210 მილიონი პროპაგანდისტული ТАСС-ისთვის საბავშვო პოლიტიკური არხის შესაქმნელად

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

meore
46
VIEWS

ონლაინ გამოცემა Republic.ru ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსული სააგენტო ТАСС-ი საბავშვო პოლიტიკური არხის შესაქმნელად რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან 210 მილიონ რუბლს  მიიღებს. სახელმწიფო სუბსიდიის გამოყოფა 2018-20 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორედ მოსმენით შეტანილ ცვლილებითაა გათვალისწინებული, არხის ყოველწლიური დაფინანსება კი 70 მილიონი რუბლი იქნება.

ТАСС-ის პრეს-სამსახურმა სააგენტო RNS-სთან საუბარში აღნიშნა, რომ  არხის მიზანი სკოლის მოსწავლეებისთვის საერთაშორისო და რუსული საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბების შერჩევა და ამ ინფორმაციის მათვის ხელმისაწვდომ და გასაგებ ენაზე განთავსება იქნება.

ТАСС-ი რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოა, რომლის სახელიც საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს, როდესაც მას საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტო (Tелеграфное агентство Советского Союза) ეწოდებოდა და საბჭოთა გამოცმების გავრცელების მთავარი სააგენტო იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს მას რუსეთის საინფორმაციო სატელგრაფო სააგენტო (ITAR-TASS) ეწოდა, ხოლო 1994 წელს კვლავ ძველი საბჭოთა სახელწოდება აღიდგინა. ТАСС-ი დღესდღეობით კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტული პლატფორმაა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist