დაადგინე სიმართლე შენით!
“მითების დეტექტორი” მედიის განვითარების ფონდის პროექტია, რომელიც მედიით გავრცელებული ყალბი ინფორმაციის დეკონსტრუქციას, ფოტო და ვიდეომანიპულაციების გადამოწმებას ახდენს, ასევე იკვლევს პროპაგანდის მეთოდებს. “მითების დეტექტორის” მიზანია ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან გამკლავება საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედია წიგნიერების ხელშეწყობის გზით.
“მითების დეტექტორის” ბაზაზე დოიჩე ველე აკადემიის (DWA) მხარდაჭერით შეიქმნა მითების დეტექტორის ლაბორატორია, რომლის მიზანია დეზინფორმაციის გამოწვევებს მედია წიგნიერებისა და მედია პროდუქციის წარმოების გზით უპასუხოს. მითების დეტექტორის ლაბორატორიის ფორმატში ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში არიან ჩართულნი, რომელიც როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარებას მოიცავს. 3 თვიანი კურსის ფარგლებში თითოეული ჯგუფი იღებს თეორიულ ცოდნას პროპაგანდის მეთოდების შესახებ, ხოლო პრაქტიკული მუშაობის დროს იძენენ დეზინფორმაციის გადამოწმების, პირველწყაროს მოძიებისა და ხარისხიანი მედია პროდუქციისა და მანიპულაციის გარჩევის უნარებს. კურსის ბოლოს მონაწილეები “მითების დეტექტორის” ვებ-პლატფორმისთვის მულტიმედია პროდუქტს ქმნიან.
მითების დეტერქტორის ლაბორატორიის პროექტის ფარგლებში, 70 -ზე მეტი მასალა მომზადდა. 14 მათგანი ევროკავშირის East Stratcom -ის მიერ მომზადებულ ყოველკვირეულ „დეზინფორმაციის მიმოხილვაში“ მოხვდა.
დაგვიკავშირდით:
[email protected]
[email protected]
[email protected]
კონკურსი: “მითების დეტექტორის” ლაბორატორიის სასწავლო კურსი მედიაწიგნიერებაში
IV ჯგუფი – 19 მაისი – 19 სექტემბერი, 2018 |
III ჯგუფი – 3 მარტი – 3 ივნისი, 2018 |
II ჯგუფი – 30 სექტემბერი – 1 დეკემბერი, 2017 |
I ჯგუფი – 8 აპრილი – 22 ივლისი, 2017 |