2021 წლის ტოპ 5 ვიდეომანიპულაცია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

25
VIEWS

2021 წელს სოციალურ მედიაშია არაერთი ვიდეომანიპულაცია გავრცელდა. “მითების დეტექტორი” მათგან 5 გამორჩეულ შემთხვევას გთავაზობთ:

  1. დედოფალ ელიზაბეტ II-ს სამოსზე კორონავირუსის ფორმის ბროში აქვს დაბნეული. კორონავირუსის ფორმისაა სათამაშოც დედოფლის ნაძვის ხეზე

წყარო: სამყარო სამყარო

ფეისბუქ მომხმარებელმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დედოფალ ელიზაბეტ მეორეს სამოსზე კორონავირუსის ფორმის ბროში აქვს დამაგრებული. დედოფლის უკან ჩანს ნაძვის ხეც, რომელზეც ასევე კოვიდ-19-ის ფორმის სათამაშო კიდია. ფეისბუქ მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ დედოფალი ამ სიმბოლოებით “მოსახლეობის პროგრამირებას” ახდენდა.

ფაქტები: ვიდეო Deepfake-ის ფრაგმენტია. რეალურ ვიდეოში დედოფალ ელისაბედ მეორის სამოსზე და ნაძვის ხეზე კორონავირუსის ფორმის გულსაბნევს და სათამაშოს არ ვხვდებით.

ვრცლად:
Deepfake: როგორ გაჩნდა ელიზაბეტ II-ის სამოსზე კორონა ბროში?

  1. მტრედი ეკლესიის ზარების ხმაზე თაყვანისცემას იწყებს

წყარო: მოძრაობა ძლევაი საკვირველიკიკი გვერდიმრწამსი – მართლმადიდებლური გვერდისაპატრიარქოს მცველებიtaonews.geსარწმუნოება sarwmunoeba – ფოტო და ვიდეო არქივი

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს მტრედი, რომელსაც თავი ქვის იატაკზე უდევს. ვიდეოში ისმის ეკლესიის ზარების ხმაც. პოსტების ავტორების მტკიცებით, მტრედმა ეკლესიის ზარების გაგონებისას თაყვანისცემა დაიწყო.

ფაქტები: პოსტებზე დართული ვიდეო ინტერნეტში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა აუდიოს თანხლებით იძებნება. ვიდეოს ადრინდელ ვერსიებს სხვა რელიგიურ მიმდინარეობებთან დაკავშირებული აუდიო ჩანაწერები ახლავს. მტრედის მდგომარეობა პარამიქსოვირუსის ერთ-ერთ სიმპტომს ჰგავს, როდესაც ფრინველები კისრის ბალანსს ვეღარ ინარჩუნებენ.

ვრცლად:
რომელ რელიგიას სცემს თაყვანს მტრედი? 

  1. “მის სამყარო 2012”-ის ტიტული კაცს გადაეცა

წყარო: თინათინ მჭედლიშვილი

ქართველმა ფეისბუქ მომხმარებელმა ჯგუფში ““ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი” გააზიარა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ “მის სამყარო 2012”-ის ტიტულით კაცი ჯილდოვდება. ფეისბუქ მომხმარებლის მტკიცებით ესაა ბრძოლა უფლის წინააღმდეგ.

ფაქტები: ვიდეოში ამერიკელი მოდელი ქალი, ოლივია კულპო, რომელმაც “მის სამყარო 2012”-ის ტიტული მოიპოვა კაცის სახითა Deepfake ტექნოლოგიის გამოყენებითაა ჩანაცვლებული.

ვრცლად:
როგორ ჩაანაცვლა Deep Fake-მა ოლივია კულპო “მის სამყარო 2012”-ის ვიდეობში

  1. კორონავირუსით გარდაცვლილი ადმიანის “გვამი” სიგარეტს ეწევა

წყარო: კახაბერ ჭიჭინაძელევან ნავიLena Elena

ფეისბუქ მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ალაგებს რამდენიმე ადამიანი შავ პარკებში გახვეულ “გვამებს” სატვირთო მანქანაზე. ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი “გვამი” სიგარეტს ეწევა. ფეისბუქ მომხმარებლები ვიდეოზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ კოვიდ-პანდემია დადგმული იყო და მსხვერპლს ამგვარად აბუქებდნენ.

ფაქტები: ვიდეოს კოვიდ-19-ის პანდემიასთან კავშირი არ აქვს. ის რუსი რეპერის, Хаски-ს სიმღერის კლიპის გადაღებებს ასახავს. სიგარეტს არა “პანდემიის მსხვერპლი”, არამედ კლიპში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობი ეწევა.

ვრცლად:
ვინ ეწევა სიგარეტს – “გარდაცვლილი გვამი” თუ მსახიობი?

  1. ვაქცინაციის წამახალისებელ ფრანგულ კლიპში ზომბები ჩანს

წყარო: მინდა დავრჩე ადამიანად

ფეისბუქ მომხმარებელმა სახელით “მინდა დავრჩე ადამიანად” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ვაქცინაციის პროცესის ამსახველ კადრებთან ერთად ზომბების შემოტევის კადრები გვხვდება. მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ ვიდეო ფრანგული ვაქცინაციის წამახალისებელი კლიპია.

ფაქტები: ვიდეო კომპიუტერულად არის დამუშავებული. მასში სხვადასხვა კლიპებიდან გვხვდება ფრაგმენტები. ერთ-ერთი ფრანგული კლიპია, რომლის მიზანსაც ვაქცინაციის ხელშეწყობა წარმოადგენს, თუმცა მის ორიგინალ ვერსიაში ზომბების ამსახველი ვიდეოები არ გვხვდება. ზომბების კადრების ნაწილი სკანდინავიური სპორტული მაღაზიათა ქსელის ვიდეოდანაა ამოჭრილი.

ვრცლად:
გვხვდება თუ არა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ფრანგულ კლიპში “ზომბები”?

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist