СМИ

დეზინფორმაციის “რუსული კლასტერი” და “შიდა გავრცელება” საქართველოში

15 April, 2020

Covid-19-თან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაცია  და შეცდომაში შემყვან მასალების დიდი წილი პოლიტიკური შინაარსისაა, რომელსაც როგორც ღიად რუსული წყაროები, ასევე ქართულენოვანი მედიები ავრცელებენ.  ძირითადი გზავნილები შემდეგი შინაარსისაა: 

  1. ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი ამერიკის მიერ, ნაწილი ამტკიცებს, რომ ვირუსის წყარო ლუგარის ლაბორატორიაა
  2. ლუგარის ლაბორატორიის წვლილი პანდემიასთან ბრძოლაში გადაჭარბებულია
  3. იტალია ევროკავშირმა ბედის ანაბარა მიატოვა; იტალიასა და საფრანგეთში ევროკავშირის დროშებს ხსნიან
  4. პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებს (რუსეთი, ჩინეთი) შეუძლიათ
  5. კორონავირუსი ევროპაში რელიგიურ ტრადიციებს აზიანებს
  6. ვირუსმა გარყვნილი ცხოვრების წესი შეაჩერა
  7. ამერიკელები კორონავირუსის გამო ცოდვებს ლოცვით ინანიებენ
  8. კორონავირუსი მასონებს უკავშირდება
  9. ბილ გეითსი კორონასთან ბრძოლას მასობრივი დაჩიპვით გეგმავს
  10. რუსებმა კორონასთან საბრძოლველი პრეპარატი შექმნეს

გარცელების არხები

Covid-19-თან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის წყაროები როგორც ქართულენოვანი მედიები, ასევე რუსული მედიაა, რომელთა ნაწილის ვებ-გვერდები და IP მისამართები როგორც მოსკოვში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებშია რეგისტრირებული. 

Storymap: ნესტან რატიანი

CNN-ის და BBC-ის კლონირებული გვერდები რუსეთშია რეგისტრირებული და ორივეს IP მისამართი სანკტ პეტერბურგშია. აღსანიშნავია, რომ  press.cnnnews.ru  2020 წლის 03 აპრილს არის რეგისტრირებული, ხოლო ყალბი ინფორმაცია იმის შესხაბ, რომ ჰარვარდოს უნივერსიტეტის პროფესორი ჩინეთისთვის კორონავირუსის შექმნის გამო დააპატიმრეს, რეგისტრაციიდან 3 დღეში,  6 აპრილს აქვს გამოქვეყნებული. Bbcnewss.website, რომელმაც იდენტური დეზინფორმაცია ასევე 6 აპრილს გამოაქვეყნა და რომლის IP მისამართიც ასევე სანკტ-პეტერბურგშია, მასალის გამოქვეყნებამდე 12 დღით ადრე, 25 მარტს არის რეგისტრირებული.   

"'

ქლიქბაით საიტები msoflio.ru და geoposts.ge-ი ერთი ადმინისტრატორის (tato) მიერ იმართება და იდენტური დიზაინი, შრიფტი და რუბრიკები (ახალი ამბები ჩვენთან) აქვთ.  msoflio.ru მოსკოვში 2020 წლის 6 თებერვალს ახალი რეგისტრირებულია, ხოლო მეორე ქლიქბაითს geoposts.ge-ს მართალია ქართული დომენი აქვს, მაგრამ ისიციც მოსკოვში იდენტურ IP მისამართზეა რეგისტრირებული.

""

""

რუსულ IP მისამართზეა განთავსებული და რუსეთში Rossia Segodnia-ს მიერ არის რეგისტრირებული სპუტნიკ-საქართველო, რომელიც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ოფიციალური არხია.

"

რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირებული და  ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს კიდევ ერთი კრემლისტური გამოცემა News-Front საქართველოს შემთხვევაში,  რომლის რედაქტორი ანტილიბერალურ მოძრაობა  “ქართულ მარშთან” დაკავშირებული, მოსკოვში მყოფი პრორუსი აქტორი შოთა აფხაიძეა

"

News Front საქართველოსთან დაკავშირებული “საქართველო და მსოფლიოს” დომენი საქართველოშია რეგისტრირებული, თუმცა გამოცემის დამსახურებებს კრემლის მიერ არის აღიარებული. “საქართველო და მსოფლიოს” გამომცემელი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, 2014 წლის 13 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო ორდენით დააჯილდოვა. ბრძანების ტექსტში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ჭაჭია სახალხო მოძრაობა „სამეგრელო“-ს თავმჯდომარეა და გამოსცემს ჟურნალს „ისტორიული მემკვიდრეობა“, ასევე გაზეთებს „ილორი“ და „საქართველო და მსოფლიო“.

"
 


მოამზადეს თამარ კინწურაშვილმა და ნესტან რატიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია