2018 წელს უკრაინაში სამხედრო წვრთნაზე გადაღებული კადრები მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

177
VIEWS

16 სექტემბერს ფეისბუკ გვერდმა “წიწაკის როკი-Pepper Rock” უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წარმომებული კონტრშეტევის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ორი სამხედროა გამოსახული. ერთ-ერთი ჯარისკაცის ფორმაზე ამერიკის დროშის ქვეშ უკრაინის დროშაა გამოსახული, ფოტოს კი დართული აქვს წარწერა: ”ხარკოვის შეტევაში ამერიკის ჯარი დაფიქსირდა”.

ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, 2018 წელს უკრაინაში სამხედრო წვრთნების დროს არის გადაღებული და მისი 2022 წელს გავრცელება მცდარ კონტექსტს ქმნის. “Rapid Trident 2018” უკრაინაში, იავორივის საბრძოლო მომზადების ცენტრში ჩატარდა და მასში როგორც უკრაინელი, ასევე სამხედროები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდნენ მონაწილეობას.

2018 წლის 3-15 სექტემბერს უკრაინაში ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები „Rapid Trident-2018“  მოეწყო. Rapid Trident 2021 ყოველწლიური ამერიკულ-უკრაინული სამხედრო სწავლებაა, რომელიც იავორივის სამხედრო პოლიგონზე მდებარე საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში იმართება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის თანახმად, წვრთნებში მონაწილეობა  14 ქვეყნიდან 2 270-მა ჯარისკაცმა მიიღო. სამხედრო წვრთნების მიზანს მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაზრდა და მზადყოფნის დემონსტრირება წარმოადგენდა.

ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში ხარკოვში კონტრშეტევაში მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცის საილუსტრაციოდ გამოიყენეს, რეალურად, 2018 წელს იავორივში არის გადაღებული და გამოცემა Sputnik Ўзбекистон-ის სტატიას ერთვის თან. 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიას შემდეგი სათაური აქვს: “ნატოს ჯარები უკრაინაში = რუსეთის თავდასხმას დასავლეთის ქვეყნებზე”. მასალაში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან კონფლიქტში ნატოს ჯარების უშუალო ჩართვას ნიშნავს. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე, ამერიკისა და უკრაინის დროშების გარდა, სამხედრო მოსამსახურის გვარის აღმნიშვნელი ფირფიტაც ჩანს, წარწერით SMITH. აღსანიშნავია, რომ ამავე სამხედროს ფოტო უკრაინელმა ფოტოგრაფმაც გადაუღო, რომელსაც alamy.com-ზე სურათის გადაღების თარიღად 2018 წლის 6 სექტემბერი აქვს მითითებული.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო
უკრაინელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტო 2018 წელს

29 აგვისტოს უკრაინამ სამხრეთის მიმართულებით კონტრშეტევა წამოიწყო. ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 7 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, დაახლოებით, 400 კმ² დაიბრუნეს და ოკუპირებულ მიწებზე 20 კმ-ს სიღრმეზე შევიდნენ. გამოცემა The New York Times-ის თანახმად, უკრაინას კონტრშეტევის მომზადებაში ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა: “ომის განმავლობაში შეერთებული შტატები უკრაინას სამეთაურო პუნქტების, საბრძოლო მასალის და სხვა მნიშვნელოვანი კვანძების ადგილმდებარეობის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას”, – აღნიშნულია სტატიაში. გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ კონტრშეტევის წარმატება მთლიანად ზელენსკისა და უკრაინელი სამხედროების დამსახურებაა, რომელთაც ხარკოვში მცირე ძალებით დიდი გამარჯვება მოიპოვეს.

წყაროს შესახებ

ფეისბუკ გვერდი 2022 წლის 22 მაისს შეიქმნა და მისი პირვანდელი სახელწოდება “New Neu Novo Nuovo Nouveau Новый” ახალი იყო. 12 სექტემბერს სახელის ცვლილების შემდეგ გვერდს წიწაკის როკი-Pepper Rock დაერქვა. გვერდზე ანტიდასავლური, ჰომოფობიური, რუსი ჯარისკაცების მხარდამჭერი და  რუსეთის უკრაინაზე სამხედრო უპირატესობის  “დამადასტურებელი” პოსტები ვრცელდება.უკრაინელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტო 2018 წელს.

წიწაკის როკი-Pepper Rock-ს მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist