2013 წლის გვამების აქცია-პერფორმანსის ვიდეოს კორონას უარყოფისთვის იყენებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

6
VIEWS

23 მაისს ფეისბუქ პროფილმა Goria Shiva გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მწოლიარე ადამიანებს არაბული წარწერებით თეთრი ზეწრები აქვთ გადაფარებული. ვიდეოს თან ახლავს აღწერა: “ისევ მსახიობების ცუდი თამაში”. ვიდეოს გადაღების თარიღი, ადგილი და კონტექსტი პოსტში მითითებული არ არის, თუმცა ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილი მას პანდემიას უკავშირებს.

 

;
გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მასში მონაწილე ადამიანები ხალხის მოსატყუებლად მკვდრებად წარმოაჩენენ თავს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მსახიობობაში გამოიჭირეს. რეალურად, ვიდეო 2013 წელსაა გადაღებული და ის ეგვიპტეში აქცია-პერფორმანსს ასახავს.

ვიდეოს ავტორი არ აკონკრეტებს, თუ რა მოვლენას უკავშირებს გამოქვეყნებულ პოსტს, თუმცა მისი აღწერით და ვიდეოს კომენტარებით ჩანს, რომ აუდიტორია მას “კორონას  აფიორად” აღიქვამს და პანდემიის უარყოფის არგუმენტად იყენებს.

;

;

სინამდვილეში ვიდეო პირველად 2013 წლის ოქტომბერში გამოჩნდა და ის იუთუბზე ეგვიპტურმა მედიამ გაავრცელა. ვიდეოში, რომელიც ფაქტების გადამმოწმებელმა ვებ-საიტმა Snopes.com-მაც გადაამოწმა, კაიროში ალ-აზარის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია-პერფორმანსია ასახული. არაბული ენის ფაკულტეტის სტუდენტები ეგვიპტეში 2013 წლის 3 ივლისის სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებდნენ, რომლის შედეგადაც არმიის გენერალმა აბდელ ფატა ალ-სისიმ პრეზიდენტი მუჰამედ მურსი ჩამოაგდო. “ჯარისკაცები ვერ გვმართავენ” იყოს სტუდენტების აქციის სლოგანი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული ვიდეო რეალური კონტექსტის გარეშე გავრცელდა ან დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს. საძიებო სისტემებმა აჩვენეს, რომ 2014 წელს ვიდეოში ასახული სცენა აუხსნელ მოვლენად იყო წარმოჩენილი, ხოლო 2018 წელს მას სოციალურ ქსელებში აზიარებდნენ, თითქოს პალესტინელი მებრძოლები თავს გარდაცვლილებად ასაღებდნენ, რათა ისრაელის საწინააღმდეგო პროპაგანდა ეწარმოებინათ. ვიდეო მსგავსი დეზინფორმაციული აღწერით 2021 წელს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის გამწვავების შემდეგაც აქტიურად ზიარდებოდა.

;

;
წყარო: snopes.com

;
წყარო: smhoaxslayer.com

ვიდეო 2021 წლის 16 მაისს ულტრა-კონსერვატიულ პლატფორმა bitchute-ზეც გავრცელდა, სადაც დეზინფორმაცია და კონსპირაციული თეორიები ხშირად ქვეყნდება. ვიდეოს აღწერა მას პანდემიასთან აკავშირებდა და ირონიულად წერდა, რომ ინდურ შტამს შეუძლია მკვდარი გააცოცხლოს.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ეგვიპტე
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist