2021 წლის ტოპ 5 ფოტომანიპულაცია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

19
VIEWS

2021 წელს სოციალურ მედიაშია არაერთ თემაზე ფოტომანიპულაცია გავრცელდა. “მითების დეტექტორი” მათგან 5 გამორჩეულ შემთხვევას გთავაზობთ:

  1. დონალდ ტრამპი მოხუც ჯონ ფიცჯერალდ კენედის შეხვდა

წყარო: Katerina Yakobashvili

სოციალური ქსელის მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი მოხუც კაცს ხვდება. პოსტის ავტორი ამტკიცებდა, რომ ხანშიშესული კაცი აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი იყო და ის რეალურად 2021 წელს გარდაიცვალა.

ფაქტები: ვიდეოში ასახული პირი არა 1963 წელს მოკლული აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი, არამედ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი რასელ პიკეტია. მას დონალდ ტრამპი 2019 წლის 6 ივნისს, D-Day-ს 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შეხვდა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანულ მაკრონიც ესწრებოდა.

ვრცლად:
ვის შეხვდა ტრამპი – ჯონ კენედის თუ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს?

  1. ინგლისში გაუთხოვარ ქალებს თავზე ტომარას აცმევდნენ

წყარო: Tia.ge

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ფოტოები, რომელზეც ნიღბიანი ქალია ასახული. პოსტების მიხედვით, მე-18 საუკუნის ინგლისში გოგონა თუ 20 წლამდე ვერ გათხოვდებოდა, მიიჩნეოდა, რომ ძალიან უშნო იყო და ამიტომ ამგვარ ნიღბებს უკეთებდნენ.

ფაქტები: რეალურად, ფოტოები ფოტოგრაფ ტარა მაპეს ეკუთვნის, რომელმაც ჰელოუინის ვინტაჟური ნიღბებით ფოტოსესია მოაწყო. ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ მე-18 საუკუნის ინგლისში მსგავსი ტრადიცია არსებობდა.

ვრცლად:
მე-18 საუკუნის ინგლისის ტრადიცია თუ ჰელოუინის ვინტაჟური ნიღბები – რას ასახავს ფოტო რეალურად?

  1. ოსამა ბინ ლადენს აშშ-ს ლიდერებთან ფოტოები აქვს გადაღებული

წყარო: სამყარო სამყარო

ფეისბუქ მომხმარებელმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას დამფუძნებელი, ოსამა ბინ ლადენი ამერიკელ პოლიტიკოსებთან ჰილარი კლინტონთან და კონდოლიზა რაისთან ერთადაა გამოსახული. ერთ-ერთ ფოტოზე პოსტის ავტორის მტკიცებით ვინმე ტიმ ოსმანია გამოსახული და ხაზი აქვს გასმული მის მსგავსებას ბინ ლადენთან. კიდევ ერთ ფოტოზე კი ამერიკელი პოლიტოლოგი და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ზბიგნევ ბჟეზინსკია ასახული უცნობ მამაკაცთან ერთად, რომელიც პოსტის ავტორის მტკიცებით, სწორედ ბინ ლადენია.

ფაქტები: ოსამა ბინ ლადენი კონდოლიზა რაისს და ჰილარი კლინტონს არ შეხვედრია. ფოტოები, რომელსაც ფეისბუქ ანგარიში აქვეყნებს, პროგრამულად არის დამუშავებული. ამასთანავე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბინ ლადენი იგივე ტიმ ოსმანია და CIA-ს აგენტი იყო. რაც შეეხება ზბიგნევ ბჟეზინსკის ფოტოს, მასთან ერთად ასახული კაცი პაკისტანის არმიის მეომარია. ფოტო 1980 წელსაა გადაღებული. ამ დროს ბინ ლადენი პაკისტანის არმიაში არ ირიცხებოდა.

ვრცლად:
ბინ ლადენის აშშ-სთან თანამშრომლობის მტკიცებულებად გაყალბებული ფოტოები ვრცელდება

  1. რომის პაპი ბავშვობაში ჰიტლერს შეხვდა და ბლექ საბათს უსმენდა

წყარო: სამყარო სამყარო

ამავე ფეისბუქ მომხმარებელმა რომის პაპის, ფრანცისკეს რამდენიმე ფოტო. ერთ-ერთ ფოტოზე პაპს Black Sabbath-ის გამოსახულებიანი სამოსი აცვია. კიდევ ერთ ფოტოზე ადოლფ ჰიტლერია გამოსახული ბავშვთან ერთად, რომელიც, პოსტის ავტორის მიხედვით, ფრანცისკეა. ერთ-ერთ ფოტოზე კი კვერთხი ჩანს, რომლის დიზაინიც ეშმაკთან არის შედარებული.

ფაქტები: ფოტო, რომელშიც რომის პაპს თითქოს როკ-ჯჯგუფ Black Sabbath-ის მაისური აცვია, გრაფიკულადაა დამუშავებული. ადოლფ ჰიტლერის ფოტო 1930 წელს არის გადაღებული, პაპი ფრანცისკე კი 1936 წელს დაიბადა და შესაბამისად, ფოტოზე ასახული ახალგაზრდა ის ვერ იქნება. რაც შეეხება კვერთხს, რომელსაც ფეისბუქ მომხმარებელი სატანურს უწოდებს, ის არა რომის პაპს, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეკუთვნის, რომელიც ფოტოს სრულ ვერსიაშიც ჩანს. გველის სიმბოლო, რომელიც კვერთხზეა გამოყენებული, ქრისტიანულ სიმბოლიკაში ხშირად გვხვდება.

ვრცლად:
აცვია თუ არა ახალგაზრდა რომის პაპს Black Sabbath-ის მაისური და გადაიღო თუ არა მან დაბადებამდე ფოტო ჰიტლერთან?

  1. დიზაინერმა დემნა გვასალიამ მაისურზე “თავისუფლება მიშას” დააწერა

წყარო: მის დეკოლტე 2018

Pos TV-ის ჟურნალისტ ნინო ადამაშვილთან დაკავშირებულმა ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა ფოტო ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას კოლექციიდან. ფოტოზე მოდელს მაისურზე აწერია სიტყვები “თავისუფლება მიშას”

ფაქტები: ფოტო დამუშავებულია. მასზე 2019 წელს გამართული Vetements-ის  კოლექციის ჩვენებაა ასახული, მაისურზე კი რეალურად “უფალო შეგვიწყალენ” აწერია.

ვრცლად:
“მის დეკოლტე 2018” დემნა გვასალიას მაისურს აყალბებს

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist