Siyasət

ვინ აცეკვდა კიევის ღამის კლუბში - სააკაშვილი, Голобородько თუ Клевцов-ი?

30 Sentyabr, 2021

29 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო Pia-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უცნობი მამაკაცის ცეკვაა ასახული. Pia წერს, რომ ეს მამაკაცი მიხეილ სააკაშვილია და მან კიევის ღამის კლუბში წარმოდგენა მოაწყო. ფეისბუქ პოსტში მითითებულია, რომ ვიდეო 2019 წლის არქივიდანაა.

ვიდეოს ასევე ავრცელებს ფეისბუქ გვერდი ექსკლუზივი TV ქართველები. პოსტში აღნიშნულია, რომ ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი ცეკვავს. ანალიტიკური ხელსაწყო Crowdtangle-ის მონაცემებით, ვიდეო ბოლო 24 საათში stv.ge-ს ფეისბუქ გვერდზე და ფეისბუქ ჯგუფში “41-კვლავ ხალხის სამსახურში” გამოქვეყნდა, თუმცა ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.

1

2

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი ცეკვავს, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეოს აღნიშნული ვერსიის ხარისხი დაბალია და მასში სახის იდენტიფიცირება შეუძლებელია, თუმცა ორიგინალ ვიდეოში, რომელიც 2019 წელს გავრცელდა, ნათლად ჩანს, რომ მამაკაცი მიხეილ სააკაშვილი არ არის.

Pia-ს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მასალა Политнавигатор-ს ეკუთვნის. აღნიშნულმა მედიამ ვიდეო თავის ვებ-საიტზე politnavigator.net და ფეისბუქ გვერდზე 2019 წლის 7 ივლისს გაავრცელა.

3

ვიდეო დაბალი ხარისხითაა გამოქვეყნებული და პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან მისი სახე დაბურულია.  politnavigator ვიდეოს შემდეგნაირად ასათაურებს “სააკაშვილმა კიევის ღამის კლუბში წარმოდგენა მოაწყო”. ვიდეოს საძიებო ხელსაწყოს InVid-ის შედეგების მიხედვით, ვიგებთ, რომ აღნიშნული ვიდეო  politnavigator-ს არ ეკუთვნის და ის ინტერნეტში 2019 წელზე უფრო ადრეც იძებნებოდა. ვიდეო უკეთესი ხარისხით 2019 წლის იანვარსა და თებერვალში სოციალურ ქსელებში გავრცელდა, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნულია, რომ მოცეკვავე მამაკაცი რუსეთში, კოჩუბეევსკის რაიონის გამგებელი ალექსეი კლევცოვია, ხოლო სხვა შემთხვევებში მას კრასნოდარის მხარის, კორენოვსკის რაიონის გამგებელს სერგეი გოლობოროდკოს ამსგავსებენ

4

ალექსეი კლევცოვი           სერგეი გოლობოროდკო

ვიდეო ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა და დადასტურებული არ არის, ცეკვავდა თუ არა ალექსეი კლევცოვი ან სერგეი გოლობოროდკო ღამის კლუბში, თუმცა ორიგინალ ვიდეოში, სადაც მამაკაცის სახე იმაზე უკეთ ჩანს, ვიდრე PIA-ს გავრცელებულ ვერსიაში, შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ მასში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ არის. მსგავსება კი ნამდვილად არსებობს, ერთი მხრივ, კლევცოვთან, ხოლო, მეორე მხრივ, გოლობოროდკოსთან.

5

6

აღსანიშნავია, რომ politnavigator-ის შემდეგ, დეზინფორმაცია, თითქოს ვიდეოში სააკაშვილი ცეკვავს “საქინფორმის” რუსულმა ვერსიამ ГРУЗИНФОРМ-მა 2019 წლის 16 ივლისს, ხოლო metronome.ge-მ 2019 წლის 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. ვიდეოს ავრცელებდა geotimes.com.ge-ც და იუთუბ მომხმარებლის davit revazishvili-ს 2019 წლის 8 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეოს ეყრდნობოდა.

Политнавигатор-ის შესახებ

Politnavigator.net-ის ვებ-საიტი 2014 წლის 11 თებერვალს შეიქმნა და მისი მთავარი რედაქტორი სერგეი სტეფანოვია. გამოცემა ანტი-უკრაინულ განწყობებსა და კრემლის პროპაგანდას ავრცელებს და ის ბევრჯერ ყოფილა მოხსენიებული ევროკავშირის სტრატკომის EUvsDisinfo-ს ბაზაში, როგორც რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი წყარო. მთავარი რედაქტორი სერგეი სტეფანოვი ყირიმიდანაა, იგი სევასტოპოლს რუსეთის ნაწილად თვლის, რასაცთავის ფეისბუქ პროფილზეც აღნიშნავს. სტეფანოვი არის ისეთი კრემლისტური გამოცემების რესპონდენტი, როგორიცაა News Front და ukraina.ru.

7

8

Politnavigator.net ასევე ფიგურირებს უკრაინული ფაქტების გადამოწმების პორტალის StopFake-ის მიერ გადამოწმებულ მასალებში, მას ასევე წყაროდ ეყრდნობა კრემლთან დაკავშირებული გამოცემა “საქართველო და მსოფლიო”.  


“მითების დეტექტორი”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.