილიონ დოზაზე მხოლოდ 4 ერთეულია.

სისხლის კოლტებში რკინის რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ სად მოხდა მათი ფორმირება

პოსტების ნაწილი კონსპირაციულ და დეზინფორმაციულ გამოცემა The Epoch Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობა, რომელშიც მეცნიერად მოხსენიებული მაიკ ადამსის ანალიზია გამოქვეყნებული. ადამსის მტკიცება, თითქოს მის მიერ შემოწმებული კოლტები სხვადასხვა ნივთიერებას, მათ შორის რკინას, მცირე რაოდენობით  შეიცავს და ეს იმაზე მეტყველებს, რომ კოლტები ნორმალური სისხლისგან ფორმირებული ვერ იქნება, დეზინფორმაციაა. რეალურად, კოლტების შემადგენლობაზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს, მათ შორის ისიც, თუ სად მოხდა მათი ფორმირება.

როგორც Health Feedback ხსნის, კოლტების შემადგენლობა იმაზეა დამოკიდებული, თუ სად მოხდა მისი ფორმირება, მაგალითად, ვენურ კოლტებში მეტი რაოდენობით რკინა იქნება, ვიდრე არტერიულში. ამის მიზეზი ისაა, რომ ვენერიული და არტერიული სისხლი ერითროციტების განსხვავებულ რაოდენობას შეიცავენ, ხოლო ერითროციტებით მდიდარ სისხლში დიდი რაოდენობით ჰემოგლობინია, ჰემოგლობინი კი თავის მხრივ, რკინითაა მდიდარი.

3 dezinphormatsia balzamirebis spetsialistebis mier gardatsvlilebshi aghmochenili siskhlis koltebis shesakheb 3 3 დეზინფორმაცია ბალზამირების სპეციალისტების მიერ გარდაცვლილებში აღმოჩენილი სისხლის კოლტების შესახებ

წყარო: nature.comმაიკ ადამსმა საკუთარი ანალიზის შედეგები პირველად საკუთარ ფსევდომეცნიერულ და კონსპირაციულ ვებსაიტ Natural News-ზე გამოაქვეყნა და ხაზგასასმელია, რომ ადამსმა სტატიაში თვითონვე აღნიშნა, რომ მისი ლაბორატორიის აკრედიტაცია სპეციფიკურად ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშების ანალიზს არ მოიცავს.  მან ასევე თქვა, რომ კოლტების გამოსაკვლევად იმავე პროტოკოლს მიმართა, რომელსაც ძაღლისა და კატის საკვების შემოწმებისას იყენებს ხოლმე, რაც მის მონაცემებს სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. შინაური ცხოველების საკვები და ადამიანის ორგანიზმიდან აღებული ბიოლოგიური მასალა ერთმანეთისგან განსხვავებული ნიმუშებია და არსებობს იმის ალბათობა, რომ ადამსის ლაბორატორია ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშების გამოსაკვლევად სათანადოდ აღჭურვილი არ არის.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ადამიანის სისხლზე უარყოფითი გავლენის შესახებ მანიპულაციური და დეზინფორმაციული მტკიცებები აქამდეც ხშირად ვრცელდებოდა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist