2021 წლის ტოპ 10 ისტორიული მითი

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

2021 წლის ტოპ 10 ისტორიული მითი
51
VIEWS

“მითების დეტექტორი” წარმოგიდგენთ ტოპ 10 ისტორიულ მითს, რომელიც სხვადასხვა წყაროებმა როგორც სოციალურ, ასევე ტრადიციულ მედიაში 2021 წელს გაავრცელეს:

  1. ჯონ კენედიმ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მასონების და ილუმინატების საფრთხეზე ილაპარაკა

წყარო: ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებითორნიკე სოხუმელი

ფეისბუქ მომხმარებლებს მოჰყავდათ აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალს კენედის ციტატა მსოფლიოში არსებული შეთქმულების შესახებ, რომელიც აშშ-ს უპირიპირდებოდა და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად ფარულ საშუალებებს იყენებდა. პოსტებში ისინი ამტკიცებდნენ, რომ კენედი მასონებზე და ილუმინატებზე საუბრობდა და ამ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე დღეში სწორედ მათ მოკლეს.

ფაქტები: ციტატის ფრაგმენტები 1961 წელის 27 აპრილის გამოსვლიდანაა აღებული, რომელსაც “პრეზიდენტი და პრესა” ეწოდება. შეხვედრას, რომელიც “ამერიკული გაზეთების გამომცემლობის ასოციასთან” ნიუ-იორკში შედგა წინ უძღოდა “ღორების ყურის” ოპერაციის კრახი. გამოსვლს სრული ტექსტიდან ჩანს, რომ კენედი არა მასონებზე და ილუმინატებზე, არამედ საბჭოთა კავშირზე და მისგან მომავალ საფრთხეებზე საუბრობდა. გარდა ამისა, მცდარია მტკიცება, რომ ის ამ სიტყვების წარმოთქმიდან რამდენიმე დღეში მოკლეს. კენედის მკვლელობა 1963 წლის 22 ნოემბერს მოხდა.

ვრცლად:

  1. ჰიტლერი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში საკუთარ დღიურში სტალინს აქებდა

წყარო: ბესო ბესო

ფეისბუქ მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ადოლფ ჰიტლერი საკუთარ დღიურში სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში სტალინის უპირატესობებზე წერდა. პოსტში ასევე ნათქვამი იყო, რომ სტალინის ძეგლები ბევრ ევროპულ ქალაში და აშშ-ში დღემდე დგას.

ფაქტები: ჰიტლერის დღიურები, რომელსაც პოსტის ავტორი ეყრდნობა ყალბია. ის 1981-1983 წლებში გამოქვეყნდა, თუმცა მოგვიანებით მისი არაავთენტურობა დადგინდა. პოსტში ჩამოთვლილი ძეგლების ნაწილი, რომლებიც ავტორის მტკიცებით ევროპულ და ამერიკულ ქალაქებში დგას ზოგგან უკვე აიღეს, ზოგგან კი სატირული შინაარსისაა.

ვრცლად:
რას წერდა ჰიტლერი სტალინზე “ბუნკერის დღიურებში” და სად დგას სტალინის ძეგლები რეალურად?

  1. ენტონი იდენი სტალინის სიკვდილის გამო გადადგა

წყარო: Tia.ge News

ფეისბუქ ჯგუფში “თავისუფლება” გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ენტონი იდენის ფოტო და ციტატა, რომელიც თითქოს მას ეკუთვნოდა. ციტატის მიხედვით იდენმა თქვა, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ პოლიტიკა საინტერესო აღარ იყო და გადადგა.

ფაქტები: აღნიშნული ციტატა ენტონი იდენს არ ეკუთვნის. ღია წყაროებში მის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება. გარდა ამისა, იდენის გადადგომის მიზეზი არა სტალინის გარდაცვალება, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სუეცის კრიზისის დროს მისი წარუმატებელი პოლიტიკა გახდა.

ვრცლად:
რატომ გადადგა ენტონი იდენი და რა თქვა მან რეალურად სტალინზე?

  1. ალექსანდრ ფლემინგმა და მისმა მამამ უინსტონ ჩერჩილი ორჯერ გადაარჩინეს სიკვდილს

წყარო: ანა ჭანკოტაძეისტორია,  მამა საბას ლექციები და ქადაგებები, ლიტერატურულნიმე-შე-მედგომები

სოციალურ ქსელში გავრცელდა ისტორია, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა უინსტონ ჩერჩილი ჭაობში დახრჩობისგან ალექსანდრ ფლემინგის მამამ გადაარჩინა. მადლობის ნიშნად მის შვილს ჩერჩილის მამამ განათლება დაუფინანსა, წლების შემდეგ კი ალექსანდრ ფლემინგის მიერ აღმოჩენილმა პენიცილინმა უინსტონ ჩერჩილი სიკვდილს მეორედ გადაარჩინა.

ფაქტები: ჩერჩილის სხვადასხვა ბიოგრაფი ისტორიის ნამდვილობას ეჭვქვეშ რამდენიმე მიზეზის გამო აყენებს. ერთ-ერთი მიზეზი მათ შორის ასაკობრივი განსხვავებაა. ასევე ის ფაქტი, რომ პნევმონიის სამკურნალოდ ჩერჩილი არა პენიცილინს, არამედ M&B-ის იყენებდა. ჩერჩილის საერთაშორისო საზოგადოების მიხედვით, ისტორია გამოგონილია.

ვრცლად:
გადაარჩინეს თუ არა ალექსანდრ ფლემინგმა და მისმა მამამ უინსტონ ჩერჩილი ორჯერ?

  1. ევროკომისიის პირველი პრეზიდენტი ნაცისტური ორგანიზაციების აქტიური წევრი იყო და თანამდებობა დე გოლმა ნაცისტობის გამო დაატოვებინა

წყარო: პოლიტიკანო

ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული გვერდი “პოლიტიკანო” წერდა, რომ გერმანელი მეცნიერი და დიპლომატი უოლტერ ჰოლშტეინი სხვადასხვა ნაცისტური ორგანიზაციების აქტიური წევრი იყო, 1942-1944 წლებში ნაცისტური არტილერიის, ვერმახტის ლეიტენანტი იყო და 1967 წელს ევროკომისიის თავმჯდომარის თანამდებობა შარლ დე გოლმა იმიტომ დაატოვებინა, რომ ყოფილ ნაცისტებს ვერ იტანდა.

ფაქტები: ჰოლშტეინი ნაცისტური პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა. ის მართლაც იყო რამდენიმე ნაცისტური პროფესიული ორგანიზაციის წევრი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნაცისტური რეჟიმის “კოორდინაციის პოლიტიკის” შედეგად ყველა სამოქალაქო ორგანიზაციის ნაციფიკაცია მოხდა, ნებისმიერი პროფესიული კავშირის წევრობა ნაცისტური ორგანიზაციის წევრობას ნიშნავდა და სხვაგვარად სამსახურის შენარჩუნება შეუძლებელი იყო. ჰოლშტეინი ამ პროფესიული ორგანიზაციების წევრი მათ ნაციფიკაციამდე გახდა. მას ნაციონალ-სოციალიზმისადმი კრიტიკულ განწყობილებაშიც ადანაშაულებდნენ. ჰოლშტეინის თანამდებობიდან გადადგომა ე.წ. “ცარიელი სკამების” კრიზისს უკავშირდება. მისი და დე გოლის დაპირისპირება არა ჰოლშტეინის “ნაცისტობას” არამედ მის მიერ შემუშავებულ სასოფლო სამეურნეო ბაზრის პოლიტიკას უკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ჰოლშტეინი თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ, მას ვადა 1966 წელს ამოეწურა და მოვალეობის შემსრულებლად შემცვლელის არჩევამდე დარჩა.

