Здравоохранение/биобезопасность

ინფორმაცია, თითქოს აუცრელი მოქალაქეებისთვის კომენდანტის საათი ძალაში რჩება, ყალბია

1 April, 2021

30 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Lob Pony-მ გამოაქვეყნა ონლაინ გამოცემა On.ge-ს სქრინი, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის ფოტო და ციტატაა გამოსახული. სქრინის მიხედვით, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ აუცრელი ადამიანებისთვის კომენდანტის საათი ძალაში დარჩება. 

;

განვრცელებული სქრინი ყალბია, ასეთი ინფორმაცია On.ge-ს არ გამოუქვეყნებია, ეკატერინე ტიკარაძეს აუცრელი მოქალაქეებისთის კომენდატის საათის ძალაში დარჩენის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. On.ge-ს იდენტური სქრინებით სხვადასხვა ადამიანის ციტატა ხშირად ყალბდება.

ონლაინ გამოცემა On.ge-ზე ეკატერინე ტიკარაძის მსგავსი განცხადება არ იძებნება.

;

აუცრელი ადამიანებისთვის კომენდანტის საათის ძალაში დარჩენის შესახებ მინისტრის განცხადება არც On.ge-ზე ან რომელიმე სხვა საინფორმაციო საშუალებაში გამოქვეყნებულა.

გავრცელებულ სქრინზე გამოსახული წარწერების ფერი და ფონტი ორიგინალი საიტისგან ვიზუალურადაც განსხვავდება. 

;

მართალია ეკატერინე ტიკარაძემ 26 მარტს განაცხადა, რომ კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება, რადგან “ამის ფუფუნება არ გვაქვს,” თუმცა მას არ უთქვამს, რომ კომენდანტის საათი ძალაში მხოლოდ აუცრელი მოქალაქეებისთვის დარჩება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ On.ge-ს იდენტური სქრინის გამოყენებით სხვადასხვა დროს ბაია პატარაიას, თეა წულუკიანის, ეკატერინე ტიკარაძის და ლადო კახაძისა სხვა გამოგონილი ციტატებიც ვრცელდებოდა. ყველა გავრცელებულ სქრინზე On.ge-ს სტატიის გაზიარებებისა და წაკითხვის (31 წაკითხვა, 8 გაზაირება) რაოდენობა ისევე, როგორც დადების დრო (40 წუთის წინ) იდენტურია. 

;

ძირითადად ამგვარ გაყალბებულ სქრინებს სატირული მიზნით აქვეყნებენ, თუმცა შესაბამისი მითითების გარეშე, სატირული შინაარსის პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებლები ხშირად შეცდომით რეალურ ფაქტად აღიქვამენ. 

“მითების დეტექტორმა” მედიასაშუალების გაყალბებული სქრინით გავრცელებული სატირული პოსტები არა ერთხელ გადაამოწმა:


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.