Səhhət/biotəhlükəsizlik

ინდოელი ჯარისკაცები შეუძლოდ არა ვაქცინაციის, არამედ მზის დარტყმის გამო გახდნენ

16 Sentyabr, 2021

27 აგვისტოს ფეისბუქ-პროფილმა ნინო ნინო 22-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ჯარისკაცები მიწაზე უგონოდ წვანან, მათ დახმარებას კი სხვა სამხედრო პერსონალი ცდილობს. ნინო ნინოს მტკიცებით, სამხედრო წვრთნისას რამდენიმე ინდოელმა ჯარისკაცმა, რომელიც ვაქცინირებული იყო, გულის შეტევა მიიღო. 28 აგვისტოს იგივე ვიდეო მომხმარებელმა Karen Jitsuryoku-მ ჯგუფში “კორონა მაფია” გამოაქვეყნა.

"
ინდოელი ჯარისკაცების შესახებ გამოქვეყნებული პოსტები მცდარი აღწერით ვრცელდება. რეალურად, სამხედრო წვრთნისას მათი გონების დაკარგვის მიზეზი მაღალი ტემპერატურა და მზის დარტყმა გახდა და მომხდარის ვაქცინაციასთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

გამოქვეყნებული პოსტების სიზუსტის დასადგენად, ვიდეოს გადასამოწმებელი ხელსაწყო InVID-ი გამოვიყენეთ, ვიდეო კადრებად დავშალეთ, შემდეგ კი ორიგინალ ვიდეოს ფოტოს საძიებო ხელსაწყოების დახმარებით მივაკვლიეთ."
ვიდეოს სრული ვერსია ადგილობრივი მედიასაშუალების, LiveNewsBharat-ის იუთუბ არხზეა გამოქვეყნებული. ვიდეოს აღწერაში კი აღნიშნულია, რომ ინდოეთის ქალაქ პატანკოტის მახლობლად მიმდინარე სამხედრო წვრთნის დროს ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, 30-ზე მეტმა კი გონება დაკარგა. უფროსი ოფიცრის თქმით, მომხდარის მიზეზი გაუსაძლისი ამინდი და მაღალი ტემპერატურა გახდა. ინციდენტი 10-კილომეტრიანი გარბენის დროს მოხდა, როცა ჯარისკაცები იარაღსა და საბრძოლო ტვირთს ატარებდნენ, ამინდი კი ცხელი და ნესტიანი იყო. არ არსებობს მტკიცებულება, რომ მომხდარს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან რაიმე კავშირი ჰქონდა."
ვიდეო ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა The Times of India და Factly-მაც გადაამოწმეს და მტკიცება, რომ ის ვაქცინაციით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს ასახავს, ყალბ ინფორმაციად შეაფასეს.

წყაროს შესახებ

ინდოელი ჯარისკაცების შესახებ ვიდეომანიპულაცია ფეისბუქ-პროფილმა “ნინო ნინომ” ატვირთა, რომელიც, სავარაუდოდ, ყალბი ანგარიშია, რადგან მისი პროფილის URL მისამართში dato.okribelashvili.77-ია მითითებული. აღნიშნულ ანგარიშზე პიროვნების იდენტიფიცირებისთვის არც საკმარისი პერსონალური ინფორმაცია და არც ფოტოები არაა გამოქვეყნებული.

"

ამ ფეისბუქ-პროფილის მიერ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


მოამზადა მარიამ ტალახაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.