ვრცლად:
რატომ დაუპირისპირდა დე გოლი ჰალშტაინს და რატომ უკავშირებს “პოლიტიკანო” ევროკავშირს ნაციზმს?

  1. მეფე ასფაგური ირანული დინასტიიდან იყო

წყარო: Sputnik-ოსეთი

კრემლის პროპაგანდისტული გამოცემის სტატიაში, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბანკის მიერ ცხინვალის დაარსების 1760-ე წლისთავზე მოჭრილ მონეტას შეეხებოდა, ნათქვამი იყო, ცხინვალი ირანული დინასტიის წარმომადგენელმა მეფე ასფაგურმა დააარსა.

ფაქტები: მეფე საფაგური არა ირანული, არამედ ქართული, ფარნავაზიანთა დინასტიის მეფე იყო. ქართლის მეფეებსა და აქემენიანთა და შემდგომ სასანიანთა ირანის სამეფო ოჯახებს შორის ქორწინება ხშირი იყო. თუმცა ფარნავაზიანთა დინასტია ქართულ დინასტიად მოიაზრება, რაც Sputnik-ოსეთის სტატიაში ქართული კვალის დაფარვის მიზნით ნახსენები არ არის. მეფე ასფაგური ქართლის უკანასკნელი ფარნავაზიანი მეფე იყო, რადგან მას მემკვიდრე არ ჰყოლია. მისი ქალიშვილი ცოლად შერთეს სპარსეთის მეფის, ხოსროს ძეს, მირიანს, რომელიც ქართლის პირველი ხოსროვანი მეფე გახდა და ამ დინასტიან ჩაუყარა საფუძველი. ასფაგური ცხინვალის გარდა ქალაქი უჯარმის დამაარსებლად მიიჩნევა.

ვრცლად:
ვინ იყო რეალურად მეფე ასფაგური, რომელსაც Sputnik-ოსეთი ირანულ დინასტიას მიაწერს?

  1.  ე. წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის იმპერიაში საქართველოზე ადრე შევიდა და 1917 წელს რუსეთის შემადგენლობაში დარჩენის სურვილის გამოხატვის შემდეგ საქართევლომ გენოციდი მოუწყო

წყარო: Sputnik-ოსეთი

კრემლის პროპაგანდსტულმა გამოცემამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ რადიო გადაცემის ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ისტორიულ მეცნიებათა კანდიდატის, თეიმურაზ თადტაევის მტკიცებაა, რომლის მიხედვითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოზე ადრე შევიდა და 1917 წლის რევოლუციის პერიოდში რუსეთთან დარჩენა მოისურვა, რის გამოც საქართველომ მას გენოციდი მოუწყო.

ფაქტები: რეალურად, დღევანდელი ცხინვალის ტერიტორია რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის დროს შეუერთდა. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სხვა აჯანყებებთან ერთად ოსთა აჯანყებების ჩაახშო, თუმცა მიღებული კონკრეტული ეთნოსის წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული. გენოციდის შესახებ ინფორმაცია ისტორიულ წყაროებში არ დასტურდება.

ვრცლად:
ქართლ-კახეთის ანექსია თუ 1917 წლის რევოლუციის შედეგი – როდის შეურთდა ცხინვალის რეგიონი რუსეთს?

  1. სქიზმის მიზეზი ინცესტი იყო

წყარო: საქართველო და მსოფლიო

კრემლისტურმა გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” დავით მხეიძის სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ 1054 წელს კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის მომხდარი უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი კათოლიკეთა მოძღვრებაში ნათესავებს შორის დაშვებული ქორწინება იყო, რასაც მართლმადიდებლები არ ეთანხმებოდნენ. მხეიძე ასევე ამტკიცებდა, რომ ინცესტი დასავლეთის ზოგიერთ “სუპერდემოკრატიულ” ქვეყანაში კანონითაც არის დაშვებული.

ფაქტები: რეალურად, რომის კათოლიკე ეკლესია აქტიურად იბრძოდა ინცესტის და სისხლით ნათესავებს შორის ქორწინების წინააღმდეგ. სქიზმის გამომწვევი მიზეზი არაერთია, მათ შორის თეოლოგიური, პოლიტიკური და ისტორიული, თუმცა ინცესტის საკითხი მათ შორის არ არის. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნების უმეტესობასა და აშშ-ში ინცესტი კანონითაა აკრძალული. აღსანიშნავია, რომ ამის ფონზე რუსეთში სრულწლოვანთა შორის ინცესტი კრიმინალიზებული არ არის.

ვრცლად:
გახდა თუ არა ინცესტი სქიზმის მიზეზი და კრიმინალიზებულია თუ არა ინცესტი რუსეთში?

  1. ბილ გეითსის ბაბუა ე.წ. ესპანური გრიპის გავრცელების დროს მენინგიტის საწინაარმდეგო ვაქცინაციის პროცესში იყო ჩართული

წყარო: News FrontსტალინიVitalia Qardava

კრემლისტური გამოცემა News Front-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 1918 წელს ესპანური გრიპის გავრცელება როკფელერის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტს უკავშირდება, კონკრეტულად კი ფრედერიკ ლ. გეითსს, რომელმაც ბაქტერიული მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაატარა. მასალაში და პოსტებში გვხვდება მტკიცება, რომ ფრედერიკ გეითსი ამერიკელი ბიზნესმენის და ფილანტროპის, ბილ გეითსის ბაბუა იყო.

ფაქტები: ბილ გეითსის ბაბუა არა ფრედერიკ გეითსი, არამედ უილიამ ჰენრი I გეითსია, დედის მხრიდან კი ჯეიმს უილიამ მაქსველი. ერთი მათგანი საბანკო საქმიანობას ეწეოდა, მეორე კი ავეჯს ჰყიდდა და შესაბამისად მენინგიტის ვაქცინებთან და ესპანურ გრიპთან კავშირი არ ჰქონიათ. ფრედერის ლ. გეითსი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა და მისი მამა მენინგიტის ვაქცინის კვლევაში მართლაც მონაწილეობდნენ, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ესპანური გრიპის ვირუსსა და მენინგიტის საწინაარმდეგო ვაქცინაციას შორის რაიმე კავშირი არსებობს.

ვრცლად:
რას აკეთებდა ბილ გეიტსის ბაბუა “ისპანკას” დროს?

  1. 1918 წელს ესპანური გრიპი ვაქცინებით გაავრცელეს

წყარო: მამუკა ქარჩხაძე

ფეისბუქ მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ რუსულენოვან ვიდეოში გვხვდებოდა მტკიცება, რომ ესპანური გრიპი ჰგავდა შავი ჭირის, დიფტერიის, პნევმონიის და ყვავილის დაავადებებს, რომელთა წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს ვაქცინაცია მიმდინარეობდა. ვიდეოში გვხვდება დასკვნა, რომ ესპანური გრიპის გავრცელება სწორედ ამ დაავადებების წინააღმდეგ აცრის პროცესს უკავშირდება და “ისპანკა” ლაბორატორიული გზით არის შექმნილი.

ფაქტები: 1918 წელს, მაშინ, როდესაც “ესპანური გრიპი” გავრცელდა, დიფტერიისა და პნევმონიის ვაქცინები არ არსებობდა. ასევე მცდარია მტკიცება, რომ “ესპანური გრიპი” შავი ჭირისა და ყვავილის დაავადებების მსგავსია. ღია წყაროებში არ მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ვაქცინაციის მასობრივი კამპანია მიმდინარეობდა. მტკიცება, რომ “ესპანური გრიპი” ლაბორატორიულადაა შექმნილი მტკიცებულების გარეშეა. რეალურად, ესპანური გრიპის გამომწვევი მიზეზი ფრინველის გენი და H1N1 ვირუსია.

ვრცლად:
მტკიცება, თითქოს 1918 წელს “ისპანკა” ვაქცინებით გაავრცელეს, მცდარია

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist