1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარდგენილი რუკა მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

137
VIEWS

5 ივნისს ყოფილმა სამხედრომ ერმილე ნემსაძემ უკრაინის ფრანგულენოვანი რუკა გამოაქვეყნა. რუკაზე თანამედროვე უკრაინის საზღვრები შავი ფერით არის მონიშნული. ასევე მწვანე ფერით მონიშნულია ტერიტორია, რომელიც უკრაინის ამჟამინდელ საზღვრებს სცდება და მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის – თანამედროვე კრასნოდარის მხარის ნაწილსა და საქართველოს მცირე ნაწილსაც მოიცავს. პოსტის აღწერის მიხედვით “ჯერ არ დაბადებული” უკრაინული იმპერიის შემადგენლობაში უკვე შეტანილია სოჭის ოლქი და გაგრის რაიონი. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუკაზე უკრაინის სამომავლო ტერიტორიული ამბიციებია ასახული.

1919 tsels parizis samshvidobo konpherentsiaze tsardgenili ruka manipulatsiurad vrtseldeba 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარდგენილი რუკა მანიპულაციურად ვრცელდება

ფეისბუქზე უკრაინის რუკა მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, რუკა ძველია, ის 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე იყო წარდგენილი და იმ ტერიტორიას ასახავს, რომელის ფარგლებშიც უკრაინის სახალხო რესპუბლიკას უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენა სურდა.

გავრცელებული რუკა 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მიერ წარდგენილი დოკუმენტის (“ჩანაწერი უკრაინის დამოუკიდებლობაზე წარდგენილი უკრაინის რესპუბლიკის დელეგაციის მიერ სამშვიდობო კონფერენციაზე”) ნაწილი იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდი უკრაინისთვის ბევრი სირთულით ხასიათდებოდა.  უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მიზანი იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის წინ წამოწევა. ჰრიჰორი სიდორენკოს ხელმძღვანელობით უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვებას, უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთის, რუმინეთის და მოკავშირეების სამხედრო ძალების გასვლის მიღწევას და საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა.

რაც შეეხება გავრცელებულ რუკაზე ასახული საზღვრებში უკრაინის აღიარებას, ეს უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციისთვის საუკეთესო სცენარი იქნებოდა.

1919 tsels parizis samshvidobo konpherentsiaze tsardgenili ruka manipulatsiurad vrtseldeba1 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარდგენილი რუკა მანიპულაციურად ვრცელდება
პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარდგენილი ფრანგულენოვანი რუკა. წყარო. Ликбез

რუკაზე ასახული ტერიოტორია თანამედროვე საზღვრებში არსებული უკრაინის გარდა მოიცავს რუსეთის, ბელარუსის, პოლონეთის, რუმინეთის გარკვეულ ტერიტორიებს, ასევე საქართველოს ტერიტორიის მცირე ნაწილს – აფხაზეთის რეგიონის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს გაგრის ჩათვლით.

ამ ტერიტორიების უკრაინისთვის მიკუთვნების მთავარი კრიტერიუმი ამ ადგილებში დიდი რაოდენობით ეთნიკურად უკრანელი მოსახლეობის არსებობა იყო, რაც აღწერით დასტურდებოდა. ადმინისტრაციული საზღვრების შემუშავებაში ასევე გათვალისწინებული იყო უკრაინისთვის ტერიტორიის სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ პარიზში მოლაპარაკებების მიმდინარეობისას უკრაინის სახალხო რესპუბლიკა სასურველი ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილზე ფლობდა კონტროლს და სრულ ტერიტორიაზე კონტროლის გასავრცელებლად არსებითად საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე უკრაინის ძალისხმევის მიუხედავად კონფერენციამ უკრაინის დამოუკიდებლობა ოფიციალურად არ აღიარა. უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ არსებობა 1920 წელს წითელი არმიის იერიშის შემდეგ შეწყვიტა.

1919 tsels parizis samshvidobo konpherentsiaze tsardgenili ruka manipulatsiurad vrtseldeba2 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარდგენილი რუკა მანიპულაციურად ვრცელდება
რუკა, რომელიც პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მოთხოვნილი ტერიტორიისა და სახელმწიფოების თანამედროვე საზღვრების შედარებაა ასახული. ქვეყნის დასავლეთით მწვანე ფერით აღნიშნულია ტერიტორია, რომელსაც უკრაინის სახალხო რესპუბლიკა 1919 წლის აპრილის მდგომარეობით რეალურად აკონტროლებდა. წყარო. Ликбез

უკრაინის თანამედროვე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უმაღლესმა რადამ 1992 წელს დაამტკიცა და უახლოეს წარსულში უკრაინას რომელიმე მეზობლისთვის ტერიტორიული პრეტენზია არ წაუყენებია.

1919 tsels parizis samshvidobo konpherentsiaze tsardgenili ruka manipulatsiurad vrtseldeba3 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარდგენილი რუკა მანიპულაციურად ვრცელდება
უკრაინის თანამედროვე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. წყარო: Encyclopеdia Britannica, Inc

აღსანიშნავია, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე არაერთ სახელმწიფოს ჰქონდა სურვილი მისი დამოუკიდებლობა გარკვეულ ტერიტორიულ საზღვრებში ყოფილიყო აღიარებული. მათ შორის საქართველოსაც.

1919 tsels parizis samshvidobo konpherentsiaze tsardgenili ruka manipulatsiurad vrtseldeba4 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარდგენილი რუკა მანიპულაციურად ვრცელდება
პარიზის კონფერენციაზე ქართული დელეგაციის მიერ წარდგენილი რუკა. წყარო

ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებას არც საქართველოს მიერ მოთხოვნილი საზღვრები უცვნია

საბჭოთა ოკუპაციამდე უკრაინის ტერიტორიული ცვლილებების შესახებ და ერთა ლიგის მიერ საქართველოს საზღვრების აღიარების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

წყაროს შესახებ:

ერმილე ნემსაძე ყოფილი სამხედრო და ულტრამემარჯვენე ჯგუფ „ქართული მარშის“ წევრი იყო. ის ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი და ანტიდასავლური გზავნილებითაა ცნობილი. სხვადასხვა თემაზე ერმილე ნემსაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist