Այլք

“ერთობა საქართველოსთვის” შარლ მიშელის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

20 Հուլիս, 2021

19 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა "ერთობა საქართველოსთვის" გამოაქვეყნა მამაკაცის ფოტო, რომლის აღწერის მიხედვითაც ფოტოზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია გამოსახული და ის საქართველოში ღირსების მარშისადმი სოლიდარობის გამოსახატავად კაბაში გამოწყობილი ჩამოვიდა. 

;
მტკიცება იმის შესახებ, რომ გავრცელებულ ფოტო საქართველოშია გადაღებული და მასზე შარლ მიშელია აღბეჭდილი, მცდარია, რეალურად ფოტო ფლორენციაში 2021 წლის პირველ ივლისს Pitti Uomo-ს მოდის ჩვენებაზეა გადაღეული და ღონისძიების ერთ-ერთ მონაწილეს ასახავს. 

"ერთობა საქართველოსთვის" გავრცელებული ფოტო იტალიური კომპანია Pitti Immagine-ის მამაკაცის მოდის ჩვენების (Pitti Uomo) რიგით მეასე ჩვენებაზე 2021 წლის 1-ლ ივლისაა გადაღებული. ფოტო ინტერნეტში Pitti Uomo-სა და Pitti Immagine-ის ფეისბუქ გვერდებზე ღონისძიებაში მონაწილე სხვა ადამიანების ფოტოებთან ერთად წარწერით “პირდაპირი Pitti Uomo-ს მე-100 ჩვენებიდან” გამოჩნდა, კონკრეტულად ამ ფოტოზე ასახული ადამიანის ზუსტი ვინაობა მითითებული არ არის. 

;
Pitti Uomo ყოველ წელს წელიწადში ორჯერ ფლორენციაში იმართება, წელს ღონისძიებას ფლორენციის ისტორიულ შენობა Fortezza da Basso-ში უმასპინძლეს და შესაბამისად, ფოტოც სწორედ ფლორენციაში და არა საქართველოშია გადაღებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოზე გამოსახული მამაკაცისა და შარლ მიშელის უახლოეს ფოტოებში აღბეჭდილი წვერის ფორმა და თმის ფერი ერთმანეთისგან განსხვავდება. 

;
                            შარლ მიშელი ლიეტუვაში 2021 წლის 6 ივლისი, პირადი ინსტგრამ ანგარიში

რაც შეეხება შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის 18 ივლისს ჩამოფრინდა და მან ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. 

;
შარლ მიშელი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, ფოტო: საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტრო

წყაროს შესახებ

ანგარიში "ერთობა საქართველოსთვის" ამჟამად პირველი პოსტი 2021 წლის 17 მაისსაა გამოქვეყნებული, მას შემდეგ ანგარიშზე ვხვდებით ნამახვანჰესის აშენების საწყინააღმედგო პოსტებს, ასევე ნათია ქოლუსის ვიდეოსა და ანტივაქსარული შინაარსის პოსტებს.  ანგარიშზე პიროვნების მაიდენტიფიცირებელი რაიმე ფოტო გამოქვეყნებული არ არის. 

;

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.