Здравоохранение/биобезопасность

გარდაიცვალა თუ არა ჩაკ ნორისი კორონავირუსით?

22 May, 2020

Snopes-ის მასალის მიხედვით

შეიძლება ფიქრობთ, რომ დეზინფორმაცია  ჩაკ ნორისს არასოდეს დაატყდება თავს და ჩაკ ნორისი თვითონ დაატყდება თავს დეზინფორმაციას. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში  ყალბ ამბებს  ნორისიც ვერ გადაურჩა. 

2020 წლის მაისში სოციალურ ქსელებში ჭორი გავრცელდა, თითქოს ჰოლოვუდის მსახიობი, რომელიც ფილმებში საბრძოლო ხელოვნების ოსტატობით გამოირჩევა,  covid-19-ით გარდაიცვალა. Snopes ჩაკ ნორისის სააგენტოს MN2S-ის დაუკავშირდა და მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  ინფორმაცია სთხოვა, თუმცა, პასუხი არ მიუღია. მიუხედავად ამისა, მსახიობის გარდაცვალების ან ავადმყოფობს შესახებ არანაირი ოფიციალური ცნობა არ არის. კოვიდ-19-ის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, როგოგრც ჩანს, მორიგი სიცრუეა. 

გამოცემის ცნობით, ჩაკ ნორისი არაერთხელ გამხდარა  გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ყალბი ამბების მსხვერპლი. ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია  2012 წელსაც გავრცელდა.   

ამ ისტორიას მხოლოდ ერთი დადებითი მხარე აქვს - სოციალურ ქსელებში ჩაკ ნორისის შესახებ  გავრცელებულ ათასობით ხუმრობას ბევრი ახალიც დაემატა, ამჯერად კორონავირუსზე.  

"
წყარო: Twitter. წარწერა ფოტოზე: “ჩაკ ნორისს  covid-19 დაემართა. ვირუსი 14 დღით კარანტინში მოათავსეს”.

“მითების დეტექტორი” ცნობილი ადამიანების კორონავირუსით ინფცირების ყალბი ცნობების შესახებ მარტშიც წერდა.  დაავადებულთა ცრუ სიაში მაშინ  ჯეკი ჩანის, რომის პაპისა და დენიელ რედკლიფის სახელები მოხვდა.