Müxtəlif

X-ის ძიებაში ანუ რისი ეშინიათ რუსეთში?

5 May, 2021

მომზადებულია EUvsDisinfo-ს მასალის მიხედვით 

ცნობილმა დამოუკიდებელმა კვლევითმა ინსტიტუტმა “ლევადა-ცენტრმა” 21 აპრილს რუსების მთავარი შიშების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ინსტიტუტმა რესპონდენტებს დაუსვა კითხვა, “რამდენად გეშინიათ X-ის”, სადაც X შიშის გამომწვევ საგანს წარმოადგენდა. აღნიშნული კვლევა ყოველწლიურად 1994 წლიდან ტარდება.

შიშებს შორის პირველ პოზიციას, ალბათ საყოველთაო, მეგობრებისა და ოჯახის წევრების ავად გახდომის შიში იკავებს. აღნიშნულის გამოკითხულთა 91%-ს ეშინია. 74% ზოგჯერ ან მუდმივად შიშობს, რომ მათ თავად დაემართებათ რაიმე ავადმყოფობა ან დაიტანჯებიან. აღნიშნული შიში მეოთხე პოზიციას იკავებს რუსებისთვის ტოპ-5 შიშს შორის. სიკვდილის შიში მე-10 ადგილს იკავებს.

თუ ეს ორი შიში ღრმად არის ფესვგადგმული ადამიანის საყოველთაო გამოცდილებაში, ტოპ 5 შიშებს შორის დარჩენილი სამი რუსეთში პოლიტიკურ ვითარებას ასახავს:

გამოკითხულთა 77%-ს ხელისუფლების თვითნებობის მუდმივად (58%) ან ზოგჯერ (19%) ეშინია, ხოლო მასობრივი რეპრესიების დაბრუნების 52%-ს მუდმივად  ან ზოგჯერ (16%) ეშინია. მსოფლიო ომის მუდმივად  62%-ს ეშინია, ხოლო 14%-ს - ზოგჯერ.

შიშების ისტორიული დინამიკის შესწავლა შემდგომ სურათს იძლევა. მსოფლიო ომის შიში 2015 წელს ისტორიულ მინიმუმზე იყო. მას შემდეგ, შიში დღევანდელ დონემდე სტაბილურად გაიზარდა. ეს აისახება რუსეთის სახელმწიფო მედიაში გაჩაღებულ ინტენსიურ კამპანიაში, რომელიც დასავლეთის მხრიდან რუსეთზე მოსალოდნელ თავდასხმაზე მიანიშნებს: რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მტკიცებით, დასავლეთი რუსული ცივილიზაციის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და ცდილობს, რუსეთი "რუსოფობიური რეჟიმებით" ალყაში მოაქციოს.

ხელისუფლების თვითნებობისა და რეპრესიების შიშებიც მსგავს დინამიკას აჩვენებს: 2015 წლიდან შეინიშნება სტაბილური ზრდა. 

კვლევის ზოგადი დასკვნაა, რომ რუს ხალხს ბევრად მეტად ეშინია მთავრობის, ვიდრე სიკვდილის.

;