კურნავს თუ არა მალარიის წამალი კორონავირუსს და ვინ არის სტელა იმანუელი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

52
VIEWS

2021 წლის 5 სექტმბერს ფეისბუქ ანგარიშმა Gia Giorgi გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ექიმი საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ამტკიცებს, რომ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატით ჰიდროქსიქლოროქვინისა და თუთიის საშუალებით კორონავირუსისგან ასობით მძიმე პაციენტი განკურნა. ექიმის მტკიცებით, კორონავირუსის წინააღმდეგ პირბადეების ტარება და სხვადასხვა შეზღუდვის დაწესება საერთოდ არ არის საჭირო, რადგან ჰიდროქსიქლოროქვინითა და თუთიით მკურნალობა კორონავირუსის წინააღმედ აბსოლუტურად ეფექტიანია, თუმცა ფარმაცევტული კომპანიები და ფსევდომეცნიერები ამ ინფორმაციის დამალვას ცდილობენ. 13 სექტემბრის მონაცემებით Gia Giorgi-ის პოსტს 3100-ზე მეტი გაზიარება აქვს.
"
მტკიცება, თითქოს მალარიის წამალი ჰიდროქსიქლოროქვინი თუთიასთან ერთად კორონავირუსს კურნავს, დეზინფორმაციაა და იგი “ზელენკოს მეთოდის” სახელით ცნობილ ცრუ მკურნალობას წარმოადგენს. ვიდეო კონსპიროლოგი და ანტივაქსერი ექიმების მიერ შექმნილი ორგანიზაციის  “America’s Frontline Doctors”-ის მიერ 2020 წლის ივლისში გამოქვეყნებული ჩანაწერის ნაწყვეტს წარმოადგენს, რომელსაც გასულ წელს სხვადასხვა სოციალურმა მედიამ ცრუ მკურნალობის პოპულარიზების გამო გავრცელება შეუზღუდა. 

ქალი, რომელიც ვიდეოში კორონავირუსის წინააღმდეგ ჰიდროქსიქლოროქვინისა (იგივე პლაქვენილი) და თუთიის ეფექტიანობაზე საუბრობს, ამერიკელი კონსპიროლოგი ექიმი სტელა იმანუელია. გასულ წელს სტელა იმანუელის აღნიშნული ვიდეო თავისი Twitter-ის ანგარიშზე ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა და პლაქვენილით კორონავირუსის მკურნალობის ადვოკატმა დონალდ ტრამპმაც კი განათავსა, თუმცა მოგვიანებით Twitter-მა ვიდეო დეზინფორმაციის გავრცელების გამო წაშალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მედიკამენტების ევროპული სააგენტო და საკვებისა და წამლების სააგენტო (FDA) პლაქვენილსა და თუთიას კორონავირუსის სამკურნალოდ რეკომენდაციას არ უწევენ. როგორც არაერთმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ პლაქვენილს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელებაზე რაიმე სახის დადებითი გავლენა აქვს. პლაქვენილისა და ე.წ. “ზელენკოს მეთოდის” შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად ამ თემაზე იხილეთ სტატია:

სტელა იმანუელის ვიდეო მცირე ნაწყვეტია კონსპიროლოგი ექიმების ორგანიზაციის “America’s Frontline Doctors”-ის ვიდეომიმართვიდან, რომელიც ულტრა-მემარჯვენე მედიასაშუალება Breirbart-მა 2020 წლის ივლისში გაავრცელა და ამით ორგანიზაციამ, რომლის წევრთაგან ზოგიერთს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა, კორონავირუსის უარმყოფლებსა და ანტივაქსერულ ჯგუფებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ორგანიზაციის დამფუძნებელი სიმონე გოლდი დიდი ფარმაკოლოგიური კომპანიების (Big Pharma) შესახებ არსებულ კონსპირაციის თეორიას იზიარებს. შეთქმულების ამ თეორიის მიხედვით, დიდი სამედიცინო, განსაკუთრებით ფარმაკოლოგიური, კომპანიები სპეციალურად მალავენ მკურნალობის გზებს, დაავადებათა გავრცელებას ხელს უწყობენ ან მათ ხელოვნურად იწვევენ.  აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმი სიმონე გოლდი 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს დედაქალაქში, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისა და არეულობაში მონაწილეობის გამოა დაკავებული.

თავად სტელა იმანუელი, რომელიც ვიდეოში საუბრობს, პასტორიცაადა 5 წლის წინ ამტკიცებდა, რომ უცხოპლანეტელების დნმ მკურნალობაში გამოიყენება, ზოგიერთ დაავადებას დემონები იწვევენ, ხოლო მეცნიერები ისეთ ვაქცინას ამზადებენ, რომელიც ადამიანებს რელიგიას ჩამოაშორებს.

ქართველი ფეისბუქ მომხმარებლები “America’s Frontline Doctors”-ის ვიდეოს 2020 წლის აგვისტოში აქტიურად ავრცელებდნენ. ვიდეოს შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist