2021 წლის ტოპ 10 აბსურდული მითი

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

229
VIEWS

2021 წელს “მითების დეტექტორმა” არაერთი აბსურდული მითი გადაამოწმა. გთავაზობთ 10 ყველაზე დაუჯერებელ დეზინფორმაციას, რომელიც 2021 წელს გამოვავლინეთ.

  1. უოლტ დისნეის სხეული გაყინულია და მას გააცოცხლებენ

წყარო: npg.ge

ვებ-გცერდზე npg.ge Daily News Reported-ზე დაყრდნობით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ უოლტ დისნეის გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული იმის იმედით გაყინეს, რომ როდესაც მისი ავადმყოფობის განკურნების გზას აღმოაჩენდნენ, მას გააცოცხლებდნენ. სტატიის მიხედვით, დისნეი გარდაცვალებიდან 55 წლისთავზე, 2021 წლის დეკემბერში პირდაპირ ეთერში უნდა გაეცოცხლებინათ.

ფაქტები: ვებ-გვერდი, რომელსაც სტატია წყაროდ იყენებდა, სატირულია. დისნეის გაყინვის და სამომავლოდ გაცოცხლების გეგმის შესახებ ინფორმაცია შეთქმულების თეორიას წარმოადგენს და წლებია ვრცელდება.

ვრცლად:
საიდან იღებს სათავეს მითი უოლტ დისნეის გაცოცხლების შესახებ?

  1. ცერნში ქვესკნელის კარის გახსნას ცდილობენ

წყარო: სუვერენული სახელმწიფო

ფეისბუქ მოხმარებელმა გამოაქვეყნა რუსულად გახმოვანებული ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვითაც, ცერნის კვლევით ცენტრში ქვესკნელის კარების გახსნას ცდილობდნენ, რაც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებასთან იყო კავშირში. ვიდეოში ნათქვამია, რომ ცერნის ადრონული კოლაიდერი დედამიწის სიღრმეში ჩააღწევდა და ახალ განზომილებას გახსნიდა. ვიდეოში ამტკიცებენ, რომ კვლევითი საბჭოს ლოგოზე სამი ექვსიანი გამოსახული, ხოლო ცერნის თილისმას დესტრუქციის ინდუისტური ღმერთი შივა წარმოადგენს.

ფაქტები: რეალურად, ბირთვული კვლევების ევროპული საბჭოს დიდი ადრონული კოლაიდერი არა “ქვესკნელის კარიბჭის გახსნის” და “დედამიწის სიღრმეში ჩაღწევის”,, არამედ სტანდარტული მოდელის თეორიის შესწავლის და სამყაროს შექმნის მენიერული საფუძვლების გამოკვლევისთვის გამოიყენება. ცერნის ლოგო არა სამ ექვსიანს, არამედ ნაწილაკების ამაჩქარებელს ასახავს, ხოლო ცერნის ეზოში მდგარი შივას ქანდაკება რეალურად ცერნის სიმბოლო არაა და ის ინდოეთის სახელმწიფოს საჩუქარს წარმოადგენს..

ვრცლად:
ცდილობს თუ არა ცერნი ქვესკნელის კარის გახსნას და როლი აქვს მეცნიერებაში ინდუისტურ ღმერთ შივას?

  1. რომის პაპი სამოთხეში მოსახვედრად ვაქცინაციას ითხოვს

წყარო: დავით გიორგობიანი

“ხარისხის არხის” წამყვანის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ არავაქცინირებული ადამიანები სამოთხეში ვერ შევლენ. გიორგობიანის მტკიცებით, ეს განცხადება ხალხს აჩვენებდა, რომ ყველა რელიგიას ერთი ღმერთი არ სწამს.

ფაქტები: წყარო, რომელსაც დავით გიორგობიანის მიერ გავრცელებული მტკიცება ეყრდნობა, სატირული გამოცემა The Babylon Bee-ა და ამბავი მოგონილია. რომის პაპი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მხარს ნამდვილად უჭერს, თუმცა განცხადება, რომ არავაქცინირებულები სამოთხეში ვერ შევლენ მას არასოდეს გაუკეთებია.

ვრცლად:
ითხოვს თუ არა რომის პაპი სამოთხეში მოსახვედრად ვაქცინაციას?

  1. ნასას ტელესკოპმა ცათა სასუფეველი აღმოაჩინა

წყარო: sport365.ge

ქლიქბაით გვედმა sport365.ge გამოაქვეყნა სტატია, სათაურით  “NASA – ს ასტრონომებმა ღვთის სასუფეველი აღმოაჩინეს – ნახეთ, სად ხვდებიან ადამიანები გარდაცვალების შემდეგ”. სტატიას “ცათა სასუფევლის” ამსახველი რამდენიმე ფოტო ერთვის თან და მასში ნათქვამია, რომ 1994 წელს ჰაბლის ტელესკოპმა კოსმოსში გიგანტური, ხელოვნური წარმოშობის ობიექტი დააფიქსირა, რომლის დეტალური შესწავლის შედეგად გალაქტიკის ცენტრში მდებარე კოლოსალური ზომის ქალაქი აღმოაჩინეს. სტატიის მიხედვით აშშ-ს მთავრობა ინფორმაციის დამალვას ცდილობდა, თუმცა ფოტოებმა 1995 წელს გერმანულ სამეცნიერო ჟურნალში გაჟონა.

ფაქტები: მტკიცება, რომ NASA-მ “ღვთის სასუფეველი” აღმოაჩინა ინტერნეტსივრცეში წლებია ვრცელდება და სათავეს ამერიკული სატირული გამოცემის 1994 წლის სტატიიდან იღებს. მასალაში გამოყენებული სურათების ნაწილი სწორედ სატირულ გამოცემაში დაიბეჭდა და ისინი გაყალბებულია. მასალაში გამოყენებული კიდევ რამდენიმე ფოტო ნამდვილად ჰაბლის ტელესკოპითაა გადაღებული, თუმცა შემდგომ ფოტოშოპითაა დამუშავებული.

ვრცლად:
ცნობა “ცათა სასუფევლის” შესახებ სატირა აღმოჩნდა

  1. ჩრდილოეთ კორეაში, ირანსა და ბელარუსში ნაკლები კრიმინალია, ვიდრე დასავლურ დემოკრატიებში

წყარო: ალტ-ინფო

გადაცემა “ალტ-ანალიტიკის” ერთ-ერთმა წამყვანმა გიორგი ქარდავამ თქვა, რომ დაბალი კრიმინოგენური სიტუაცია ისეთ ქვეყნებშია, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა, საუდის არაბეთი, ირანი და ბელარუსი. მისივე თქმით ყველაზე მეტი კრიმინალი დასავლურ ქვეყნებში, აშშ-ში და ევროპაშია.

ფაქტები: რეალურად, ყველაზე მეტი დანაშაულის მქონე ქვეყნების პირველ ათეულში არცერთი დასავლური ქვეყანა არ შედის. 100 000 სულ მოსახლეე კრიმინალის მაჩვენებლის მიხედვით, 2021 წელს პირველ ათეულში შედიან: ვენესუელა, პაპუა ახალი გვინეა, სამხრეთ აფრიკა, ავღანეთი, ჰონდურასი, ტრინიდადი და ტობაგო, გაიანა, სალვადორი, ბრაზილია, იამაიკა. მაგალითისათვის, აშშ 56-ე ადგილს იკავებს, მაშინ, როდესაც ქარდავას მიერ ნახსენები ბელარუსი და ირანი 24-ე და 48-ე პოზიციაზე არიან. აღსანიშნავია, რომ არადემოკრატიული ქვეყნები ხშირად დანაშაულის სტატისტიკის ხელოვნურად შემცირებას ცდილობენ და არაერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მსგავს ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში კრიმინალის დონე იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული.

ვრცლად:
ალტ-ინფო ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში, ირანსა და ბელორუსში დასავლეთზე დაბალი კრიმინალია

  1. აეროპორტის ელექტორნულ თერმომეტს და ბლუთუზს  ვაქცინირებულების ამოცნობა შეუძლია

წყარო: სამყარო სამყაროლაშა მენთეშაშვილიმა რიამი

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა 2021 წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების და მათი შემადგენლობის შესახებ არაერთი კონსპირაციული და აბსურდული მტკიცება გაავრცელეს. მათ შორის იყო მტკიცება, რომ ვაქცინაში არსებული რადიოაქტიური მეტალების გამო აეროპორტებში დამონტაჟებულ მეტალოდეტექტორებს ვაქცინირებულების ამოცნობა შეეძლო. ასევე მტკიცება, რომ ვაქცინირებულების ამოცნობა ბლუთუზით იყო შესაძლებელი.

ფაქტები: ისტორია აეროპორტში არავაქცინირებულის მეტალოდეტექტორით ამოცნობის თაობაზე მოგონილია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები რადიოაქტიურ მეტალებს არ შეიცავს. ასევე მცდარია მტკიცება, რომ mRNA პროტეინის ცილა ადამიანებს ბლუთუზთან აკავშირებს. ვიდეოებში მისამართები, რომლებიც ტელეფონებში ჩნდება სხვადასხვა ელექტონული ტექნიკის MAC მისამართებია.

ვრცლად:

  1. ქუჩებში ანტიქრისტე რობოტები გამოჩნდნენ

წყარო: Caterine Maraneli

ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ქუჩაში მოძრავი რობოტებია ასახული. ვიდეოს აღწერის მიხედვით, მასში “ანტენებით მართული” ანტიქრისტეა და მაშინ, როდესაც მათი რაოდენობა ადამიანების რაოდენობას გადააჭარბებს, დედამიწაზე საშინელება დაიწყება.

ფაქტები: რობოტები, რომელსაც ანტიქრისტეს უკავშირებენ, რეალურად ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Boston Dynamics-ის მიერ შეწმნილი რობოტი Spot-ია. Spot-ის მძიმე ინდუსტრიაში ადამიანებისათვის საფრთხის შემცველი სამუშაოს შესასრულებლად შეიქმნა და დღეისათვის უკვე აქტიურად გამოიყენება.

ვრცლად:
ანტიქრისტე თუ Boston Dynamics-ის რობოტები – რას ასახავს ვიდეო?

  1. ბორჯომის რეკლამა მხეცის ნიშანს შეიცავს

წყარო: ბოლო ჟამის ქრისტიანებიდათო სალუქვაძე

მინერალური სასმელის, “ბორჯომის” ახალ რეკლამას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ რეკლამაში სამი ექვსიანი ჩანს და იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანების დნმ-ის შეცვლა სურთ.

ფაქტები: რეალურად, “ბორჯომის” ახალ რეკლამაში აქცენტი პირველქმნილი წყლის წარმოშობაზეა გაკეთებული და სიმბოლო, რომელსაც სამ ექვსიან უკავშირებენ ბოლნისის ჯვრის საფუძველზეა შექმნილი.

ვრცლად:
“ბორჯომის” კლიპის ინსპირაცია ბოლნისის ჯვარი გახდა, Последнее Время-ს – 666 

  1. ავსტრალიაში პოლიციელებმა ქალი მხეცის ნიშნის წინ დააჩოქეს

წყარო: ბოლო ჟამის ქრისტიანები

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქალის დაკავება ჩანს. ერთ-ერთი მომხმარბლის მტკიცებით, ავსტრალიელი ქალი “ლუციფერის მსახურმა გესტაპო” პოლიციელებმა სამი ექვსიანის წინ დააჩოქეს. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავების ადგილას ფანჯაზე რამდენიმე ციფრი, მათ შორის სამი ექვსიანიც წერია.

ფაქტები: რეალურად, ვიდეო, რომელიც ქალის დაკავებას ასახავს, პიცერიასთან ახლოს არის გადაღებული. კადრში არა “მხეცის ნიშანი”, არამედ პიცერიის ტელეფონის ნომრის ბოლო 3 ციფრი ჩანს.

ვრცლად:
“მხეცის ნიშანი” თუ პიცერიის ნომერი – რას ასახავს “ბოლო ჟამის ქრისტიანების” ვიდეო?

  1. თხევადი კრისტალებით ადამიანების ზომბირება ხდება

წყარო: ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებიბოლო ჟამის ქრისტიანებიგოჩა ჩუმაშვილი

რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებელმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც პიერ ჟილბერი ვაქცინაციის შედეგად ადამიანების ზომბირებაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ადამიანების ზომბირება ვაქცინით მათ ორგანიზმში თხევადი კრისტალების შეყვანით ხდება, რომლებიც ტვინამდე აღწევენ. ჟილბერი ამტკიცებს, რომ ზომბირების ტექნოლოგია რუანდაში, გამოიყენეს.

ფაქტები: მტკიცება, რომ ვაქცინების შემადგენლობაში თხევადი კრისტალები შედის, რომლებიც ტვინში აღწევენ, დეზინფორმაციაა. თხევადი კრისტალი მატერიის მდგომარეობის ერთ-ერთი სახეა და ტვინში მისი მოთავსება შეუძლებელია. ჟილბერის ვიდეო 1996 წელსაა გადაღებული. ის რუანდაში მომხდარ გენოციდზე საუბრობს და არა ვაქცინაციაზე, თუმცა როგორც ვაქცინაციას, ასევე რუანდის გენოციდს თხევად კრისტალებთან კავშირი არ აქვს. რუანდის გენოციდს საფუძვლად ეთნიკური დაპირისპირება ედო.

ვრცლად:
შესაძლებელია თუ არა თხევადი კრისტალებით ადამიანების “დაზომბირება”?

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist