Առողջապահություն/Կենսաանվտանգություն

რატომ იყენებენ დასაკეც შპრიცებს და რას ასახავს TikTok-ის ვიდეო?

4 Մարտ, 2021

3 მარტს ფეისბუქ გვერდმა “მედიცინის ხელოვნება/Arts of Medicine” ვიდეო, შემდეგი კომენტარით გამოაქვყენა: “ყურადღება, შეკითხვა: სად ჯანდაბაში წავიდა ნემსი?!” ვიდეოში ჩანს, რომ ექიმი მამაკაცს შპრიცს უკეთებს, შპრიცის მოშორების მომენტში კი ნემსი აღარ ჩანს. 

;

ფეისბუქ გვერდის მიერ დასმული შეკითხვა ნემსის გაქრობასთან დაკავშირებით მნახველში ეჭვს აჩენს, რომ ნემსი სხეულში რჩება. რეალურად ვიდეოში გამოყენებულია უსაფრთხო შპრიცის ერთ-ერთი სახეობა -  დასაკეცი შპრიცი, რომლის გამოყენების შემდეგაც ნემსი რჩება არა ადამიანის სხეულში, არამედ ის შპრიცის კორპუსში ბრუნდება.

  • ვიდეოში ნაჩვენები დასაკეცი შპრიცის გამოყენება უსაფრთხო და რეკომენდებულია

უსაფრთხო შპრიცები ახალი გამოგონება არ არის. სამედიცინო პერსონალისათვის შპრიცისაგან მიღებული დაზიანება, შესაძლოა, ჯანმრთელობისათვის სერიოზულ რისკს შეიცავდეს და სისხლით გადამდები დაავადების გამოწვევის მიზეზი გახდეს. უსაფრთხო დასაკეცი შპრიცების გამოყენებისას კი სამედიცინო პერსონალს ნემსთან შეხება არ აქვს, რის გამოც მედიკოსი მსგავსი რისკისგან დაზღვეულია. აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სწორედ ამ ტიპის შპრიცებით მიმდინარეობს. 

სოციალურ ქსელში დასაკეც უსაფრთხო შპრიცებს ნემსის “გაქრობის” გამო “დაჩიპვის” შესახებ კონსპირაციის თეორიები არაერთხელ დაუკავშირეს. შპრიცის მუშაობის პრინციპის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალა: 

რაც შეეხება “სამედიცინო ხელოვნების” ვიდეოს, ის  Tiktok-ის მომხმარებელ familiazenozain-ს ეკუთვნის. ვიდეო სოციალურ ქსელში 21 თებერვალს რამდენიმე ჰეშთეგით: “#covid19 #vacuna #pfizerაიტვირთა.

;

familiazenozain-ის ანგარიში Youtube-ზეც იძებნება. აქვე ვხვდებით ვიდეოს სრულ ვერსიას, სათაურით “Covid-19 PFIZER.” ვიდეოში ვხედავთ, რომ მამაკაცი მიდის მედიკოსთან, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეკითხვებს უსვამს, შემდეგ კი Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას უსაფრთხო შპრიცით უკეთებს. 

;


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.