Политика

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთიდან მართული ინტერნეტ აგიტატორები გამოავლინა

21 May, 2020

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის  განცხადებით კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კარანტინის რეჟიმის ამოქმედების დღიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 370 ინტერნეტ აგიტატორი გამოავლინა, რომელთაგან 17 დადასტურებულად მუშაობდა რუსეთის დავალებით. ისინი კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. გაუქმებული ანგარიშების სამიზნე აუდოტორია 2,5 მლნ. მომხმარებელი იყო და მათ საერთო ჯამში 1 მლნ. გამომწერი ჰყავდათ. 

წინა კვირას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 50 ახალი ინტერნეტ აგიტატორი გამოავლინა. ინტერნეტ აგიტატორიების გამოვლენა ეტაპობრივად მოხდა. 

რუსული საიდუმლო სამსახურების და ტროლების მიერ მართული ინტერნეტ  ქსელები მოსახლეობას კარანტინის დარღვევისკენ, პროტესტისკენ და ხელისუფლების ძალადობრივი გზით  ხელში ჩაგდებისკენ მოუწოდებნენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების  ექსსპერტების აზრით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის აქტივობები და მათ  მიერ მართული  ჯაშუშური ქსელი კიდევ უფრო გაიზრდება.  პროპაგანდისტები მოქალაქეების დასაბნევად, პანიკის დასათესად და ხელისუფლებისთვის ეფექტურ საქმიანობაში ხელის შესალელად ყველა სახის ინფორმაციას იყენებენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთთან დაკავშირებული 17 აგიტატორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ურღვევობის ხელყოფის, ასევე, საკონსტიტუციო წესრიგის ძალადობრივ ცლილებისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ედებათ ბრალი. აგიტატორები  კიეში, ოდესაში, ლვოვში და სხვა ქალაქებში “მუშაობდნენ”. 

მაგალითად, ჟაშკივის, ჩერკასის რეგიონის მცხოვრებმა, ერთ-ერთი უკანონო ნახევრადსამხედრო ასოციაციის წევრმა ანტიუკრაინული მასალები გამოაქვეყნა თავის ვებ-გვერდზე და ხალხს ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებისკენ მოუწოდებდა. ასევე, ის უკრაინის სამხედრო შენაერთების და სამართალდამცავი ორგანოების მამართ მადისკრედიტირებელ სტატიებს ავრცელებდა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გააგრძელა სანქციები რუსული სოციალურ ქსელების - “Одноклассники”-ის  და “ВКонтакте” –ს წინააღმდეგ.