2022 თუ 2015 – როდისაა გადაღებული ფოტო, რომელსაც გრეტა თუნბერგის გამოსვლას უკავშირებენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

315
VIEWS

27 ივნისს ფეისბუქ გვერდმა LittleAmirani გლასტონბერის მუსიკალური ფესტივალის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ფესტივალის მონაწილეები გარემოს დამცველ აქტივისტ გრეტა თუნბერგს ტაშით შეხვდნენ, გრეტამ მათ გარემოს დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა დამსწრეებმა ეს არ გაითვალისწინეს და ფესტივალის დასრულების შემდეგ გარემო დანაგვიანებული იყო. პოსტს თან ერთვის სამი ფოტო, პირველ მათგანზე გრეტა თუნბერგის გამოსვლაა ასახული, მეორეზე ფესტივალის მონაწილეები ჩანან, მესამე ფოტოზე კი საფესტივალო სცენის წინ დანაგვიანებულ სივრცეს ვხედავთ.

LittleAmirani-ის პოსტი შეცდომაში შემყვანია. კოლაჟში გამოყენებული მესამე ფოტო არა წლევანდელი გლასტონბერის ფესტივალის დასასრულს, არამედ 2015 წელსაა გადაღებული და მას არასწორი აღწერით გრეტა თუნბერგთან დაკავშირებით ავრცელებენ. 

წელს გლასტონბერის ფესტივალი 22-26 ივნისს მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას დაახლოებით 200 000 ადამიანი იღებდა.  25 ივნისს ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით გრეტა თუნბერგმა მიმართა და მსოფლიოში მიმდინარე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების შესახებ ისაუბრა. 

ფესტივალი 26 ივნისს დასრულდა, თუმცა გავრცელებული ფოტო, სადაც საფესტივალო სცენის მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია, 2015 წლის 29 ივნისს გლასტონბერის ფესტივალის დასრულების შემდეგ დასუფთავების სამუშაოების მიმდინარეობის დროსაა გადაღებული. ფოტო 2015 წელს ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა, ფოტოს ავტორად ფოტოგრაფი დევიდ ჰიჯისია მითითებული.

მას შემდეგ რაც 2015 წლის ამ ფოტოს არასწორი აღწერით გავრცელება და წლევანდელ ფესტივალთან დაკავშირება დაიწყო,  Reuters-ი ფოტოს ავტორს დაუკავშირდა. ჰიჯისმა აღნიშნა, რომ წელს 2022 წელს ფესტივალის მიმდინარეობისას ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა და შესაბამისად, ფესტივალზე ფოტოები არ გადაუღია, ხოლო აღნიშნული ფოტო 2015 წელს გადაიღო. ინფორმაცია Associated Press-ის ფაქტების ანალიტიკოსებმაც გადაამოწმეს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ფესტივალის მიმდინარეობის დროს აქტიური იყო კამპანია #leavenotrace (არ დატოვო კვალი), რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ნარჩენების შემცირებისკენ და ასევე წასვლის შემდეგ მათი წაღებისკენ მოუწოდებდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ გლანსტონბერის ფესტივალის ტვიტერის ანგარიშებზე უკვე დასუფთავებული გარემოს ფოტოები ვრცელდებოდა, აღწერებში ორგანიზატორები მონაწილეებსა და მოხალისეებს მადლობას უხდიდნენ. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist