თქვა თუ არა გიორგი ფხაკაძემ რომ აცრილები და აუცრელები კორონავირუსს ერთნაირად ავრცელებენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

21
VIEWS

22 ნოემბერს რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა პროფესორ გიორგი ფხაკაძის ფეისბუქ ვიდეოდან ფრაგმენტი გააზიარა. გავრცელებულ ვიდეოში ის აცხადებს, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი და აუცრელი ადამიანები ვირუსს ერთნაირად ავრცელებენ. აღნიშნული ფრაგმენტი ალტ-ინფოს მხარდამჭერმა ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ, ფეისბუქ ანგარიშმა “კოგარაშ იი” და ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ გაავრცელეს.

"
ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ აუცრელსა და აცრილ ადამიანებს შორის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით განსხვავება არ არის, შეცდომაში შემყვანია. სრული ვიდეოდან ფრაგმენტი ისეა ამოჭრილი, რომ არ ჩანს, თუ რეალურად რას გულისხმობს ფხაკაძე სრული განმარტება. ვიდეოს სრულ ვერსიაში ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს კოვიდ19 უფრო ნაკლებად ემართებათ, ვიდრე არავაქცინირებულებს, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ისინი ვირუსს ნაკლებად ავრცელებენ.

21 ნოემბერს გიორგი ფხაკაძეს ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვა ჰქონდა, სადაც ვაქცინაციის საკითხებზე ისაუბრა. სხვადასხვა ფეისბუქ ანგარიშის მიერ გავრცელებულ ნაწყვეტში ფხაკაძის მიერ გაკეთებული ორი კომენტარია გაერთიანებული, ის ორივეგან ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი აცრილია თუ აუცრელი, ისინი ერთნაირად ავრცელებენ ვირუსს.

რეალურად, გიორგი ფხაკაძე 1:24:20 წუთზე განმარტავს, რომ როდესაც ადამიანი უკვე ინფიცირებულია, არ აქვს მნიშვნელობა, იგი ვაქცინირებული თუ არა, რადგან ყველა ინფიცირებული ვირუსის თანაბარი გადამტანია. მისი თქმით, განსხვავება იმაშია, რომ ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირების შანსი ბევრად ნაკლებია, შესაბამისად, ვაქცინირებული ადამიანისგან ვირუსის გავრცელებაც ნაკლებად ხდება, ვიდრე არავაქცინირებულისგან, რადგან კოვიდ19-ით აუცრელები უფრო ხშირად ინფიცირდებიან.

ხშირად ხდება სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აცრილი და აუცრელი ადამიანები ვირუსის ერთნაირი გადამტანები არიან, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ინფიცირებულ ადამიანების ორგანიზმში არსებულ ვირუსულ დატვირთვაზე საუბრობდა. სინამდვილეში კი, აცრილი ადამიანი ვირუსს ნაკლებად ავრცელებს, რადგან ის ნაკლებად ავადდება. ამის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist