Здравоохранение/биобезопасность

როგორ ახდენენ რუსი ტროლები ვირუსზე ტყუილების იარაღად გამოყენებას

21 April, 2020

წყარო: demdigest.org 

ჩინეთი არ წარმოადგენს ერთადერთ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ცდილობს კოვიდ-19 ის პანდემიის გამოყენებას დემოკრატიული ნორმებისა და ინსტიტუციების საწინააღმდეგოდ. 

რუსეთი მთელი ათწლეულების განმავლობაში აწარმოებს ჯანდაცვაზე დეზინფორმაციის კამპანიას ამერიკისა და სხვა დასავლური დემოკრატიების საწინააღმდეგოდ სოციალური ქსელებისა და სხვა საინფორმაციო წყაროების მეშვეობით, ამბობს იუილიამ ბროდი, ნიუ იორკ ტაიმსის ავტორი. 

რუსული დეზინფორმაცია  უტევს ამერიკულ მეცინიერებას, აივ ინფექციის კრიზისის დაწყებიდან, მას მერე არაფერი შეცვლილა, წერს ანნე აპლებაუმი ტვიტერზე.

ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსი შეეცადა, პანდემიის დროს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შენარჩუნება იდეოლოგიური გაბანკროტების მაგალითად წარმოეჩინა, დასძენს ბრაიან უაითმორი ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის რუსული პროგრამების დირექტორი.

რუსეთის ოფიციალურ გაზეთ Rossiskaya Gazeta-ში რუსი ანალიტიკოსი ფიოდორ ლუკიანოვი ამტკიცებდა, რომ ნაკლებად მოსალოდნელია დასავლეთმა სანქციები გააუქმოს, რადგან ეს  “დასავლური საზოგადოების” რწმენებზე უარის თქმა იქნებოდა. მისი განცხადებით, დასავლურმა სამყარომ რომ იარსებოს, მას ესაჭიროება დამაჯერებელი საგარეო მტერი. არსებული კრიზისის შემთხვევაში სანქციები აუცილებელია, რომ შეინარჩუნონ ერთსოლოვნება. 

ცივი ომის დასრულებასთან ერთად, საბჭოური სტილის “ აქტიური ღონისძიებები” რუტინად იქცა, წერს ლოურენს ფრიდმანი Foreign Affairs-ში ტომას რიდის წიგნის “აქტიური ღონისძიებები: დეზინფორმაციისა და პოლიტიკური ბრძოლის საიდუმლო ისტორია” რეცენზიაში. მოსკოვმა ეს მიდგომები დასავლეთთან ურთიერთობაში მას შემდეგ განაახლა, რაც ეს ურთიერთობები უფრო მტრული გახდა და მას ასევე სოციალური მედიაც დაამატა. რიდი ასკვნის, რომ დეზინფორმაციის გამოწვევა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული დასავლეთის მიერ. 

უკანასკნელი სიცრუე სავარაუდოდ რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული ტროლების მიერ კორონავირუსის შექმნას უკავშირდება

უკრაინა რუსული ტროლების სამიზნე მეორადი კამპანია ინფექციის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, სადაც  კორონავირუსის შესახებ უნდობლობას ავრცელებენ და ყალბი დოკუმენტების მეშვეობით უკრაინის ხელისუფლების ევროპის საფრთხედ წარმოჩენას ცდილობენ.