Siyasət

“არჩევნები 2021” “ლელოსა” და “ენმ”-ის შეთანხმებაზე ყალბ ინფორმაციას აქვეყნებს

23 İyul, 2021

22 ივლისს ფეისბუქ გვერდმა “არჩევნები 2021 / Elections 2021,” დავით ქართველიშვილზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პარტიები “ლელო” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “ჩრდილოვან კაბინეტს” ქმნიან, რაც ნიშნავს, რომ მურთაზ ზოდელავა სუს-ის უფროსი იქნება, დიმიტრი შაშკინი შსს-ს უხელმძღვანებლებს, გიორგი რურუას უშიშროების საბჭოს უფროსად განიხილავენ, გივი თარგამაძე კი თავდაცვის მინისტრი გახდება. პოსტის ბოლოს გამოთქმულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ  თუ “ქართული ოცნება” დამარცხდება, საქართელოს “მორიგი სისხლიანი წლები დაუდგება.”

;
გავრცელებული მტკიცება იმის შესახებ, რომ “ლელოსა” და ენმ-ს შორის შეთანხმება შედგა და ისინი ჩრდილოვან კაბინეტს აყალიბებენ, ყალბია. “მითების დეტექტორთან” საუბარში პარტია “ლელოს” წარმომადგენელმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მსგავსი ცნობა სხვა არცერთ ღია წყაროში არ იძებნება, ხოლო ფეისბუქ გვერდი “არჩევნები 2021/ Elections 2021” ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ მიმართულ პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 

პარტია “ლელოსა” და ენმ-ის “ჩრდილოვანი კაბინეტის” შესახებ გავრცელებული მტკიცების გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” პარტია ლელოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელ თამუნა კირვალიძეს დაუკავშირდა. “მითების დეტექტორთან” საუბარში მან აღნიშნულ მტკიცება უარყო და მას აბსურდული უწოდა. 

ხაზგასასმელია ისიც, რომ მამუკა ხაზარაძემ  19 ივლისს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ საჭიროა შეთანხმება, რომ მომავალ მთავრობაში  “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი. 

ყალბ მტკიცებას გვერდი “არჩევნები 2021 / Elections 2021” ფეისბუქზე დასპონსორებულია, ხოლო რეკლამა მანანა კახიძის მიერ არის დაფინანსებული.

;

წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი “არჩევნები 2021/ Elections 2021” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 21 აგვისტოს შეიქმნა და თავდაპირველად “არჩევნები 2020” ერქვა, 2021 წლის 13 მაისს კი “არჩევნები 2021 / Elections 2021-ად” გადაკეთდა. გვერდს 3 ადმინისტრატორი საქართველოდან მართავს. 

;

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ გვერდი ვაშინგტონში გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სხვა პროსახელისუფლებო გვერდებთან ერთად ავრცელებდა.
საინტერესოა ისიც, რომ ფეისბუქ გვერდების  “არჩევნები 2021 / Elections 2021” და “საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog-ის” ფეისბუქზე განთავსებული რეკლამებს ერთი და იგივე ფეისბუქ ანგარიში Manana Kaxidze აფინანსებს. 

 

ფეისბუქ გვერდი “საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog” ლექსო ლაშქარავას საწინააღმდეგო დისკრედიტაციის კამპანიაში მონაწილეობდა, დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.