იწვევს თუ არა აცრა ფეხმძიმობას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

28
VIEWS

6 სექტემბერს სატირულმა ფეისბუკ გვერდმა უცხო გამოაქვეყნა ფოტო, რომელსაც თან ერთვის შემდეგი კომენტარი “ამერიკაში აცრის შემდეგ კაცი დაორსულდა”.

"
პოსტი სატირულია. ფოტო რეალურად არა აცრის შედეგად დაორსულებულ მამაკაცს, არამედ ატლანტელ ქანთრი რეპერს ასახავს, რომელმაც ფოტო ახალი ალბომის პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო.

ატლანტელმა რეპერმა  სექტემბრის დასაწყისში სტუდიური ჩანაწერის გარეკანი გამოაქვეყნა, რომელზედაც მუსიკოსი სრულად შიშველი პოზირებს. ალბომის  პოპულარიზაციის მიზნით, ლილ ნას იქსმა ფოტოები გაავრცელა და განაცხადა, რომ ორსულად იყო. რეპერის განცხადებით, მას შვილი სექტემბერში ეყოლება, თუმცა იგი შვილში საკუთარ ალბომს გულისხმობს. „სიურპრიზი, დაუჯერებელია, როგორც იქნა ამას ვაცხადებ, ჩემი ბედნიერებაა  “Montero” 17 სექტემბერს მოევლინება სამყაროს“, – წერს ლილ ნასი „ინსტაგრამზე“.

"
ფოტოებმა ლილ ნასის გამომწერებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია და ატლანტელმა რეპერმა ეპატაჟური საქციელის გამო კრიტიკაც დაიმსახურა.

22 წლის რეპერის ალბომი სახელწოდებით “MONTERO” 17 სექტემბერს გამოვა. ლილ ნასს  ორსულობის ფოტოსესიის იდეა  რეპერ მეგან ზი სტალიონთან საუბრის შემდეგ მოუვიდა, რომელიც მათ სამომავლო სიმღერას ეხებოდა.

“მეგანთან საუბრის შემდეგ აღტაცებულმა ჩემს სტილისტს დავურეკე. მან მითხრა “ვაიმე, ეს ყველაფერი ერთად ხდება. შენი ალბომი. შენი ბავშვი… “ მე ვფიქრობდი: “ჰო, ეს [ალბომი] ჩემი ბავშვია, არა?”

Lil Nas X-ის კარიერა 2018 წელს დაიწყო, როდესაც მან სადებიუტო ალბომი Nasarati გაავრცელა. 2019 წლის 5 აპრილს რეპერმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი შემსრულებელთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. სიმღერამ ბილბორდის ჩარტში რეკორდული დრო, 19 კვირა გაატარა.  მუსიკოსმა გრემის ჯილდო ორჯერ მოიპოვა.

ამერიკელი რეპერი Lil Nas X ეპატაჟური ქცევით ადრეც გამოირჩეოდა. მან ამერიკული კომპანია MSCHF-თან ერთად  Nike Air Max 97s-ის მოდელზე დაფუძნებული სპეციალური დიზანით შექმნილი “სატანის ფეხსაცმლი” შეიმუშავა, რომელიც  26 მარტს გამოქვეყნებულ ახალ სიმღერას უკავშირდებოდა.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
Nike “სატანის ფეხსაცმელის” გამო MSCHF-ს უჩივის

წყაროს შესახებ

ფეისბუკ გვერდი “უცხო” 2016 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მისი თავდაპირველი სახელწოდება “მეცნიერება და ტექნოლოგიები” იყო. გვერდმა სახელი ორჯერ შეიცვალა და “უცხო ტექნოლოგიების” შემდეგ “უცხო” გახდა. (Provigil) ფეისბუკ გვერდზე უმეტესად გასართობი შინაარსის ინფორმაციები ვრცელდება.

"

დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist