Разное

ნიჟნი ნოვგოროდში 9 მაისს სამოქალაქო ომის ბანერებით აღნიშნავენ

30 April, 2020

meduza.io-ს მასალა

ნიჟნი ნოვგოროდში 9 მაისისთვის ემზდებიან. დღესასწაულის აღსანიშნად ქალაქში ბანერები დაამონტაჟეს, რომლებზეც ფორმიანი მამაკაცები არიან გამოსახულები. ბანერზე წარწერაა: “გმადლობთ გამარჯვებისათვის”. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ ბანერების ავტორებს ე.წ. დიდი სამამულო ომი და სამოქალაქო ომი ერთმანეთში აერიათ. ბანერზე გამოსახული მამაკაცები ნიჟნი ნოვგოროდის სამხედრო ფლოტის მეზღვაურები არიან, რომლებიც სამოქალაოქ ომში მონაწილეობდნენ. 

"

ნიჟნი ნოვგოროდში მეზღვაურების პატივსაცემად მონუმენტიცაა აღმართული. შეცდომას ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურის ცეტნრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბანერები მათთან შეუთანხმებლად დაკიდეს. ათივე ბანერი უკვე მოხსნილია. 

სამოქალაქო ომი რუსეთში 1918-1920 წლებში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ე.წ. წითელი არმია ანტიბოლშევიკურ ძალებს ებრძოდა.