Разное

ვინ სთავაზობს რუსეთს ლენინის გაყიდვას?

22 May, 2020

რუსმა პოლიტიკოსმა და რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ 21 მაისს ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი და თქვა, რომ ლენინის მუმია კარგ მდგომარეობაშია და ქვეყანას მისი გაყიდვა შესთავაზა. ჟირინოვსკის აღნიშნული იდეა ფრანგი ბიზნესმენისგან დაებადა, რომელსაც “ჯოკონდას” გაყიდვა სურდა.

“საფრანგეთში ბიზნესმენს ნახატი “ჯოკონდას” გაყიდვა სურს. ჩვენ შეგვიძლია ლენინის მუმია გავყიდოთ. მყიდველები მოიძებნებიან: ჩინეთი, ვიეტნამი ან ვინმე კომუნისტი. მუმიის გაყიდვით ბიუჯეტი ბევრ ფულს მიიღებს. ლენინი კარგ მდგომარეობაშია, სულ რაღაც 96 წლის წინ გაუკეთეს მუმიფიცირება.” - წერს ჟირინოვსკი.

"