2022 წლის პროტესტი თუ 2021 წლის სიუჟეტი საქართველოს, უნგრეთისა და პოლონეთის შესახებ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

542
VIEWS

სოციალურ ქსელში ხელისუფლების მხარდამჭერმა გვერმდა ლიდერი 41 გაავრცელა პოსტი, რომლის თანახმადაც გერმანელმა ჟურნალისტმა გააპროტესტა ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ  საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა, რითაც საქართველო დაიჩაგრა. პროტესტის ილუსტრაციად კი მოყვანილია ფოტო, რომელზეც სტუდიაში მყოფი  წამყვანი სტუდიაში ევროკავშირის დროშის ფონზე ზის, მაგიდაზე კი ევროკავშირის ფერებში ტორტი უდევს, რომელზეც საქართველოს დროშაა ჩარჭობილი. 

Screenshot 23 3 2022 წლის პროტესტი თუ 2021 წლის სიუჟეტი საქართველოს, უნგრეთისა და პოლონეთის შესახებ?

იდენტური პოსტები ინდივიდუალურმა ანგარიშებმაც (1,  2) გაავრცელეს.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანელმა ჟურნალისტმა საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული გადაწვეტილება ევროკავშირის დროშის ფორმის ტორტითა და მასზე საქართველოს დროშით გააპროტესტა, ყალბია. რეალურად, აღნიშნული ფოტო 2021 წლის 11 მარტის გადაცემიდანაა ამოჭრილი. გადაცემა აღმოსავლეთით ევროკავშირის მოკავშირე ქვეყნებს ეხებოდა. 

გავრცეცლებული ფოტო რეალურად გერმანული მედიასაშუალება planet wissen-ის 2021 წლის 11 მარტის გადაცემიდანაა ამოჭრილი. ფოტოზე ტელეწამყვანი ბირგით კლაუსია გამოსახული. 

Screenshot 24 3 2022 წლის პროტესტი თუ 2021 წლის სიუჟეტი საქართველოს, უნგრეთისა და პოლონეთის შესახებ?

2021 წლის 11 მარტის გადაცემაში ის აღმოსავლეთით ევროპის მოკავშირეების უნგრეთის, პოლონეთისა და საქართველოს შესახებ საუბრობდა. ტორტზე საქართველოს დროშის დასმისა და საქართველოს შესახებ საუბრის შემდეგ ბირგით კლაუსი ტორტზე უნგრეთის დროშასაც ამატებს. 

Screenshot 25 1 2022 წლის პროტესტი თუ 2021 წლის სიუჟეტი საქართველოს, უნგრეთისა და პოლონეთის შესახებ?

გადაცემის შემდეგ ნაწილში გადაცემის სტუმარი ჟურნალისტი სილვია შტობერი საქართველოს, ევროკავშირისა და კონკრეტულად გერმანიის ურთიერთობების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ღირებულებებით ქართველები საკუთარ თავს ევროპას აკუთვნებენ და ევროპულ პროდუქტებს უფრო ენდობიან. შტობერი ახსენებს იმასაც, რომ ქვეყანაში რუსული გავლენა ძლიერია. (harrisburgarts.com)  

Screenshot 27 2 2022 წლის პროტესტი თუ 2021 წლის სიუჟეტი საქართველოს, უნგრეთისა და პოლონეთის შესახებ?

აღსანიშნავია, რომ  ბირგით კლაუსი ტელეარხ 3sat-ზე ამჟამადაც გადაცემის წამყვანია. მის უახლეს 2022 წლის 18 ივნისის გადაცემაში, ის განსხვავებულად გამოიყურება და სხვა თემების შესახებ საუბრობს. 

Screenshot 26 1 2022 წლის პროტესტი თუ 2021 წლის სიუჟეტი საქართველოს, უნგრეთისა და პოლონეთის შესახებ?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, ევროკავშირი, საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist