Разное

რა შეტყობინებს იღებენ რუსეთში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ 10 მილიონზე?

13 August, 2020

მომზადებულია meduza.io-ს მასალის მიხედვით.

რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობამ მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ახლადგამოცხადებული “ჯილდო სამართლიანობისთვის” (RFJ) შესახებ, რომელიც 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. აღნიშნული ჯილდო განსაზღვრულია ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება აშშ-ს იმ ჰაკერების იდენტიფიცირებასა და მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრაში, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ეცდებიან. შეტყობინებების შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა TJournal ავრცელებს. 

"

აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიაში რუსმა მომხმარებლებმა მსგავსი შეტყობინებების ფოტოს გამოქვეყნება 6 აგვისტოდან დაიწყეს, მას შემდეგ რაც წინა დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯილდოს შესახებ განაცხადა. მესიჯების შესახებ ადგილობრივ მედია საშუალებებშიც დაიწერა, როგორებიცაა, მაგალითად, ეკატერინბურგის It’s My City და ვლადივოსტოკის Vl.ru. Pikabu.ru-ს მიხედვით. მსგავსი გზავნილები მოსახლეობამ რუსეთის ქალაქებში -  სარატოვში, კრასნოდარში, ულიანოვსკში, ჩელიაბინსკში, პერმსა და ტიუმენშიც მიიღო მოსახლეობამ მსგავსი მესიჯები. 

ეკატერინბურგის დუმის დეპუტატმა მსგავსი შინაარსის შემცველი გზავნილი ტელეგრამშიც მიიღო პროგრამა CentrSoobsh-ისგან, რომელიც ჩვეულებრივ სპამის ან ფიშინგის შეტყობინებების გაგზავნისთვის გამოიყენება, ნათქვამია Newsru.com-ზე.

ვინ აგზავნის ამ შეტყობინებებს ან არიან თუ არა ისინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან დაკავშირებული, ჯერ-ჯერობით უცნობია. Vl.ru-ს მიხედვით, ნომერი, რომელმაც ეს ტექსტი დააგზავნა, პასუხს უკან არ ღებულობს. ერთ-ერთმა მკითხველმა It’s My City-ს მკითხველს ისიც უთხრა, რომ მან ორი იდენტური მესიჯი მიიღო, ერთი ინლისურ, ხოლო მეორე რუსულ ენაზე. 

"

აღნიშნული მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს თან ახლავს რუსული შემოწმებული ტვიტერის ანგარიშის @RFJ_Russian-ის პოსტის ლინკიც, რომელიც აშშ-ის მიერ გამოცხადებული ჯილდოს შესახებ ინფორმაციას შეიცავს ჰეშტეგით #Election_Reward. აღნიშნული ჰეშტეგით სხვადასხვა ენაზე არსებული მსგავსი პოსტები იძებნება, რომლებიც ასევე გადამოწმებული ტვიტერის ანგარიშების მიერაა დაწერილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდოს შესახებ განცხადებას იუმორის შემცველი ფეისბუქის პოსტით უპასუხა.

ამერიკული ბიზნეს ტექნოლოგიების ახალი ამბების ვებ-გვერდი ZDNet-ის ცნობით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი Rewards for Justice პროგრამის ფარგლებში ჯილდოს აწესებს კიბერ საფრთხეების შესახებ ინფორმაციისთვის. მანამდე, 2018 წელს ჩრდილო კორეის სამთავრობო ჰაკერების შესახებ ინფორნაციაზე ჯილდო 5 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო ორ უკრაინელ ჰაკერზე იმავე წელს თითო-თითო მილიონი აშშ დოლარი დააწესეს.