20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით რუსუდან ფეტვიაშვილის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

188
VIEWS

20 ივნისს სოციალურ ქსელში (1,2, 3) გავრცელდა ქართველი მხატვრის – რუსუდან ფეტვიაშვილის ციტატა. Პოსტის მიხედვით, ის ხალხს 20 ივნისის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს, აქციას ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებულს უწოდებს და მათ, ვინც შეკრებაზე არ მივა, პორტრეტის დახატვით “ემუქრება”. 

Რუსუდან ფეტვიაშვილი:“ვინც ნაცების აქციაზე არ მოვა, არ დავიზარებ და ყველას პორტრეტს სათითაოდ დავხატავ. ჩემ სტილში, რასაკვირველია. ჰოდა, მერე, რომ დახედავთ და შეგეშინდებათ, ისევ საკუთარ თავს დააბრალეთ”.

Რუსუდან ფეტვიაშვილის სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. მის მიერ გაკეთებული იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება. ფეტვიაშვილმა “მითების დეტექტორთან” კომენტარშიც დაადასტურა, რომ ციტატა ყალბია. 

რუსუდან ფეტვიაშვილის ფეისბუკ-გვერდზე, ღია წყაროებსა და მედიასაშუალებებში მის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება. ციტატის ნამდვილობის დასადგენად მითების დეტექტორი რუსუდან ფეტვიაშვილს დაუკავშირდა.  Მან აღნიშნა, რომ აქციასთან დაკავშირებით მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და არც ნაციონალური მოძრაობა უხსენებია. 

19 ივნისს რუსუდან ფეტვიაშვილი ტვ პირველის გადაცემაში “ შუადღე Live ” ჩაერთო. Მან აღნიშნა, რომ 9 აპრილის შემდეგ პირველად გადის აქციაზე და სხვებსაც მოუწოდებს, რომ ევროპული მომავლისთვის ეს ნაბიჯი გადადგან.

“სიმართლე გითხრათ, 9 აპრილის შემდეგ არ ვყოფილვარ აქციაზე. ხვალ აუცილებლად გავალ. ბავშვებიანად გამოდიან ჩვენ ახლობლები. ყველა უნდა გავიდეთ, რათა მსოფლიომ დაინახოს, ჩვენ ამ მდგომარეობას არ ვეგუებით და ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის’, – განაცხადა მხატვარმა ტვ პირველის ეთერში.

20 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” გაიმართა. მისი ორგანიზატორები სამოქალაქო მოძრაობა “ტალღა”, “სირცხვილია” და “რუსეთი ოკუპანტია” იყვნენ.

აღსანიშნავია,რომ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით გაყალბებული ციტატები წინა დღეებში მიშა მშვილდაძისა და მამუკა ხაძარაძის სახელითაც ვრცელდებოდა. 

ვრცლად, იხილეთ მითების დეტექტორის სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist