Müxtəlif

“კოგარაში ურიე” და  Liberastuli seni ჟურნალისტების ციტატებს აყალბებენ

16 İyul, 2021

ქართულ სოციალურ ქსელში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტის სახელით სხვადასხვა ციტატა ვრცელდება. 10 ივლისს  ფეისბუქ გვერდზე Liberastuli seni გამოქვეყნდა  ციტატა, რომელსაც მაია მამულაშვილს მიაწერენ და რომელშიც ის თითქოს ამბობს, რომ “პუტინისტური დაჯგუფებების” მიერ გამოშვებულმა ჰომოფობებმა ბავშვები დაკბინეს, ხოლო 12 ივლისს იმავე გვერდზე გამოჩნდა ვახო სანაიას ციტატა, თითქოს ჟურნალისტი ამბობს, რომ მას თავს დაესხნენ, “პანჩური ამოარტყეს” და თუ უეცრად გარდაიცვლება, ეს ხელისუფლების დაგეგმილი იქნება. 

;
14 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა სახელად კოგარაში ურიე გამოაქვეყნა ბაია პატარაიას მოთხოვნა, სადაც უფლებადამცველი იმ ფილმის აკრძალვას ითხოვს, რომლებიც პოტენციურ მოძალადეებს აყალიბებს. მოთხოვნის მიხედვით, განსაკუთრებით სილვესტერ სტალონესა და შვარცნეგერის მონაწილეობით გადაღებული ფილმები უნდა აიკრძალოს.

;
Liberastuli Seni-სა და კოგარაში ურიეს გავრცელებული ციტატები ყალბია, რეალურად ჟურნალისტებსა და უფლებადამცველს მსგავსი შინაარსის განცხადებები არ გაუკეთებიათ. 

არცერთ ღია წყაროში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაია მამულაშვილმა, ვახო სანაიამ ან ბაია პატარაიამ მსგავსი კომენტარი გააკეთეს. 

ვახო სანაიას ყალბი ციტატა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც 11 ივლისს ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ვახო სანაია ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით როგორც პირად ფეისბუქ გვერდზე, ასევე 11 ივლისის საღამოს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობის, ხოლო მმართველი პარტიისადმი კრიტიკული შინაარსის განცხადებებს აკეთებდა, თუმცა თავად მასზე თავდასხმის შესახებ არავითარი განცხადება არ გაუკეთებია. სანაიასა და მის ოჯახს სანაიას ჟურნალისტური საქმიანობის გამო 25 თებერვალს გამთენიისას თავს რამდენიმე პირი დაესხა და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სანაიამ მაშინ სახის დაზიანება მიიღო, თუმცა განცხადება იმის შესახებ, რომ კუდუსუნის ტკივილის გამო მისი უეცარი გარდაცვალება ხელისუფლების ბრალი იქნებოდა, არც მაშინ და არც შემდეგ არ გაუკეთებია. 

წყაროების შესახებ

ფეისბუქ გვერდი Liberastuli seni 2019 წლის 21 მაისს შეიქმნა და 1 ადმინისტრატორის მიერ საბერძნეთიდან იმართება. 

;

მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ომბუდსმენი არ შეუშვეს, რასაც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, ლიბერასტული სენის გვერდზე გამოჩნდა ფოტო, სადაც საქართველოს რამდენიმე ტელევიზია, სახალხო დამცველი, პოლიტიკოსები და ჯორჯ სოროსი “მებრძოლ უღმერთოთა კავშირის” წევრებად არიან წარმოჩენილნი. 

;
აღნიშნულ ფეისბუქ გვერდზე ხშირია ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისკენ მიმართულ პოსტები ისევე, როგორც რადიკალური ძალადობრივი პლატფორმა “ალტ-ინფოსა” და ლევან ვასაძის პარტია “ერის”  მხარდამჭერი შინაარსის პოსტები. 

;

რაც შეეხება ფეისბუქ ანგარიშს “კოგარაში ურიე,” ის 2021 წლის 23 მაისს, ლევან ვასაძის მიერ პოლიტიკური პარტიის “ერთობა, რაობა, იმედი”  დაარსებიდან მალევე, გააქტიურდა. სწორედ 23 მაისს გამოაქვენა თავისი პირველი პროფილისა და ქავერის ფოტოები. ანგარიშზე პიროვნების მაიდენტიფიცირებელი რაიმე ფოტო გამოქვეყნებული არ არის. 

;

ანგარიში ლევან ვასაძის, მისი პარტიისა და “ალტ-ინფოს” მხადრამჭერ მასალებს აქვეყნებს და აზიარებს. 

;

კოგარაში ურიე 2021 წლის 20 მაისს შექმნილი ფეისბუქ გვერდის “ქართველი კონსერვატორები” ერთ-ერთი ადმინია. 

;

სოციალურ ქსელში გავრცელებული სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების გაყალბებული ციტატები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა: 


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.